უროლოგიის ცენტრი – MMT ჰოსპიტალი! საერთაშორისო დონის წანყვანი სპეციალისტები, ულტრა თანამედროვე სამედიცინო აპარატურა. ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციები!
გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიის ცენტრი აერთიანებს:
1) კენჭის დაშლის ულტრათანამედროვე ცენტრს;
2) პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის ცენტრს;
3) დარტყმით–ტალღოვანი თერაპიის ცენტრს.
MMT–ჰოსპიტალი გახლავთ მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი უროლოგიის ცენტრი, სადაც ტარდება
* ურთულესი ონკოუროლოგიური ოპერაციები;
* ყველა სახის, ურთულესი რეკონსტრუქციული ოპერაცია საშარდე გზებზე;
* ყველა სახის ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაცია თირკმელებზე, პროსტატასა და შარდის ბუშტზე.
ხელოვნური (ორთოტოპული) შარდის ბუშტის შექმნა.ოპერაცია, რომელმაც ამერიკის კონგრესზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. დეტალურად იხილეთ ბმულზე
კენჭის დაშლის ულტრათანამედროვე ცენტრში წარმოდგენილია
უროლოგიის ცენტრის ერთ-ერთი სიახლეა STORZ-ის ფირმის უახლესი მოდელის, მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი ლითოტრიპტერი MODULITH SLX-F2, რომელიც ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიაა კენჭების დამშლელ აპარატებს შორის! ამ მოწინავე ტექნოლოგიით ჭარბწონიან, მსუქან პაციენტებთანაც კი შესაძლებელია დარტყმითი ტალღების ზუსტი ფოკუსირება ღრმად მდებარე კენჭებზე. MODULITH SLX-F2 ლითოტრიპტერის მაგიდა გათვლილია 220 კგ წონაზე, განსხვავებით სხვა აპარატებისაგან, რომლებიც 160 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებს ვერ ემსახურებიან. მისი ცილინდრული წყაროს მიერ გენერირებული ტალღები ვრცელდება 18 სმ-ის სიღრმეზე (მაშინ როცა სხვა მოდელის აპარატებს 13 სმ-ზე ღრმად არ შეუძლიათ ტალღების „გაშვება“)
პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის ცენტრი მოიცავს
უროლოგიის ცენტრი პროსტატის კიბოს სკრინინგის უნიკალურ ტექნოლოგიას გთავაზობთ – მიკროექოსკოპიას ExactVu Micro-Ultrasound System.
დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში MMT-ჰოსპიტალი, გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიის ცენტრი, პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კლინიკაა, რომელიც ახორციელებს პროსტატის კიბოს სკრინინგს ულტრათანამედროვე მიკრო ულტრაბგერის საშუალებით! მიკროექოსკოპი – ExactVu Micro-Ultrasound System არის უაღრესად დახვეწილი ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა უჯრედულ დონეზე (70 ნმ-სიზუსტით) შესასწავლად.
ეს ტექნოლოგია პროსტატის კიბოს პრაქტიკულად 100 %-იანი სიზუსტით დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა!
ამ სისტემის შესაძლებლობები მრავალჯერ აღემატება ჩვეულებრივ ულტრაბგერით სისტემებს, კერძოდ, ქსოვილთა აღქმა და შესაბამისად, მათში სტრუქტურულ ცვლილებათა გარჩევადობა 3-4-ჯერ უფრო გაძლიერებულია, სიზუსტით მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ექოსკოპიური კვლევით მიღებულ გამოსახულებასთან შედარებით მიკრო-ულტრაბგერით ჩატარებული დიაგნოსტიკის ხარისხი 300 %-ითაა გაუმჯობესებული. უახლესი ტექნოლოგია პროსტატის საფუძვლიანად გამოკვლევის, მისი საეჭვო უბნების დეტალურად შესწავლისა და საჭიროების შემთხვევაში დამიზნებითი ბიოფსიის მაქსიმალური სიზუსტით ჩაატარების საშუალებას იძლევა!
გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ცენტრი პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობაში რევოლუციური სიახლის შემომტანია. რობოტული ულტრაბეგრითი თერაპია Focal one (რუთი) , რომელიც პროსტატის ლოკალიზებულ კიბოს ოპერაციის გარეშე, ერთ დღეში ანადგურებს.
focal one – ეს არის პროსტატის კიბოს მკურნალობის ულტრათანამედროვე, უოპერაციო, არაინვაზიური , რადიაცული სხივებისგან თავისუფალი რობოტული მეთოდი. იგი უროლოგიაში ასევე ცნობილია როგორც ფოკალური თერაპია.
,,რუთი’’ იყენებს მაღალი ინტენსივობის ფოკოსური ულტრაბგერის სხივს, რომელიც უსაფრთხოდ და ეფექტიანად ანადგურებს პროსტატის დაზიანებულ ქსოვლის, ხოლო ჯანმრთელი ქსოვილი რჩება დაუზიანებელი.
რა უპირატესობების აქვს პროსტატის კიბოს focal one ,,რუთით’’ მკურნალობას:
- არ საჭიროებს გაჭრას სხეულზე (არაინვაზიურია)
- არ არის დაკავშირებული არანაირ ქირურგიულ რისკთან
- პაციენტს უნარჩუნდება პროსტატა
- პაციენტს უნარჩუნდება პოტენცია
- პაციენტს უნარჩუნდება შარდის შეკავების უნარი
- არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას- კლინიკიდან ეწერებით რამდენიმე საათში
- არ იყენებს რადიაციულ დასხივებას
- ზუსტი დამიზნება დაავადებულ ქსოვილზე
- ჯანმრთელი ქსოვილი რჩება დაუზიანებელი
MMT-ჰოსპიტალის უროლოგიის ცენტრი – ქვეყნისა და რეგიონის ლიდერ კლინიკაში, პაციენტებს შეუძლიათ უახლესი მიკროექოსკოპით უპრობლემოდ ჩაიტარონ დამიზნებითი ბიოფსია, მიზანმიმართულად მხოლოდ სიმსივნური უბნებიდან, აირიდონ ზედმეტი ჩხვლეტა და უსიამოვნებანი!
ყველაზე თანამედროვე ლაპაროსკოპიისა და ენდოსკოპიის ცენტრი უზრუნველყოფს ურთულესი ქირურგიული ჩარევების განხორციელებას როგორც ონკოუროლოგიაში ასევე კეთილთვისებიან წარმონაქმებზე და პლასტიკურ ოპერაციებს თანდაყოლილ ან ტრავმის შედეგად გამოწვეული უროლოგიური დაავადებებისას
MMT HOSPITAL -ის ლაპაროსკოპიული, ენდოსკოპიური და უროლოგიური ცენტრი
ონკოუროლოგია
- შარდის ბუშტის და პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა, შარდის შეკავების უნარის და პოტენციის შენარჩუნებით.
- თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანიანი სიმსივნის
უროლოგიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
- სასქესო ასოს ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა
- სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა
- ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური უროლოგია
შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა – ლითოტრიფსია (ლაზერული, ულტრაბგერითი, ელექტროჰიდრავლიკური, პნევმატური და დისტანციური)
- პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა
- ქალებსა და მამაკაცებში შარდის შეუკავებლობის მკურნალობა
რეკონსტრუქციული უროლოგია
- საშარდე მილის შევიწროების აღდგენა ლოყის ლორწოვანის ტრანსპლატაციით
- მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის პლასტიკა
ქალთა უროლოგია
- შარდის შეუკავებლობის მინიმალურ-ინვაზიური მკურნალობა
- შარდოვანი ფისტულების ლიკვიდაცია
ბავშვთა უროლოგია
- ბავშვთა თანდაყოლილი ანომალიების კორექცია
- კრიპტორქიზმის (სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა) მკურნალობა
- ჰიპოსპადიის და ეპისპადიის ქირურგიული მკურნალობა
ანდროლოგია
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა
- ერექციული დისფუნქციის მკურნალობა
- ექსკლუზიური ოპერაციები
MMT ჰოსპიტალიის უროლოგიის ცენტრი ლიდერია რეგიონში ურთულესი უროლოგიური, გინეკოლოგიური და კომბინირებული ოპერაციების, მსოფლიო სტანდარტებით ჩატარებისა და პაციენტებისთვის მაღალტექნოლოგიური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საქმეში.
ჩვენი მისიაა:
MMT ჰოსპიტალის უროლოგიის ცენტრის მიზანია უზრუნველვყოს დასავლური სტანდარტის სამედიცინო მომსახურება, ხელმისაწვდომი გავხადოს მსოფლიოს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებასთან ცოდნის უწყვეტი გაზიარებისა და კლინიკური კომპეტენციის მუდმივი განვითარების გზით.
გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიის ცენტრი – მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი!
გამარჯობა რა ჯდება ფიმოზის ოპერაცია და რამდენად მტკივნეულია
მოგესალმებით, დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023
მაინტერესებს ფასები ანალიზებზე.
დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას – 0322 23 40 23
გამარჯობათ, გამოკვლევები თუ კეთდება თქვენთან მამაკაცის სასქესო ორგანოების?
დიახ რათქმაუნდა, დაგვიკავშირდით 0322234023
მაინტერესებს თქვენთან პისარ ტესტის ანალიზი რაღირს ?
გამარჯობათ ბიოფსიის ანალიზი გვჭირდება სასწრაფოა . ორშაბათს ტუ შევძლებთ ანალიზის ბიოფსიის გაკეთებას? ანუ როდის რომელ საათზე გვექნება შეხვედრა. რა ღირს ანალიზი და ზუსტი მისამართი ანუ კორპუსი, სართული , ოთახის ნომერი?
გამარჯობა, დაგვირეკეთ 595 233023 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ასევე მოგწერთ მითითებულ მეილზე
გამარჯობა.
შაბათს კვირას თუ მუშაობთ?
გამარჯობა, არა
პეირონის დავადებას თუ რჩება ქირურგიული ჩარევის გარეშე და პირადათ რომელ ექიმთან ჩავეწერო
გამარჯობა, ექიმთან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 595 233023 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე
მოგესალმებით, იმედი ლ-ის დაზღვეით თუ შემიძლია ვისარგებლო თქვენს კლინიკაში?
მოგესალმებით, დაგვიკავშირდით 595 233023
rajdeba diagnostika?
მოგესალმებით კონკრეტულად რა კვლევები გაინტერესებთ? დაგვიკავშირდით 0322234023 555393267
Gamarjobat bayono guram tu shegicliat rom damexmarot futkarma mikbina sasqeso organize da da agar magrdeba da tu shegicliat rom damexmafot an movide misamartze winaswar xdeba hawera tqventan tu rogor unda movide
მოგესალმებით, პროფესორთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267
მოგესალმებით, ვიზიტი გვსურს უროლოგის და როგორ დაგუკავშირდეთ?
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023
გამარჯობათ,ჩემს ბავშვს აქვს ჰიპოსპადია არის ოთხი წლის.იანვარში ჩაუტარდა ერთი ოპერაცია და გაუფართოვდა საშარდე არხი,ეხლა ერთი თვეა რაც მარცხენა სათესლე ჯირკვალი გამოეზარდა და როგორც აღმოჩნდა აქვს წყალმანკი და თიაქარიც,რომელ ექიმს მირჩევთ რო მივმართო და კონსულტაცია რა დამიჯდება?ვინც ჰიპოსპადიის,ტიაქრის და წყალმანკის ოპერაციას გაუკეთებს
გამარჯობა. მაქვს შარდვის დაუსრულებლობის შეგრძნება. დავლიე ფოსფომედი ორჯერ 10 დღიანი ინტერვალით მზგრამ არ მიშველა. რა შეიძლებს იყოს?
სავარაუდოდ ანთება, ჩაეწერეთ უროლოგის უფასო ონლაინ კონსულტაციაზე და დაგეხმარებით 555393267
მოგესალმებით, ვიზიტი გვსურს უროლოგის და როგორ დაგუკავშირდეთ?
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023
გამარჯობა. მაქვს თეთრი გამონაყარი პენისზე და რა შეიძლება იყოს და რამდენ ხანში შეილება მოგვარება ექიმთან მიმართვის შემდგონ დაახლოებით?
გამარჯობათ მარცხენა სათესლე ბაგირაკის დანამატი არის შესიებული ფეხიდან გავცივდი და იმის მერე შესივდა ძაან იშვიათად მაქ ვენამ ან ნერვმა რომ იცის ისეთი შეგრძნება რაუნდა იყოს
გამარჯობათ თუ შეგიძლიათ დამარება მაქვს ერექციის დისფუნქცია თითქმის ასო აგარ მაგრდება წამლები გამომიწერა ექიმაა არ გამოუკვლევივარ .ეს წამლებია (ალოე ნემსები სანთლები და ინადრენი გირმონალურიაო) რამდენად შეესაბამება ჩემი პრობლემის აგმოფხვრას ეს მკურნალობა ?
თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს უახლესი ტექნოლოგია, ტალღოვანი თერაპია, ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2234023
sasharde gzebis problemebze vis gavesaubro?
ბატონო გურამ, დეტალური ინფორმაციისტვის დაგვიკავშირდით 032 2234023
78 წლის ხამდაზმულზე არის თუ არა საყოველთაო დაზღვევიდან დაფინამსება დიაგნოზის დასმაზე, გამოკვლევაზე და ექიმთან ვიზიტზე
მოგესალმებით საყოველთაო დაზღვევა კვლევებს და ვიზიტს არ აფინანსებს, მხოლოდ ოპერაციებს აფინანსებს. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 ან მოგვწერეთ ტქვენი საკონატქტო ნომერი
თქვენი მისამართი სად არის
დიღომი ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული 032 2234023
Ra xirs mixeba konsultacia
ქალბატონო ნატო,უროლოგის კონსულტაცია 65 ლარია. ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2234023
ბატონ გურამთან კონსულტაცია რა ღირს?
მოგესალმებით ,პროფესორთან კონსულტაციის ღირებულება გახლავთ130ლარი დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023
გამარჯობა, მაინტერესებს უროლოგთან აქციები რომ გქონდათ კონცულტაციაზე კიდე როდის გექნებათ?
მოგესალნებით,შემდეგი აქციის დღე არის 31 აგვისტო,აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით0322234023
gamarjobat mainteresebs tbilisshi tu ketdeba sasqeso organos dagrdzelebis operacia da rajdeba daaxlooebit
მოგესალმებით, ჩვენს კლინიკაში არ კეთდება პლასტიკური ოპერაციები
10 წლის გოგონას აქვს ნეიროგენული შარდის ბუშტი, თუ შეიძლება მკურნალობა
ქალბატონო ნელი, აუცილებლად გესაჭიროებათ პროფესორის (გურამ ქარაზანაშვილთან) კონსულტაცია. წინასწარ უნდა დარეკოთ ჩასაწერად 032 2234023გაითვალისწინეთ ,რომ ბატონი გურამი 15ივლისამდე იქნება საქართველოში
მოგესალმებით როგორ ყნდა მოხდეს პენისის გადიდება და .როგორ შეიძლება უფრო მეტი ლტოლვა გკონდეს კალის მიმარტ შეგიზლიატ რშევა?
მოგესალმებით, შეგიძლიათ შეიძინოთ სექსოპათოლოგთან ონლაინ გასაუბრების პაკეტი 40 ლარად, ექიმთან თქვენი საუბარი კონფედენციალურია,თქვენი ჩივიკლებიდან გამომდინარე მოგცემთ დანიშნულებას და დაგეხმარებათ,ამ პაკეტის შესაძენად გადადით ბმულზე http://mmt.geproduct/seqsologthan-onlain-gasaubreba/ დახმარება თუ დაგჭირდებათ დაგვიკავშირდით 032 2234023
გამარჯობა, მაინტერესებს თქვენთან თუ კეთდება შარდის ბუშტის პოლიპის მოწვა, და რა ღირს ეს ოპერაცია?
მადლობა
მოგესალმებით ქალბატონო ლიზი, დიახ კეთდება პოლიპის მოწვის ოპერაციის ღირებულება გახლავთ 2000ლარი ,საყოველთაო დაზღვევით ფინანსდება. 4მაისს შგიძლიათ აქციის ფარგლებში მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია , ასევე ფასდაკლება კვლევებზე,წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023
12 წლის ბიჭს აწუხებს შარდის შეუკავებლობა. რას გვირჩევდით?
ნათესავის 12 წლის ბიჭი, სამწუხაროდ, შარდავს ლოგინში დაბადებიდან. რას გვირჩევდით?
მოგესალმებით, უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს და ბავშვთა უროლოგს,დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023
დამიდგინდა “მღვიმოვანი სხეულის უკმარისობა ასოში” მითხრეს ოპერაციული ჩარევა ან ე.წ. გადაკვანძვა ან პროტეზირება..
შველის თუარა მედიკამენტოზური მკურნალობა..თუ ოპერაცია გარდაუვალია..ვარ 47 წლის.
ბატონო ზაზა, სექსოპათოლოგის კონსულტაცია გესაჭიროებათ,სავარაუდოდ სხვა პრობლემა გაქვთ,შეგვიძლია ჩაგწეროთ სექსოპათოლოგთან და მოგცემთ სათანადო დანიშნულებას.წიმასწარ უნდა ჩაეწეროთ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვვიკავშირდით 032 2234023
გამარჯობა,ჩემს შვილს ეპისპადიის დიაგნოზი დაუსვეს,თუ იღებს ასეთ ბავშვებს და უკეთებს თუარა ოპერაციებს?
მოგესალმებით ქალბატონო ნათია, რათქმაუნდა გვყავს ბავშვთა უროლოგი და ოპერაციებიც კეთდება,დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023
გავიკეთე შარდის ბუშტზე ოპერაცია. არაინვაზიური სიმსიმვნის დიაგნოზით. დამინიშნა ექიმმა ქიმიოთერაპია. შარდის ბუშტში უნდა შეუშვან წამალი.ექნება თუარა გვერდითი მოვლენები და შევძლებ მუშაობას? პედაგოგი ვარ.
მოგესალმებით დარეჯან, ინდივიდუალურია, შეიძლება გქონდეთ გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია არა. ონკოუროლოგთან ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23
didi bodishi.mainteresebs tu arsebobs sasharde da satesle milebis gamcmendi raime camalebi.an nemsi tundac.
ბატონო ჯემალ,მობრძანდით შაბათს 16მარტს კლინიკაში და აქციის ფარგლებში მიიღეთ უროლოგის უფასო კონსულტაცია, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ20%იანი ფასდაკლებით კვლევებზე,ექიმი დაგაკვალიანებთ,ასე ზეპირად დანიშნულების მიცემა არ არის რეკომენდირებული.აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023
მისამართი მომწერეთ
მოგესალმებით ქალბატონო ეთერ, ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას ქ.#5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა, მეცხრე სართული. დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23 ან ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MMTHospital/
დიღომი,ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართულ;ი 2 23 40 23
ექიმთან ვიზიტი რა ჯდება??
მოგესალმებით ლუკა, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან ვიზიტის ღირებულება 80 ლარია, სხვა უროლოგებთან 60 ლარი. ვიზიტისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23, ასევე ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს, https://www.facebook.com/MMTHospital/
ჰიდროცელეს ოპერაცია თუ კეთდება და რამდენ დღეში გაწერთ პაციენტს
მოგესალმებით,ჰიდროცელეს ოპერაცია კეთდება,ოპერაციიდან მეორე მესამე დღეს ეწერებიან,გააჩნია ზოგად მდგომარეობას,ინდივიდუალურია.დეტალური ინფორმაციისთვის დააგვიკავშირდით 2 23 40 23
მოგესალმებით, მაინტერესებს თქვენთან თუ არის კვლევა:ვიდეო ურო დინამიკ ბავშვისთვის მინდა გადაღება
არა ქალბატონო ნათია, ასეთი კვლევა ჩვენთან არ კეთდება