(+995) 322 23 40 23
[email protected]
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • EnglishEnglish
  • РусскийРусский
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია

ავტორი mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
26/09/2020
რუბრიკა ჯანდაცვის პროგრამები
A A
dializi 2

dializi 2

Share on FacebookShare on Twitter

რა არის სახელმწიფო პროგრამა დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია?

პროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული და/ან ორგანოგადანერგილი საქართველოს მოქალაქეები, ასევე „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში” მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად.

რას მოიცავს სახელმწიფო პროგრამა დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია?

პროგრამა მოიცავს:
-ჰემოდიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის:
• ნეფროლოგის კონსულტაციას;
• კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს საჭიროების მიხედვით;
• სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფას;
• მედიკამენტებით უზრუნველყოფას – საჭიროების შემთხვევაში;
• მე 3 მუხლის „გ” ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
– პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა, მათ შორის:
• ნეფროლოგის კონსულტაცია;
• კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები – საჭიროების მიხედვით;
• კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაციას;
• მედიკამენტებით უზრუნველყოფას – საჭიროების შემთხვევაში;
• მე 3 მუხლის „გ” ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;

– ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვას და მიწოდებას;

– თირკმლის ტრანსპლანტაციას – თირკმლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებას;

– ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფას;

– სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირებას, შენახვა და გაცემას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით).

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

დიალიზის მომსახურების მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარმოადგინოთ გეგმიური მომსახურების წინასწარი დოკუმენტების ნუსხა (რის შემდეგაც მოხდება პაციენტის რეგისტრაცია დიალიზის მომლოდინეთა რეესტრში):
– პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). აღნიშნული დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, გამონაკლისად დაიშვება შემდეგი შემთხვევები:
• თუ პირი მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;
• ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
• იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში.
– ფორმა NIV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად), საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი კალკულაცია;
– დადგენილი ფორმის განცხადება.
სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მომართვის რიგითობის მიხედვით.
თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარმოდგენის შემთხვევაში.
თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, უნდა მიაკითხოთ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას და ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

როგორ ხდება სახელმწიფო პროგრამა დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს.

საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

 

,,2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილება

ShareTweetSendShareSend

ასევე გაეცანი

1
ჯანდაცვის პროგრამები

ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

1
ჯანდაცვის პროგრამები

რეფერალური მომსახურება

სააგენტო 1
ჯანდაცვის პროგრამები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

No Result
View All Result

სიახლეები

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი
სიახლეები

,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინი-ს’’ გახსნა – MMT Lifeline

პროსტატის დიაგნოსტიკა
სიახლეები

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები

ruTi
em-em-te

FOCAL ONE – რუთი MMT ჰოსპიტალსა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში ერთდროულად დაინერგა!

hifu
სიახლეები

ისტორიული დღე საქართველოსა და რეგიონისათვის – MMT ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით მკურნალობა დაიწყო!

რუთი
სიახლეები

როგორ მუშაობს Focal One? (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მიმართულებები
  • პაციენტებისთვის
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
032 2 23 40 23

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • →
  • Phone
  • Facebook