MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი კატალოგები სიმპტომები

ანურია – სიმპტომები

12/02/2025
რუბრიკა სიმპტომები
anuria 1

anuria 1

Share on FacebookShare on Twitter

ანურია სიცოცხლისთვის მეტად საშიში სიმპტომია. ამ დროს შარდის ბუშტში შარდი აღარ გროვდება. (აღარ ჩადის). ამ დროს შარდის პროდუქცია საგრძნობლად იკლებს, რაც ფაქტობრივად შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტაა.

ანურია – კლასიფიკაცია

გამოყოფენ ანურიის სეკრეტორულ და ექსკრეტორულ ფორმებს. სეკრეტორული ანურიის დროს დარღვეულია შარდის წარმოქმნა. ეს ტიპი, თავის მხრივ, მოიცავს არენულ, პრერენულ და რენულ ფორმებს. ექსკრეტორული ანუ პოსტრენული ანურიის დროს შეფერხებულია თირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის პასაჟი _ გადასვლა.

  • არენული ანურია ვლინდება – ორივე თირკმლის თანდაყოლილი აპლაზიის (განუვითარებლობის), ორივე ან ერთადერთი მოფუნქციე თირკმლის ამოკვეთის დროს.
  • პრერენულ ანურიას ჰემოდინამიკურ ანურიასაც უწოდებენ. ის თირკმელთან სისხლის მიწოდების შეფერხების ან სრული შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება.
  • რენული ანუ პარენქიმული ანურია გამოწვეულია თირკმლის პარენქიმის დაზიანებით.
  • პოსტრენული ანურია ობსტრუქციული ანურიის სახელწოდებითაც არის ცნობილი. ის შარდის გადაადგილების მწვავე დარღვევის შედეგია.

კლინიკური სურათი – ანურია

ანურიის დროს შარდის გამოყოფის მოთხოვნილება ქრება . დაავადების ადრეული სიმპტომები  ყოველთვის გამომწვევ მიზეზებთან არის დაკავშირებული.

სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ანურიის დროს:

  •  წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა, ჰიპერკალიემია;
  • მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა;
  • მზარდი აზოტემია;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (ურემიული ინტოქსიკაცია), კუსმაულის სუნთქვა;
  • ფილტვების ურემიული შეშუპება;
  • ორგანოთა მწვავე ბაქტერიული ან არაბაქტერიული ანთება.

დიფერენციალური დიაგნოსტიკა

  დიფერენცირდება შარდის მწვავე შეკავებისგან . შემდეგი სიმპტომებით:

  • ძლიერი ტკივილი ბოქვენის ზედა არეში;
  • შარდის გამოყოფის მტანჯველი და უნაყოფო მოთხოვნილება;
  • შარდის ბუშტის გადავსების შეგრძნება;
  • პალპაციითა და პერკუსიით გადიდებული შარდის ბუშტის გამოვლენა.

ანურიას ნებისმიერი ფორმის დროს აუცილებელია ადამიანის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უროლოგიურ განყოფილებაში.

გასარკვევია შემდეგი საკითხები:

  • რამდენი ხანია შეფერხებულია შარდის გამოყოფა?
  • ხომ არ განიცადა პაციენტმა ნეფროტოქსიკური ფაქტორების ზემოქმედება?
  • ხომ არ აქვს პაციენტს ანურიის გამომწვევი დაავადება (შარდკენჭოვანი დაავადება, პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) პათოლოგია, გულის, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებები)?
  • ხომ არ ჰქონია თირკმლის ჭვალის (კოლიკის) ეპიზოდები?
  • რა სიმპტომები ახლავს ანურიას?

მიზეზები და პათოგენეზი

პრერენული ანურია განპირობებულია ჰიპოვოლემიით (სისხლის საერთო მოცულობის შემცირებით) ან არტერიული ჰიპოტენზიით (წნევის დაქვეითებით). ზოგადი ჰემოდინამიკის დარღვევა თირკმლის სისხლმომარაგების მკვეთრი გაღარიბებით იწვევს თირკმლის იშემიას. ამ უკანასკნელის გაღრმავებისას ვითარდება თირკმლის მილაკოვანი სისტემის ეპითელიუმის ნეკროზი (კვდომა), ამიტომ პრერენული ანურია შესაძლოა რენულში გადაიზარდოს.

