(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

საშვილოსნოს ყელის კიბო – მკურნალობა

22/06/2021
რუბრიკა დაავადებები, საშვილოსნოს კიბო
საშვილოსნოს ყელის კიბო
Share on Facebook Whatsapp

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში დიაგნოსტირებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. აღნიშნული ლოკალიზაციის სიმსივნე სიხშირის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ.

სპეციალისტთა განცხადებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების არიდება შეიძლება, რადგან ის უხშირესად წინამორბედი პათოლოგიების ფონზე ვითარდება. მთავარია იმის გაცნობიერება, რომ ონკოლოგიურ პათოლოგიას მკურნალობა სჭირდება, რომ ავთვისებიანი წარმონაქმნი თავად არ გაიწოვება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ექიმ-სპეციალისტთან დროულად ვიზიტი და სათანადო მკურნალობის ჩატარება.

განასხვავებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ორ ძირითად ტიპს: ბრტყელუჯრედოვან კიბოს და ადენოკარცინომას.

შემთხვევათა 80-90 %-ში საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები წარმოდგენილია ბრტყელუჯრედოვანი კიბოთი. დარჩენილ 10-20 % -ს ადენოკარცინომა შეადგენს.

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს?

დადგენილია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომას ვირუსი. ამ აღმოჩენისთვის 2008 წელს ჰარალდ ცურ ჰაუზენს ნობელის პრემია მიენიჭა.

როდესაც დასახელებული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში იჭრება, იმუნური სისტემა, ჩვეულებრივ, უმკლავდება მას. პაპილომა ვირუსის გარკვეული ქვეტიპები იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა საშვილოსნოს ყელის დისპლაზია და მახვილწვერა კონდილომები. (კეთილთვისებიანი პათოლოგია)

სამედიცინო სტატისტიკით საშვილოსნოს ყელის კიბოს 90% -ზე მეტ შეთხვევაში ვლინდება ადამიანის პაპილომას ვირუსის ონკოგენური ქვეტიპების (16 და 18) დნმ-ი. ვირუსით.

დასნებოვნებიდან სიმსივნური პათოლოგიის განვითარებამდე შეიძლება ათეული წელი გავიდეს. ამ პერიოდში საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის კიბოსწინარე ცვლილებების (დისპლაზიის) აღმოჩენა და შესაბამისად, კიბოს ადრეული სტადიების გამოვლენა შესაძლებელია.

შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან და ცერვიკალური არხიდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევით.

დიაგნოსტირების დასახელებული მეთოდის დანერგვის წყალობით, საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების შემთხვევები მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა.

რით ხასიათდება საშვილოსნოს ყელის კიბო?

პათოლოგიას გააჩნია სპეციფიკური და ზოგადი სიმპტომები.

ზოგადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

• წონაში კლება, მადის დაქვეითება;
• სისუსტე;
• ტემპერატურის მომატება;
• თავბრუხვევა;
• ოფლიანობა;
• კანის სიმშრალე და სიფერმკრთალე.

სპეციფიკური სიმპტომებიდან საყურადღებოა:

• სისხლიანი გამონადენი საშოდან;
• მუცლის ქვედა არის ტკივილი;
• ქვემო კიდურებისა და სასქესო ორგანოების შეშუპება.
• შარდის ბუშტისა და ნაწლავების ფუნქციის დარღვევა;
• ანურია, შარდის შეკავება, ურემია;
• შარდ-სასქესო სისტემის მძიმე ინფექციები.

ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სათანადო გამოკვლევების ჩატარება.

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს სტადიები

0 სტადია _ პრეინვაზიური კარცინომა (პათოლოგიის განვითარების დასაწყისი), სიმპტომები არ არის გამოხატული;

1 _ ინვაზიური კარცინომა _ საშვილოსნოს ყელის კიბო, შემოფარგლული საშვილოსნოთი.

2 _ საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, გავრცელებული საკუთრივ საშვილოსნოზე, თუმცა, საშოს ქვედა მესამედში და მენჯის კედლებში ჩაზრდის გარეშე.

3 _ სიმსივნე მენჯის კედლებზე ან საშოს ქვედა მესამედზე გავრცელებით.

4 _ კიბო გავრცელებული კუდუსუნზე, ჩაზრდილი ნაწლავებში, შარდის ბუშტში, მეტასტაზების არსებობით.

მეტასტაზების ზომა ზოგჯერ 100 მმ-აც კი აჭარბებს. კიბო ძირითადად მეტასტაზირებს რეგიონალურ (ახლომდებარე) ლიმფურ კვანძებში, მენჯის ღრუს ცხიმოვან ქსოვილში, მსხვილი სისხლძარღვების მიმდებარედ და შორსმდებარე ორგანოებში, მათ შორის ფილტვებსა და პლევრაში, ღვიძლსა და სხვა შინაგან ორგანოებში.

მკურნალობა

სადღეისოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა მოიცავს სხივურ, ქირურგიულ და კომბინირებულ მეთოდებს.

სტანდარტულ ოპერაციას წარმოადგენს საშვილოსნოს გაფართოებული ექსტირპაცია (ამოკვეთა). ეს უკანასკნელი გამოიყენება უმთავრესად იმ პაციენტებთან, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს 1-2 სტატია აღენიშნებათ. ერთდროულად შეიძლება დაინიშნოს ქიმიოთერაპიაც.

კომბინირებული მეთოდი, ჩვეულებრივ, გულისხმობს ორ კომპონენტს _ ქირურგიულსა და სხივურს. სხივურ თერაპიას პრაქტიკულად ყოველთვის მიმართავენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ინვაზიური ფორმების დროს. მიმართავენ როგორც წონასაოპერაციოდ, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევის ტაქტიკას პაციენტის მდგომარეობისა და სიმსივნის გავრცელების მიხედვით ექიმი-სპეციალისტი განსაზღვრავს.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. ბმული

დაგვიკავშირდით: 032 2 23 40 23

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

ქუსლის დეზის მკურნალობა
დაავადებები

ქუსლის დეზი – მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

Comments 54

  1. Eka says:
    4 წელი ago

    Kargia mkunaloba magram sashvaleba ar maqvs rom vimkurnalo 56 wlis umushevari seqsis droros tkivili mawuxebda ar mimkurnalia ras mirshevdit.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო ეკა, შეგიძლიათ მობრძანდეთ გინეკოლოგთან კონსულტაციაზე. შაბათს, 10 ნოემბერს არის გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  2. Nino says:
    4 წელი ago

    Operaciis shemdeg sxivebi daminishnes or etapad da imxela tanxa jdeboda ver vimkurnale mas shemdeg sami weli gavida patar patara tkivilebi maqvs da ras mirchevdit. Simsivne xom ar ganvitardeboda chamoyalibebuli ar uyo operaciamde

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო ნინო, გესაჭიროებათ ონკოგინეკოლოგის კონსულტაცია (გინეკოლოგიური გასინჯვა), მენჯის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია რომ ინახოს ხომ არ არის დაავადება გავრცელებული. ონკოგინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  3. ანონიმური says:
    4 წელი ago

    მაინტერესებს რას ნიშნავს პაპ ტესტი.როგორც მითხრეს აუცილებელია მისი გაკეთება.გორში დად კეთდება?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, პაპ-ტესტი ანუ პაპანიკოლაუს ტესტი მნიშვნელოვანი სკრინინგული კლევაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის. გამოკვლევა კეთდება საშვილოსნოს ყელიდან გარკვეული წესების დაცვით აღებულ ნაცხში და შემდგომ ხდება მიკროსკოპის ქვეშ აღნიშნული ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა ატიპიური ანუ შეცვლილი უჯრედების აღმოჩენის მიზნით.

      პასუხი
  4. nana says:
    4 წელი ago

    pap testi gavikete da diagnozi mitxres ,,atrofia”, tu aris sashishi da tu aris simsivnis soptomi.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო ნანა, თუ თქვენ ბრძანდებით 50 წელს გადაცილებული ეს არის ასაკობრივი ნორმა და საშიში არ არის. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდეით 2 23 40 23.

      პასუხი
  5. iza says:
    4 წელი ago

    minda havewero chabatss opaso konsultaciaze.gtxovt momweret dawvril.winaswar didi madloba

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ქალბატონო იზა, კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  6. ანონიმური says:
    4 წელი ago

    გამარჯობა. გავიკეთე პაპ ტესტი და HPV გენოტიპირება. შემდგომში ექიმმა გამიკეთა ბიოფსიაც და დამიდგინა პაპილომა ვირისის cin 2 ფორმა. მითხრა რომ საჭიროა საშვილოსნოს ყელის კონიზაცია. მაინტერესებს რაიმე სხვა მეთოდით ანუ ოპერაციული ჩარევის გარეშე თუ შესაძლებელია მსგავსი პრობლემის მოგვარება? ან რა მეთოდს მულირჩევდით?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ნინო , გიპასუხეთ მესენჯერში

      პასუხი
  7. ნინო says:
    4 წელი ago

    გამარჯობა. გავიკეთე პაპ ტესტი და HPV შემდგომში ექიმმა გამიკეთა ბიოფსიაც და დამიდგინა პაპილომა ვირისის cin 2 ფორმა. მითხრა რომ საჭიროა საშვილოსნოს ყელის კონიზაცია. მაინტერესებს რაიმე სხვა მეთოდით ანუ ოპერაციული ჩარევის გარეშე თუ შესაძლებელია მსგავსი პრობლემის მოგვარება? ან რა მეთოდს მულირჩევდით?

    პასუხი
  8. ნანა says:
    4 წელი ago

    რა ჯდება მკურნალობა

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ნანა, შგიძლიათ 30 მარტს შაბათს ჩაეწეროთ და აქციის ფარგლებში მიიღოთ გინეკოლოგისუფასო კონსულტაცია და ასევე ფასდაკლება კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია0322234023 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებით

      პასუხი
  9. ანონიმური says:
    4 წელი ago

    gamarjobat,var 42 clis,tebervalshi saertod ar mqonia cikli martshi orkviraze met xans gamigrcelda ,iqneb mirchiot rame

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით 30მარტს შეგიძლიათ ჩაეწეროთ გინეკოლოგთან და აქციის ფარგლებში მიიღოთ უფასო კონსულტაცია და ფასდაკლება კვლევებზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2 234023

      პასუხი
  10. გულიკო says:
    4 წელი ago

    მეც მინდა გასინჯვა

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო გულიკო ,30მარტს შაბათს შეგიძლიათ ჩაეწეროტ და აქციის ფარგლებში მიიღოთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია, ასევე ფასდაკლება კვლევებზე . წინასწარ ცაწერა აუცილებელია 0322234023

      პასუხი
  11. Sopo says:
    4 წელი ago

    Gamarjobat.gavikete pap nacxi,kolposkopia da mitxres cin 1.shemdeg damibaresda mokinva gamiketes tan vimkurnale.aseve displaziac mitxres.es daavadeba mainteresebs tu eqvemdebareba mokinvas da mkurnalobas?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო სოფო, მოყინვა შეიძლება, 30მარტს შაბათს არის აქცია, შეგიძლიათ ჩაეწეროთ და მიიღოთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია ასევე ფასდაკლება კვლევებზე. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2 234023

      პასუხი
  12. Gvanca says:
    4 წელი ago

    Batumhi var cawerili da sadari Ufaso Gamokvlevebi cover metyvit

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      დარეკეთ 1505 ზე ჯანდაცვის სამინისტორში და გეტყვიან რომელ პოიკნილიკაში ბრძანდებით მიმაგრებული

      პასუხი
  13. Irina says:
    4 წელი ago

    Gamarjoba.sakvercxeebze maqvs simxurvalis shegrdzneba rac dzalian mashineb da ris brali sheidzleba iyos?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ირინა მოგწერეთ მესენჯერში

      პასუხი
  14. salome says:
    4 წელი ago

    me batumshi viyavi 3clis cin.displazia agmomachnda sashvilosnos da sad aris es klinika da ra shedis gamokvlevashi

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო სალომე,აქციის ფარგლებში შაბატს 6აპრილს, შეგიძლიათ მიიღოთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია ხელით გასინჯვა,ასევე ფასდაკლება. გვაქ სხვადასხვა სერვისებზე ფასდაკლება. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  15. ანონიმური says:
    4 წელი ago

    აქ რაც სიმპტომები წერია ეს უკვე დაგვიანებულია.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, შაბათს არის აქცია ,უფასო გინეკოლოგის კონსულტაცია , ასევე ფასდაკლება კვლევებზე,წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  16. ფატიმა says:
    4 წელი ago

    რა ღირს გამოკვლევა

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ფატიმა, შაბათს 6აპრილს არის აქცია,გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია ,ასევე ფასდაკლება კვლევებზე,წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  17. რიტა says:
    4 წელი ago

    მოგესალმებით..მე მაკ ეროზია და ყელზე კისტა.რას მირჩევთ ვისთან მივიდე გამოკლევაზე..

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო რიტა 6აპრილს ჩაეწერეთ აქციაზე და მიიღეთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია ,ასევე ფასდაკჯლება კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  18. mmthospital says:
    4 წელი ago

    ქალბატონო თინიკო. აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს,ჩაეწერეთ შაბათს 6აპრილს და აქციის ფარგლებში მიიღებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას, ასევე ფასდაკლებას კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2 234023

    პასუხი
  19. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Gamarjobat exla gavecani am gverds….maqvs xshiri shardva ver vikaveb…antebis garda sxva mizezi sheidzleba iyos raime…

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, პირველ რიგში სქესი არ ვიცით თქვენი,რომ სწორი პასუხი გაგცეთ, ხშირი შარდვის მიზეზი გარდა ანთებისა შეიძლება იყოს ნეიროგენული შარდის ბუშტი, ჩაეწერეთ შაბათს 13 აპრილს და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის კონსულტაციას , ასევე ფასდკლებას კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  20. სევილ says:
    4 წელი ago

    ეს აქცია მხოლოდ 6 აპრილს იყო თუ ყოველ შაბათსაა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო სევილ,შაბათობით არის აქცია, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  21. shorena dundua says:
    4 წელი ago

    2014 gavikete paptesti.mqonda cin1 xarisxi.shemdeg gavikete histeroskopia sashvilosnos keze.2016 shi gavachine shvili.exla isev gaviketo paptesti tu pirdapir tqven mogmartot?

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო შორენა, 13 აპრილს არის აქცია, უფასო კონსულტაცია გინეკოლოგთან,ასევე ფასდაკლება კვლევებზე, ჯობს გინეკოლოგთან ჯერ გაიაროთ კონსულტაცია.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023

      პასუხი
  22. Maka gelashvili says:
    4 წელი ago

    მოგესალმებით..2012 წელს აღმომაჩნდა პაპილომა ვირუსი..ვიმკურნალე ჟორდანიაში..შვილიც გავაჩინე..პერიოდულად ვიტარებ პაპ ტესტს..ცუდი პასუხები არასოდეს მომსვლია..1 კვირაა ამოვიკვეთე საკვერცხის კისტა…მაინტერესებს პაპილომადან ხომარაა გამოწვეული..გმადლობთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო მაკა პაპილომა ვისრუსი ცალკე დაავადებაა, საკვერცხის კისტა შეიძლება ჰორმონალური დისბალანსით იყოს გამოწვეული,პაპილომა ამ შმთხვევაში არ შეიძლება იყოს გამომწვევი. 13აპრილს აქციაზე ჩაეწერეთ დამიიღებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას და აცევე ფასდაკლებას კვლევებზე ,წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  23. İrine says:
    4 წელი ago

    Gamarjobat.var 53 wlis.2018 wlis dekembramde mkonda menstruacia normalur rejimshi.shemdeg ori tve ar momsvlia.martis 15 shi momivida isev chveulebrivad.exla 6 aprilidan dgemde isev migrzeldeba sisxliani gamonadeni cota cota.es sheizleba menopauzidan iyos gamowveuli tu saechvo mdgomareoba makvs?menstruacia ziritadas bolo wlebshi 3 an 4 dge migrzeldeboda.winaswar didi madloba.

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      ქალბატონო ირინა , დროულად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს,ჩაეწერეტ 13 აპრილს და აქციის ფარგლებში მიიღებთგინეკოლოგის უფასო კონსულტაციას ,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე,აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  24. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Gamarjobat winaswari chweris gareshe xval tu shevdzleb konsultaciaze moxvedras

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით, დაგვიკავშირდით სანამ წამოხვალთ, ამ ნომერზე 032 2234023 რომ ექიმები ოპერაციაზე არ იყვნენ

      პასუხი
  25. თეო : says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ, ბოლო 1 თვეაა მაქ საშინელი ქავილი და წვა შარდვის დროს, ამას ემატება ხშირი შარდვა და ყვითელი გამონადენი, პირველ ორსულობამდე ჩავიტარე გამოკვლევა აღმომაჩდა პაპილომა ვირუსი და ვიმკურნალე, ეროზიაზეც მოწვა გამიკეთე, ამის მერე ტყუპებზე დავრჩი ფეხმძიმედ დაა 4თვისანი მომეშალაა, მის მერე ისევ ვიმკურნალე და პირველი კურსის შემდეგ შემეძინა პატარა, მის მერე არ მივსულვარ პროფილაკტიკაზე და ეხლა ამ პრობლემებმა შემაწუხა, რა შეილება იყოს? მადლობთ წინასწარ

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით თეო, ასე ზეპირად თქმა ძნელია, შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკაში და გაიაროთ ექიმის კონსულტაცია, ასევე შესაძლებელია გინეკოლოგთან ონლაინ კონსულტაციის გავლა. ონლაინ კონსულტაციის გასავლელად ეწვიეთ ჩვენ ვებგვერდს
      https://mmt.geproduct/ginekologthan-onlain-gasaubreba/

      პასუხი
  26. ანონიმური says:
    4 წელი ago

    Var 55 wlis aq chamotvlili simptomebidan arcerti ar maqvs magram gadagebit agmomachnda ujredovani qsovili 6milimetri mainteresebs mkurnalobas tu daeqvemdebareba eqimma sashvilosnos amogeba mirchia

    პასუხი
    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით,საშვილოსნოს ყელზე ყველანაირი წანაზარდი საყურადღებოა, 4მაისს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე .წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  27. Ana says:
    3 წელი ago

    Gamarjobat mainteresebs tqventan tu keteba sxivuri terapia?

    პასუხი
    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით არა სხიუ=ვური თერაპია არ კეთდება ჩვენთან

      პასუხი
  28. თამარ says:
    2 წელი ago

    გამარჯობა.მაქვს ასეთი შეკითხვს,დედას დაუდგინეს საშვილოსნოს ყელის კიბო,T2bN0M0. G3.გამოკვლევებს და საბოლოო დიაგნოზის დასმას დაახლოებით ერთი თვე დაჭირდა,დაუნიშნეს სხივური და ქიმიოთერაპია.მაგრამ სანამ მკურნალობას დაიწყებდა ტესტი გაუკეთეს კოვიდზე და დაუდასტურდა.არ დაუწყეს მკურნალობა,სანამ განმეორებითი ტესტი უარყოფითს არ აჩვენებს.ამ ყველაფერს ორი კვირა მაინც დაჭირდება,მაინტერესებს ამ დროის მანძილზე თუ არის შესაძლებელი მეორე სტადიიდან მესამეში გადასვლის?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წელი ago

      ქალბატონო თამარ, 2კვირაში დაავადება მესამე სტადიაში, გადავა თუ არა ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ ვერავინ

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result

სიახლეები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

em-em-te

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი რეგიონებში

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“
em-em-te

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე
em-em-te

პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, ბაქოში კონგრესზე

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)
em-em-te

კმაყოფილი პაციენტი უკრაინიდან (გინეკოლოგიური ოპერაცია)

Focal One-ის  რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია
სიახლეები

Focal One-ის რობოტული HIFU სიმულატორის პრეზენტაცია

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • ფილიალები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2022 © MMT Hospital. Powered by IT Incubator