ზაზა ფუტკარაძე, 50 წლის პაციენტია, რომელმაც ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში 10 მაისს გაიკეთა რობოტული ოპერაცია და მას შემდეგ კლინიკის ერთგული პაციენტია. ის გახლავთ საქართველოსა და ამიერკავკასიაში 29-ე პაციენტი, რომელმაც ოპერაციის კლასიკური წესით ჩატარების ნაცვლად მაღალტექნოლოგიურ აპარატს მიანიჭა უპირატესობა და ოპერაცია რობოტულად ჩაიტარა.
ინფორმაცია პაციენტის შესახებ
„ერთი წლის უკან დამიდგინდა წინამდებარე ჯიკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. ბატონი გურამ ქარაზანაშვილი ცნობილი პიროვნებაა და ტელევიზიის საშუალებითაც გავიგე ამ ცენტრზე ინფორმაცია. ბოლოს კი, ჩემს მეგობრებთან შეთანხმებით, მოვედი ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში.
როდესაც მოვედი ბატონმა გურამმა შემამოწმა და აუცილებელი აღმოჩნდა ოპერაცია. ყველა ოპერაციას ღია წესით იკეთებს, რადგან რობოტულ ოპერაციებს ხალხი ცოტა ალმაცერად უყურებს, მაგრამ მე ჩემს ახლობლებთან შეთანხმებით გადავწყვიტე, რომ რობოტული ოპერაციის ჩატარება ჯობდა. ადამიანის ხელით გაკეთებული ოპერაცია კი კარგია, მაგრამ მაინც მაღალტექნოლოგიურ აპარატს მივანიჭე უპირატესობა. როგორც ბატონმა გურამმა მითხრა ჩემს შემთხვევაში სხვანაირად ვერც გაკეთდებოდა“.
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის პერსონალი
„პირველად, როდესაც მოვედი და შევხვდი კლინიკის პერსონალს, მას შემდეგ აღარსად აღარ მინდოდა წასვლა. ეს რობოტული ოპერაციები ხო ბატონმა გურამმა შეიმუშავა საქართველოში პირველად, იცით რა ვიგრძენი, რომ ამხელა დონის ადამიანი ზევიდან კიარ მიყურებდა, არამედ როგორც ადამიანი ადამიანს, ისე მესაუბრებოდა.
ბატონ გურამს პერსონალი ისე ჰყავს შერჩეული, რომ ასეთი გუნდური, პროფესიონალური კოლექტივი იშვიათობაა დღევანდელ სამედიცინო სფეროში. თითოეულმა ექიმმა იცის თავისი საქმე, შეეკითხები, გიპასუხებენ, გაიკეთებ ანალიზს და ზუსტად ის აღმოჩნდება, რაც გითხრეს.
ახლა ჰორმონოთერაპიას გავდივარ და როდესაც თუნდ პერიოდულ კვლევებზე მოვდივარ ოჯახის წევრებივით მხვდებიან, უზომოდ მადლობელი ვარ მათი. მსურს გავაჟღერო, რომ წამოუდგენლად მადლიერი ვარ პალატის პერსონალის, ექიმების გარდა ადამიანები არიან“.
როგორ გრძნობდა პაციენტი თავს რობოტული ოპერაციის შემდეგ?
„როდესაც რობოტული ოპერაცია გავიკეთე მივხვდი, რომ თავისი სპეციფიკით არის განსხვავებული, მაგრამ გავააანალიზე, რომ ძალიან მალე მომიშუშდა ის პატარა ჭრილობა, რაც მქონდა. წარმოიდგინეთ მე რა პრობლემითაც მოვედი, ის ყველაფერი 200%-ით კარგად გაკეთდა, უმაღლეს დონეზე. ფაქტობრივად, რობოტული ოპერაციის შემდეგ ტკივილი არ გაქვს, აი მაგალითად, ადამიანი კლასიკურად რომ იკეთებს ოპერაციას ხო ჭირდება, დაახლოებით, 2 კვირა რეაბილიტაციას, მაგრამ რობორტულ ოპერაციას ტკივილი არ აქვს, ჩვეულებრივად დადიხარ.
მე რობოტული ოპერაციის შემდეგ 4-5 დღეში გავეწერე, რადგან ზოგადად კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც მაქვს, და ამაზეც კი მიმკურნალეს, მიმართულება მომცეს“.
პაციენტის უწევს რეკომენდაციას „ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს“
„როდესაც ადამიანი გაიგებს, რომ ოპერაციის შემდეგ კარგად არის, ჯანმრთელად, ბედნიერად და ექიმები ადამიანურად ეპყრობიან შემდეგ უკვე რეკომენდაციას გაუწევს. ძალიან ხშირად მეგობრები მომყავს, ჩემი შვილიც აქ მკურნალობს, მეორე შვილმაც აქ გაიკეთა ოპერაცია, ძმაკაცებიც მკურნალობენ და ვინმეს თუ რამე ჭირს ამ მიმართლებით ვეუბნები, რომ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში მობრძანდეს“,- ზაზა ფუტკარაძე.