პრერენულ ანურიას იწვევს:

  • გულის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობის დაქვეითება. (კარდიოგენული შოკი, გულის ტამპონადა, არითმია, გულის უკმარისობა, სისხლდენა);
  • სისტემური ვაზოდილატაცია ანუ სისხლძარღვთა გაფართოება. (ენდოტოქსიკური შოკი სეფსისის დროს, ვაზოდილატაციური საშუალებების გამოყენება);
  • ქსოვილებში სითხის სეკვესტრაცია. (პანკრეატიტი, პერიტონიტი, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი);
  • ორგანიზმის გაუწყლოება ღებინების, ფაღარათის, შარდმდენი და საფაღარათო საშუალებების გამოყენებისა და დამწვრობის დროს.

რენული ანურიის მიზეზებია:

  • პრერენული ანურიის შედეგები;
  • მილაკშიდა ბლოკადა პიგმენტებით. (მიოგლობინით _ ხანგრძლივად მიჭყლეტის სინდრომის დროს, ხანგრძლივი ასთმური სტატუსის, კომისა და სხვა შემთხვევების დროს; ჰემოგლობინით _ ერითროციტების ჰემოლიზის (დაშლის) დროს), ცილოვანი ცილინდრებით, შარდის მჟავას კრისტალებით, ოქსალატებით.
  • თირკმლის ანთებითი და ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები. (გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ამილოიდოზი, ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით, მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი);
  • თირკმლის სისხლძარღვთა დაზიანება.
  • პოსტრენული ანურია თირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის გადასვლის მწვავე დარღვევაა. ის შარდის გამომტანი გზების ზედა ნაწილის ოკლუზიის (დახშობის) შედეგია. პოსტრენული ანურიის განვითარებისთვის  ხშირად საკმარისია ცალმხრივი ობსტრუქცია. მეორე თირკმელში ამ დროს რეფლექსურად აღმოცენდება აფერენტული ვაზოკონსტრიქცია და ვითარდება ანურია

პოსტრენული ანურიის მიზეზებია:

  •  შარდკენჭოვანი დაავადება, უპირატესად _ შარდსაწვეთში კენჭების არსებობით;
  • საშარდე გზებზე გარეგანი ზეწოლა რეტროპერიტონეალური ფიბროზის დროს;
  • საშვილოსნოსა და საკვერცხეების სიმსივნე.

ხშირად დაშვებული შეცდომები:

  • ფუროსემიდის (ლაზიქსის), ოსმოსური დიურეზული საშუალებების ან  ინფუზიური (გადასხმა) თერაპიის გამოყენება პოსტრენული ანურიის დროს.
  • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე. (არ არის მიზანშეწონილი, დროის ფუჭად კარგვაა).

თინათინ გოცაძე

 

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

„როდესაც ქვეყანას ჰყავს დიდი პროფესიონალები“

შემდეგი სტატია

პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში – ქართველი მეცნიერი ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე საკუთარ ინოვაციას წარადგენს

სისხლიანი შარდი | ფოტო
სიმპტომები

სისხლიანი შარდი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ტკივილიddd მუცლის ქვედა ნაწილში, მცირე მენჯში | ფოტო
სიმპტომები

მცირე მენჯის ტკივილის მიზეზები და მკურნალობის ინოვაციური მეთოდები

დიზურია, წვა შარდვის დროს | ფოტო
სიმპტომები

დიზურია, წვა შარდვის დროს ─ შესაძლო მიზეზები, დიაგნოზი და მკურნალობა

ერექციული დისფუნქცია | ფოტო
სიმპტომები

ერექციული დისფუნქცია ━ გავრცელებული მიზეზები, მკურნალობა, პრევენცია

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

უროლოგიური კვლევები
სიახლეები

უროლოგიური კვლევები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში
სიახლეები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC