(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

ბაქტერიები შარდში

05/05/2023
რუბრიკა სიმპტომები
ბაქტერიები შარდში - ბაქტერიურია

Asymptomatic bacteriuria

Share on Facebook Whatsapp

ბაქტერიები შარდში – ანუ ბაქტერიურიაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ახლად გამოყოფილი შარდის ერთ მილილიტრში 100 ათასზე მეტი მიკრობი გამოვლინდება. (მხედველობის არეში ერთზე მეტი ბაქტერია).

ჯანმრთელი ადამიანის შარდი სტერილურია ანუ მასში ბაქტერიები არ არის. თუ ადამიანს თირკმელები ან საშარდე ტრაქტი დაინფიცირებული აქვს, მაშინ შარდის ბუშტში მოხვედრილი მიკრობები ინტენსიურ გამრავლებას იწყებენ. ბაქტერიები შარდში პათოლოგიური პროცესის შედეგად გორგლოვანი ფილტრაციის დარღვევის შემთხვევაში ხვდება. თუ ბაქტერიოლოგიური მეთოდით ბაქტერიათა კოლონიების რაოდენობრივი იდენტიფიკაცია არ აღემატება 105-ს ერთ მილილიტრში _ ეს უბრალოდ შარდის დაბინძურებაა. თუ მათი რაოდენობა ძალიან დიდია, მაშინ ჭეშმარიტ ბაქტერიურიაზე საუბრობენ.

ბაქტერიები შარდში შესაძლოა ორი გზით მოხვდნენ:

1) დაღმავალი გზით. (თირკმელებში, შარდის ბუშტში, წინამდებარე ჯირკვალში – პროსტატაში არსებული ანთებითი კერებიდან, ან კიდევ შარდის გამომტანი მილის უკან არსებული ჯირკვლებიდან),
2) აღმავალი გზით. (ინსტრუმენტული ჩარევის შედეგად _ კათეტერიზაცია, ცისტოსკოპია და სხვა).

შარდის ანალიზის რაოდენობრივი ბაქტერიოლოგიური მეთოდები საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით განისაზღვროს ბაქტერიურიის დონე.

კვლევამ შესაძლოა 24-დან 48 საათს გასტანოს. ბაქტერიოლოგიური ტესტების ცრუ-უარყოფითი შედეგები შესაძლოა განპირობებულ იყოს შარდის დიდი განზავებით. ყოველივე ამას თავის მხრივ დიდი რაოდენობით წყლის დალევა და უროსეპტიკური საშუალებების მიღება იწვევს. დადებითი შედეგების მიღებისას აუცილებელია განისაზღვროს, რომელმა ბაქტერიებმა განიცადეს კულტურაში ზრდა და როგორია მათი მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდებისადმი. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რაციონალური მკურნალობის დანიშვნისათვის.

ინფექციის კერის ანუ ბაქტერიათა განმაპირობებელი წყაროს დადგენისათვის გამოიყენება უროლოგიური კვლევის მეთოდები:

1) ცისტოსკოპია,
2) შარდში ბაქტერიების რაოდენობის განსაზღვრა,
3) შარდსაწვეთების კათეტერიზაცია,
4) შარდის ნალექში ანტისხეულებით დაფარული ბაქტერიების აღმოჩენის მეთოდი და სხვა.

უსიმპტომო ბაქტერიურია

თუ ბაქტერიურია მიმდინარეობს სხვა დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების გარეშე, უსიმპტომო ბაქტერიურიაზე საუბრობენ.

ჩვეულებრივ, მაღალი დონის ბაქტერიურია თან ახლავს სერიოზულ უროლოგიურ დაავადებებს. ეს დაავადებებია: მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტის ზოგიერთი სტადია, ურეთრიტი, ცისტიტი და პროსტატიტი. (წინამდებარე ჯირკვლის-პროსტატის-ანთებითი დაავადება).

ხალხურ მედიცინაში საშარდე გზების მკურნალობის უამრავი საშუალებაა ცნობილი. ბევრი მცენარე მართლაც ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებს. ასეთი მცენარეები წარმატებით გამოიყენება შარდის გამომყოფი სისტემის ცალკეული ნაწილების ანთებითი დავადებების სამკურნალოდ.
თუმცა, შარდში მხოლოდ ბაქტერიების აღმოჩენის საფუძველზე თვითმკურნალობას არ გირჩევთ.

აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. ის შარდის ყველა საჭირო ანალიზისა და სხვა დამატებითი გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით შეაფასებს თქვენს მდგომარეობას. განსაზღვრავს ზუსტ დიაგნოზს და სათანადო მკურნალობასაც დაგინიშნავთ. მხოლოდ მცენარეული ნაყენებით მკურნალობა და შარდის ბაქტერიებისაგან გაწმენდა, ხშირად არ არის საბოლოო გამოსავალი. დაავადება ზოგჯერ განუკურნებელი რჩება მდგომარეობა. შესაბამისად, შარდის ანალიზი დროებით უმჯობესდება, ინფექციის კერა კი რჩება. ხელსაყრელი პიროებებისთანავე პათოლოგიური პროცესი კვლავ განიცდის მიმდინარეობას. ასე რომ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმ-სპეციალისტს!

საყურადრებოა: შარდის უსიამოვნო სპეციფიკური სუნი სხვადასხვა პათოლოგიით შეიძლება იყოს განპირობებული. გაუწყლოებული შარდი ბევრად უფრო კონცენტრირებულია და ამიაკის სუნიც უფრო მძაფრად აქვს გამოხატული, ვიდრე ჩვეულებრივ შარდს. შარდის სუნზე სპეციფიკურ გავლენას ახდენს ზოგიერთი საკვებისა და მედიკამენტის მიღება. შარდის გამომყოფი სისტემის ინფექციური დაავადებების დროს შარდი განსაკუთრებულად ცუდ სუნს იძენს, მუქი ფერის ხდება და იმღვრევა.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საშარდე გზების ინფექციის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

სისხლიანი შარდი | ფოტო
სიმპტომები

სისხლიანი შარდი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ტკივილიddd მუცლის ქვედა ნაწილში, მცირე მენჯში | ფოტო
სიმპტომები

ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (მცირე მენჯში) ─ დიაგნოზი და მკურნალობა

დიზურია, წვა შარდვის დროს | ფოტო
სიმპტომები

დიზურია, წვა შარდვის დროს ─ შესაძლო მიზეზები, დიაგნოზი და მკურნალობა

ერექციული დისფუნქცია | ფოტო
სიმპტომები

ერექციული დისფუნქცია ━ გავრცელებული მიზეზები, მკურნალობა, პრევენცია

Comments 24

  1. shorena says:
    4 წელი ago

    Shardis analizi avige da soko leikocidebi trixomona gonorela da gardenela agmomhda zalian mainteresebs aris tu ara orsulebshi sashishi

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, დიახ რათქმაუნდა საშიშია ,აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, შეგიძლიათ 17აგვისტოს აქციის ფარგლებში ჩაეწეროთ და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ გინეკოლოგი ასევე უფასოდ გაგსინჯავთ და ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე 0322234023

      პასუხი
  2. ეთერი says:
    4 წელი ago

    რაიონიდან გაწუხებთ გვაინტერესებს თბილისის გარდა თუ შესაძლებელია ბაქტებიებზე მკურნალობა მაგალითად ბათუმში თუ შევძლებთ ბაქტერიებზე გამოკკვლევას და მკურნალობას

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით,ჩვენ არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია

      პასუხი
  3. Xatia says:
    4 წელი ago

    Gamarjobat agmomachnda trixomona dalian meshinia myavs shvilebi mainteresebs kocnit moferebit tugadadis

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ხატია, სექსობრივი გზით გადამდებია, შაბათობით არის აქცია, გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია ,ასევე ფასდაკლებით ისარგებლ;ებთ კვლევებზე ,წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  4. შორენა. says:
    4 წელი ago

    შარდში ბაქტერია თუ მოქმედებს უშვილობაზე

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, შესაძლებელია მაპროვოცირებელი იყოს

      პასუხი
  5. აგნესა says:
    3 წელი ago

    გავიკეთე შარდის ბაქტერიოლიგიური გამოკვლევა,სადაც აერობულ პირობებში მიკროორგანიზმების ზრდა არ აღინიშნა 48 სთ-იანი ინკუბაციუს შემდეგ.არადა ბაქტერიები შარდის ნალექში 304.92;ბაქტერიები-კოკები კი 303.16.ვმკურნალობდი ექიმის დანიშნულებით,მაგრამ უშედეგოდ.მაწუხებს ციცტიტის სიმპტომები.გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე შემდგომში

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      ქალბატონო აგნესა, მოიტანეტ თქვენი ეს კვლევები და უროლოგი დაგაკვალიანებთ 032 2234023

      პასუხი
  6. ნინო says:
    3 წელი ago

    ფეხმძიმობის დროს აღმოჩენილი ბაქტერიების დროს თუ შეიძლება ასკილოს ჩაის მიღება.

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      არ გაწყენთ, მაგრამ მკურნალობისთვის ექიმს უნდა მიმართოთ

      პასუხი
  7. ანონიმური says:
    3 წელი ago

    ბავშვს შარდში აღმოაჩნდა კოკები სამკურნალოა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      დიახ, მიმართეთ უროლოგს. 0322234023 555393267

      პასუხი
      • თამთა says:
        2 წელი ago

        მაქვს დიდი ხანია სიცხე დგე გამოშვებით 3 დგე მაქვს სიცხე მაგალი სამი დგე არა და მაინტერესებს რის გამო შეიძლება მქონდეს სიცხე

        პასუხი
        • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
          2 წელი ago

          მოგესალმებით. მაღალი ტემპერატურა სხვადახვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მიმართეთ ექიმს

          პასუხი
  8. ირინა says:
    2 წელი ago

    გამარჯობა,
    ბაქტერიის არსებობის შემთხვევაში შეიძლება აღენიშნებოდეს ტემპერატურა ადამიანს, თუნდაც დაბალი 37.00 დან 37.8 მდე

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი ago

      დიახ რათქმაუნდა შეიძლება

      პასუხი
  9. თენგიზ says:
    1 წელი ago

    გამარჯობათ ვარ 43 წლის.მაქვს ელვა,ცოტა ცხელება წვა.2თვეა ვმკურნალობ 1 თვე ანტიბიოტიკები მივიღე.ცოტა შედეგი მივიღე.უროლოგმა რა აღარ დამინიშნა მარა მცირე შედეგი.საერთო ანალიზში შარდიში არ ამოვიდა ანთება,კაი პასუხებია,მარა მაინც მიელავს და მტკივა.აქეთ ანტიბიოტიკებმა,ბუასილი შემყარა.როგორ მოვიქცე

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      1 წელი ago

      მოგესალმებით. უნდა მობრძანდეთ უროლოგთან კონსულტაციაზე და ექიმმა შეაფსოს თქვენი მდგომარეობა. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  10. თამარი says:
    11 თვის ago

    2წლის და 8 თვის ბავშვს დაეწყო მტკივნეული შარდვა,შარდი იყო მღვრიე და სპეციფიური სუნის,გაუკეთე შარდის საერთო ანალიზი აღმოაჩნდა ლეიკოციტები მაღალი ,პედიატრმა დაუნიშნა მკურნალობა,ანტიბიოტიკიც ,ერთი კვირის მერე კიდევ გაუკეთე ანალიზი დაწეულია ლეიკოციტები მაგრამ ისევ ზღვარზე მაღალია და როგორ მოვიქცე,რა შეიძლება იყოს?ან რა კვლევა უნდა ჩაუტარო

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      11 თვის ago

      გამარჯობა, ექიმთან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 595 233023 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე

      პასუხი
  11. ლამარა says:
    3 თვის ago

    შარდის ანალიზში ბაქტერიები კოკები 2450 მაქვს. დახმარდბა მჭირდება

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 თვის ago

      ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ოპერატორი ჩაგწერთ მიღებაზე – 0322 23 40 23

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

მიკრო ექოსკოპია | ფოტო
სამედიცინო აპარატურა

ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთება | ფოტო
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

focal one
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

გურამ ქარაზანაშვილი
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

ცისტოსკოპია
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

ჩიყვი
სიახლეები

ჩიყვი – სიმპტომები და მკურნალობა

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital