(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

აცეტონურია

22/06/2021
რუბრიკა სიმპტომები
acetonuria 1

acetonuria 1

Share on Facebook Whatsapp

აცეტონურია წარმოადგენს შარდში აცეტონური სხეულების არსებობას. აღნიშნული სხეულები, განსაკუთრებით კი აცეტონი, შესაძლოა ზოგჯერ ჯანმრთელი ადამიანის შარდშიც აღმოჩნდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იკვებებოდა ცილებითა და ცხიმებით მდიდარი საკვებით. ასეთ დროს ცხიმებისა და ცილების არასრული ჟანგვისათვის ხელსაყრელი პირობები იქმნება.

აცეტონური სხეულები ასევე ჩნდება იმ ადამიანთა შარდშიც, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში შიმშილობენ. რომელთაც საყლაპავის სტენოზი, კუჭის კიბო, ანემიის მძიმე ფორმები და კახექსია აღენიშნებათ.

ცნობილია აგრეთვე შიმშილობის შედეგად განვითარებული ხანგრძლივი ღებინების გამო გამოხატული აცეტონურია. ამ ტიპის აცეტონურია ვლინდება შეუჩერებელი ღებინების დროს ბავშვებთან და ორსულებთან, აგრეთვე ეკლამფსიის დროს.

აცეტონური სხეულები აერთიანებს აცეტონს, აცეტოძმარმჟავას და ბეტა-ოქსიერბოს მჟავას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

ისინი ძირითადად ცხიმების და ნაწილობრივ ცილების არასრული ჟანგვის პროდუქტია.

აცეტონურია შიმშილობის დროს

მოშიმშილეთა აცეტონურია ხანმოკლეა. ამასთან ამ დროს აცეტონური სხეულების რაოდენობა შარდში არ არის მაღალი. არასოდეს აღწევს ისეთ დონეს, რომელიც დამახასიათებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებულად კომის დროს.
საყურადღებოა ისიც, რომ აცეტონურია შესაძლოა გამოვლინდეს ნარკოზის შემდეგ. აგრეთვე ფოსფორით, ტყვიით, ნახშირჟანგით, ატროპინით მოწამვლისას და სხვა.

აცეტონურია შაქრიანი დიაბეტის დროს

აცეტონური სხეულები უხშირესად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა შარდში ვლინდება, როგორც საშუალო, ასევე მძიმე ფორმების დროს.

ამ შემთხვევაში აცეტონურია ვითარდება იმის გამო, რომ ორგანიზმი გლუკოზის სახით ნახშირწყლების მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს.

სისხლში კი დარჩენილი ნახშირწყლები არასაკმარისია ცილებისა და განსაკუთრებულად კი ცხიმების სრული დაჟანგვისათვის.

შაქრიანი დიაბეტის დროს აცეტონურიის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ ის გამოირჩევა სისხლში აცეტონური სხეულების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაგროვებით.

ეს კი თავის მხრივ, დიაბეტური კომისათვის დამახასიათებელი აციდოზის საფრთხეს ქმნის.

მიუხედავად ამისა, დიაბეტიანთა აცეტონურიის შეფასებისას კრიტიკული მიდგომაა საჭირო, რათა არ მოხდეს მისი ერთგვარი გადაფასება – ჰიპერდიაგნოსტიკა.

რამეთუ ის ყოველთვის არ გვევლინება ესოდენ საშიშ სიმპტომად. ერთის მხრივ, გასათვალისწინებელია ის, რომ აცეტონური სხეულების გამოჩენა შარდში სრულებითაც არ მიანიშნებს მნიშვნელოვან აციდოზზე.

ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ მდიდარია “ტუტოვანი” რეზერვებით აციდოზური გადახრების გამოსასწორებლად და სისხლის რეაქციის გარკვეულ დონეზე შესანარჩუნებლად.

თუმცა, სისხლის “სარეზერვო ტუტიანობა” ამ დროს შესაძლოა დაქვეითდეს და სისხლის რეაქციის გამოსწორება-კორექციის შესაძლებლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდეს.

ზოგადად კი, ნახშირწყლოვანი შიმშილის პირობებში მჟავე აცეტონური სხეულების პროგრესირებადმა დაგროვებამ შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს აციდოზის განვითარება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ აცეტონურიის მიზეზების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. https://mmt.gecategory/staff/

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

სისხლიანი შარდი | ფოტო
სიმპტომები

სისხლიანი შარდი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ტკივილიddd მუცლის ქვედა ნაწილში, მცირე მენჯში | ფოტო
სიმპტომები

ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (მცირე მენჯში) ─ დიაგნოზი და მკურნალობა

დიზურია, წვა შარდვის დროს | ფოტო
სიმპტომები

დიზურია, წვა შარდვის დროს ─ შესაძლო მიზეზები, დიაგნოზი და მკურნალობა

ერექციული დისფუნქცია | ფოტო
სიმპტომები

ერექციული დისფუნქცია ━ გავრცელებული მიზეზები, მკურნალობა, პრევენცია

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთება | ფოტო
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

focal one
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

გურამ ქარაზანაშვილი
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

ცისტოსკოპია
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

ჩიყვი
სიახლეები

ჩიყვი – სიმპტომები და მკურნალობა

hormonoterapia
ონკოლოგია

ჰორმონოთერაპია პროსტატის კიბოს დროს

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital

× მოგვწერეთ - ჩვენ მალე გიპასიხებთ!