(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

პროსტატის კიბოს მკურნლობის ახალი სტანდარტი Focal one – რუთი, გერმანიაში დაინერგა

18/02/2022
რუბრიკა სიახლეები
Share on Facebook Whatsapp

რობოტული ულტრაბგერითი თერაპია – „Focal One“, რომელიც პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის ინოვაციური მეთოდია, ჯერ კიდევ 2020 წლის მიწურულს, ერთდროულად დაინერგა MMT ჰოსპიტალსა და აშშ–ის ისეთ წამყვან კლინიკებში, როგორიცაა კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან–ფრანცისკოს სამედიცინო ცენტრი და კლივლენდის კლინიკა.  თერაპია გერმანიაში პირველად ონკო-უროლოგიის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოიყენეს. პროცედურა აერთიანებს ფოკალურ თერაპიასა და რობოტის ჩართულობას.

ახალი სისტემა საშუალებას იძლევა, რომ დიაგნოსტიკის ჩატარება მოხდეს სამგანზომილებიანი გამოსახულებით, MRI-ის,  ულტრაბგერების და რობოტის გამოყენებით. პროცედურა მიმდინარეობს მცირე ინვაზიური მეთოდით და რაც მთავარია, მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერებით.

ფოკალური თერაპია

გერმანიაში 2014 წელს 70, 000 ათასამდე მამაკაცს გამოუვლინდა პროსტატის კიბო, ამის გამო ის მამრობითი სქესის ყველაზე გავრცელებულ სიმსივნურ დაავადებად აღიარეს.

ამ დროს მამაკაცებს უწევთ არჩევანი გააკეთონ რადიკალურ თერაპიასა და აქტიურ მონიტორინგს შორის. ამ საკითხზე და “Focal one”-ის უპირატესობებზე პროფესორი და გერმანიის ონკო-უროლოგიის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, მარტინ შოსტაკი საუბრობს:

“ბოლო წლებში, ფოკალურმა თერაპიამ თავი დაიმკვიდრა, როგორც წარმატებულმა საშუალებამ პროსტატის კიბოს მკურნალობაში, რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს, რომ შეინარჩუნონ პროსტატის უმეტესი ნაწილი.

ახალი რობოტული მოწყობილობა „Focal One“ მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერის (HIFU) შემდგომი განვითარებაა. ამ პროცედურის დროს ულტრაბგერითი ტალღები ფოკუსირებულია პროსტატის რამდენიმე მცირე კეროვან წერტილზე, სადაც ენერგია გარდაიქმნება სითბოდ და სიმსივნე ნადგურდება დაახლოებით 80 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

მკურნალობა მთავრდება ერთ პროცედურაზე ისე, რომ სწორი ნაწლავის დაზიანება და პოტენციის დაქვეითება არ მოხდება.

ახალი აპარატი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. მაგალითად, ეს არის სიზუსტე ინდივიდუალური ოპერაციების დაგეგმვისას, რაც ფოკალური თერაპიის დროს კიდევ უფრო საიმედოს ხდის მკურნალობის პროცესსა და შედეგს.

წინა თაობის მოწყობილობებისგან განსხვავებით, „Focal one“ გამოირჩევა არა მხოლოდ ცოცხალი ულტრაბგერებით, არამედ სხვა გამოსახულებითი მეთოდებით, როგორიცაა მრავალპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება რომელიც შეიძლება შეერწყას სამგანზომილებიან გამოსახულებას, რაც დინამიური ფოკუსირების საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ თერაპიის დროს მოწყობილობა ზუსტად იქნება მორგებული სიმსივნურ სამიზნე არეალზე.

რუთი

თერაპიის დროს რობოტის დახმარებით ხორციელდება იმდენად ზუსტი დიაგნოსტირება, რომ მცირე ცვლილებებიც კი, როგორიცაა ნაწლავის ლორწოვანი გარსის მოძრაობა, სრულად, ავტომატურად კომპენსირებული იქნება ავტოპილოტის დახმარებით. იგივე პროცედურაში, ექიმებს შეეძლიათ შეამოწმონ მკურნალობის შედეგი სონოგრაფიული გამოკვლევებით.

focal one

„Focal One“-ით ძალიან კარგ ალტერნატივას ვთავაზობთ მამაკაცებს, რადგან თერაპია მათ ჰპირდება ცხოვრების მაღალი ხარისხით შენარჩუნებას. პროცედურა განსაკუთრებით განკუთვნილია მათთვის, ვინც ვერ იღებს  რადიკალური ჩარევის გადაწყვეტილებას. თერაპია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და გრძელდება 30 წუთიდან-ორ საათამდე. სტაციონარში ყოფნის ხანგრძლივობაა 3-4 დღე. ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებელი”, – აღნიშნავს მარტინ შოსტაკი.

გერმანიის  კიბოს საზოგადოების მიერ დამოწმებული კვლევის (“HEMI”, AUO AP 68/11) შედეგად დადგინდა, რომ ფოკალურ თერაპიას – “Focal One” შეუძლია პროსტატის სიმსივნის მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშე, მინიმუმამდე დაყვანილი გვერდითი ეფექტებით და რაც მთავარია, ჯირკვლის ფუნქციის შენარჩუნებით (მაგ. ეაკულაცია).

პროცედურა საქართველოში – MMT ჰოსპიტალში 2021 წლიდან კეთდება. ქართული კლინიკა პროსტატის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მსოფლიოსა და რეგიონში ერთ-ერთი უპირობო ლიდერია. MMT ჰოსპიტალი,  იმ მოწინავე სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად დგას, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

 

 

 

 

 

 

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

გინეკოლოგი თელავში
სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

უროლოგი თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში
em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში – თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

No Result
View All Result

სიახლეები

გინეკოლოგი თელავში
სიახლეები

გინეკოლოგის კონსულტაცია თელავში

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

უროლოგი თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში
em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში – თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator