(+995) 322 23 40 23
[email protected]
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • EnglishEnglish
  • РусскийРусский
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

ავტორი mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
22/03/2021
რუბრიკა დაავადებები, საშვილოსნოს დაავადებები
A A
displazia

displazia

Share on FacebookShare on Twitter

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია – მისი ქსოვილის ანომალური ცვლილებაა. ის უპირატესად საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილს შეეხება.

ატიპიურ წარმონაქმნს სხვა სახელწოდებაც აქვს _ “ცერვიკალური დისპლაზია”, თუმცა ყველაზე ზუსტი ტერმინი მაინც “ნეოპლაზიაა”.

საშვილოსნოს ყელი ფაქტობრივად განაცალკავებს საშოსა და საშვილოსნოს. ის სამი სახის ქსოვილისაგან შედგება: ეპითელური, კუნთოვანი და შემაერთებელი. პირველი შრე არაერთგვაროვანია, ის წარმოიქმნება საშვილოსნოს ეპითელიუმისა და საშოს ეპითელიუმის შეერთება – შერწყმის ადგილზე. სწორედ ასეთი რთული შენება განაპირობებს პათოლოგიებისადმი მიდრეკილებას. ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგია კი საშვილოსნოს ყელის დისპლაზიაა.

ამ დროს მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის შენება იცვლება: უჯრედები არასწორ ფორმას იძენს, იცვლება მათი ბირთვების რაოდენობა, საკუთრივ ბირთვებიც იცვლიან ფორმას.

მიუხედავად ამ ცვლილებებისა უჯრედების ზრდა შეზღუდულია, ისინი არ სცილდებიან მემბრანის საზღვრებს, ამასთან ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმი უცვლელი რჩება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ დისპლაზიის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. https://mmt.gedoctor/davith-qharsimashvili/

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

დისპლაზია ფაქტობრივად კიბოსწინა პროცესია – გარკვეულ ვითარებაში საშვილოსნოს ყელის აღნიშნული პათოლოგია შესაძლოა ავთვისებიან პროცესში გადაიზარდოს. (100-დან 30 შემთხვევაში). ეპითელიუმის უჯრედები იცვლიან სტრუქტურას და ჩვეულ ფუნქციებს. 

ტერმინებს “დისპლაზია” და “საშვილოსნოს ყელის ეროზია” ხშირად ურევენ ერთმანეთში. სინამდვილეში ეს სხვადასხვა პათოლოგიებია. პირველ შემთხვევაში (დისპლაზია) ირღვევა ქსოვილის შენება უჯრედულ დონეზე. მეორე შემთხვევაში (ეროზია) კი აღინიშნება საშვილოსნოს ყელის ქსოვილის მექანიკური დაზიანება. (მჟავე გარემოსა და არსებული მიკროფლორის გამო სქესობრივი აქტისას ან სხვა შემთხვევაში). ვითარდება ეროზიები, რომლებიც ცუდად შეხორცებადი ჭრილობებია.

სტატისტიკის თანახმად საშვილოსნოს ყელის დისპლაზია 40 მილიონ ქალს აღენიშნება მთელ მსოფლიოში. აღნიშნული პათოლოგია საშვილოსნოს ყელის დაავადებათა 20 %-ს შეადგენს.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის სტადიები

დისპლაზიის ხარისხი ანუ დაზიანების სტადია საშვილოსნოს ყელის ქსოვილებში დაზიანებულ უჯრედთა გავრცელების სიღრმეზე მიანიშნებს. ამ ფაქტორთა მიხედვით სამ ფორმას განასხვავებენ:

1. საშვილოსნოს ყელის დისპლაზია ( I ხარისხის )- დაავადების მსუბუქი ფორმაა, სუსტად გამოხატული გამოვლინებებით. დეფორმაცია ეპითელიუმის ერთ მესამედს მოიცავს. ზოგჯერ შუალედური შრის უჯრედებიც ვლინდება. 100-დან 90 შემთხვევაში პირველი ხარისხის დისპლაზია თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ქრება. პირველი სტადიის პათოლოგია ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქციისათვის უკვალოდ ჩაივლის. საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის თერაპიიდან ერთ თვეში ნებადართულია დაორსულება.

2. საშვილოსნოს ყელის დისპლაზია (II ხარისხის)- დეფექტის ზომიერი (საშუალო) ვარიანტია. უჯრედულ დონეზე მიმდინარე ცვლილებები სულ უფრო მატულობს და ეპითელური ქსოვილის ორ მესამედს შეეხება. II ხარისხის დისპლაზია თავისთავად შეიძლება გაქრეს 50 % შემთხვევაში. დაავადებულთა 20 %-თან ის მესამე ხარისხში გადადის, 5 %-თან კი საშვილოსნოს ყელის კიბოდ გადაგვარდება. საშვილოსნოს ყელის II ხარისხის დისპლაზია ასევე არ ისახება ნეგატიურად რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. მთავარია რამდენიმე (3-4) თვის განმავლობაში განმეორებითი ანალიზის ჩაბარება, კონტროლი და ჩასახვისათვის შესაბამისი დროის შერჩევა.

3. საშვილოსნოს ყელის დისპლაზია (III ხარისხის) – მძიმე არაინვაზიური შემთხვევაა. ამ დროს ლორწოვანი გარსი მთელ სისქეზე სახეშეცვლილი უჯრედებითაა წარმოდგენილი. 100-დან 50 შემთხვევაში დისპლაზია საშვილოსნოს ყელის კიბოში გადადის. მესამე სტადიის დისპლაზიის დროს აუცილებელია ონკოლოგთან ვიზიტი.

საშვილოსნოს ყელის დეფორმაციის ხარისხი განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობას და შესაბამისი მკურნალობის მეთოდს.

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მთავარი გამომწვევი ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია. ეს უკანასკნელი უჯრედულ დონეზე მოქმედებს, როცა ორგანიზმი დასუსტებულია ეკოლოგიური, ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური მიზეზების გამო.

ვირუსი საკმაოდ საშიშია, გადაეცემა სქესობრივი გზით, ასევე დედიდან ახალშობილს მშობიარობის პროცესში. 100-დან 90 შემთხვევაში ის არ ვლინდება. 5 %-ში კი სამი წლის განმავლობაში შესაძლებელია 1 ან 2 ხარისხის დისპლაზიის განვითარება გამოიწვიოს. ბუნებრივია მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია დასუსტებული იმუნური სისტემა, რომლითაც ქალი ვეღარ უმკლავდება ვირუსს. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნიტეტის გაძლიერებას.

საშვილოსნოს ყელი შესაძლოა ანთებითი პროცესის შედეგად დაზიანდეს ალერგიული რეაქციების, საკვებ რაციონში A და E ვიტამინების სიმცირის გამო. აღნიშნული ნივთიერებები ანტიოქსიდანტურ ფუნქციას ასრულებს. მათი ნაკლებობა ხშირად დისპლაზიის ხელშემწყობია. საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ერთ-ერთი მიზეზია ჰორმონული ფონის დარღვევაც. ამ დროს დაზიანებული სტრუქტურები ცუდად აღდგება. უარყოფითად მოქმედებს ნიკოტინში შემავალი ნივთიერებებიც. ბევრი მათგანი საშვილოსნოს ყელის უჯრედთა აღდგენა-განახლების შემაფერხებელია.

მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დროს აუცილებელია ეპითელიუმის რეგენერაცია (განახლება). ამისათვის ინიშნება ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, ფერმენტები, პრე და პრობიოტიკები, სელენი, ომეგა-3.

მედიკამენტური თერაპია რეალურად ეფექტურია მხოლოდ I ხარისხის დისპლაზიის დროს, II და III ხარისხის დისპლაზიის განკურნება ამ მეთოდით შეუძლებელია.
მკურნალობის ქირურგიული მეთოდები საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის სამივე სტადიის დროს გამოიყენება.
მოწვა როგორც ფიზიოქირურგიული მეთოდი ტარდება:

• თხევადი აზოტით. (კრიოდესტრუქცია ეფექტურია II და III ხარისხის დისპლაზიის დროს);
• რადიოტალღური მეთოდით. (გამოიყენება ნებისმიერი სტადიის დისპლაზიის სამკურნალოდ);
• ელექტრული დენით. (აღმოფხვრის III ხარისხის რთულ ცვლილებებს);
• ლაზერით. (საშვილოსნოს ყელის დეფექტი სწრაფად რეციდივის გარეშე აღმოიფხვრება).

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის რთული ფორმების სამკურნალოდ რეკომენდებულია კონიზაცია. ეს არის საშვილოსნოს ყელის ნაწილის მოკვეთა დანით. ამოკვეთა ლაზერით ან რადიოტალღური მეთოდით, რომელსაც დაავადების მიმდინარეობისა და ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმი-სპეციალისტი შეარჩევს.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ დისპლაზიის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

 

ShareTweetSendShareSend

ასევე გაეცანი

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

შარდის ბუშტის კენჭი
დაავადებები

შარდის ბუშტის კენჭები – მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო
დაავადებები

სათესლე ჯირკვლის კიბო – მკურნალობა

ერექციული დისფუნქცია
დაავადებები

ერექციის დაქვეითება – მკურნალობა

Comments 6

  1. ანონიმური says:
    2 წლის ago

    Soko warbiraodenobit papiloma virusis msgavsi ramaa.?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით, სოკოვანი დაავადება ინფექციური დაავადებების ერთ ერთი ნაირსახეობაა,სოკოვანი ვაგინიტის დროს (ვაგინალურ კანდიდოზს რომ უწოდებენ) ქალს საშოს შეწითლება, ტკივილი, ქავილი და ხაჭოსებრი გამონადენი აწუხებს.15 ივნისს აქციის ფარგლებში შეგიძლიათ გაიაროთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე. აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  2. ეკა says:
    2 წლის ago

    მაქვს გაკეთებული კონიზაცია. შესაძლებელია კიდევ განვითარდეს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      ქალბატონო ეკა, შესაძლებელია, კონტროლზე ჩაეწერეთ 15ივნისს და აქციის ფარგლებში მიიღებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  3. Tea says:
    1 წლის ago

    10 dgis gaketebuli maqvs konizacia, exla damecyo sisxlit shla, gamaprtxiles shesadloa daickoso, sashishroebas migvanishnebs?

    პასუხი
    • mmthospital says:
      1 წლის ago

      ქალბატონო თეა, შაბათს ჩაეწერეთ და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ გინეკოლოგი ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

No Result
View All Result

სიახლეები

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი
სიახლეები

,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინი-ს’’ გახსნა – MMT Lifeline

პროსტატის დიაგნოსტიკა
სიახლეები

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები

ruTi
em-em-te

FOCAL ONE – რუთი MMT ჰოსპიტალსა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში ერთდროულად დაინერგა!

hifu
სიახლეები

ისტორიული დღე საქართველოსა და რეგიონისათვის – MMT ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით მკურნალობა დაიწყო!

რუთი
სიახლეები

როგორ მუშაობს Focal One? (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მიმართულებები
  • პაციენტებისთვის
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
032 2 23 40 23

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • →
  • Phone
  • Facebook