MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი სიახლეები

პროსტატის კიბო – 4 სიახლე რომელიც უნდა იცოდეთ

15/06/2022
რუბრიკა სიახლეები
4 სიახლე
Share on FacebookShare on Twitter

პროსტატის კიბო მამაკაცთა დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია და სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მიხედვით პირველ, ან მეორე ადგილზეა.

ითვლებოდა, რომ პროსტატის კიბო ასაკოვანი მამაკაცების დაავადებაა, თუმცა უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემები მოწმობს პროსტატის კიბოთი დაავადებულ მამაკაცთა ასაკის მკვეთრ გაახალგაზრდავებას, რაც ერთი-ორად ზრდის ამ დაავადების, როგორც უმნიშვნელოვანესი სამედიცინო გამოწვევის მნიშვნელობას  მსოფლიოს მასშტაბით.

პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ოროლოგიური ჰაბის პროსტატის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი, გიზიარებთ  4 მნიშვნელოვან სიახლეს პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, რომელიც ყველა მამაკაცმა ( და არამარტო ) უნდა იცოდეს :

1. პროსტატის სპეციფიკური ანტიგენტის (პსა) ნორმალური მაჩვენებლების ზღურბლოვანი სიდიდე შეიცვალა – როდის ჩნდება ეჭვი პროსტატის კიბოზე?

 psa

ევროპის უროლოგთა ასოციაციის უკანასკნელი რეკომენდაციებით შეიცვალა პსა-ს ნორმალური მაჩვენებლების ზღურბლოვანი სიდიდე. ახალი რეკომენდაციების მიხედვით, პსა-ს მაჩვენებელი ითვლება ნორმად, თუკი იგი არ აღემატება 2 ნგ/მლ-ს (ადრე ნორმად ითვლებოდა პსა-ს მაჩვენებლი 0-დან 4 ნგ/მლ-მდე),  მაშასადამე, პსა იქნება ნორმის ფარგლებში და არ იქნება ეჭვი პროსტატის კიბოზე.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  თუკი პსა-ს მაჩვენებელი აღემატება 2ნგ/მლ-ს, ეს არ ნიშნავს ავტომატურად  პროსტატის კიბოს ან პროსტატის ბიოფსიის განხორციელების აუცილებლობას; პროსტატის თარგეთული ან “ფიუჟენ” ბიოფსია ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

  1. თუკი პსა მეტია 2ნგ/მლ-ზე და იმავდროულად პროსტატის მიკრო-ექოსკოპიური კვლევით ვლინდება სიმსივნეზე საეჭვო უბნები პროსტატაში
  2.  თუკი პსა-ს მაჩვენებელი მეტია 4 ნგ/მლ-ზე.

2. პროსტატის მიკროექოსკოპული კვლევა- დაზიანებული/საეჭვო უბნების გამოვლენის უახლესი მეთოდი

პროსტატის მიკროექოსკოპია

როგორც აღვნიშნეთ,  პროსტატის სპეციფიკური ანტიგენტის (პსა)  დონის განსაზღვრასთან ერთად,  პროსტატის კიბოზე ეჭვის ერთ-ერთი საფუძველი  პროსტატაში საეჭვო უბნების გამოვლენაა.

მეორე სიახლე,  რომელზეც გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ, სწორედ ის აპარატია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საეჭვო უბნების გამოვლენა –  ეს არის  ExactVu-ს მიკრო-ულტრაბგერა/ მიკროექოსკოპი,  ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად პროსტატის  ქსოვილთა უჯრედულ დონეზე შესასწავლად და  ჩვეულებრივ ექოსკოპიასთან შედარებით,  იძლევა პროსტატის  300%-ით გაუმჯობესებულ ვიზუალიზაციას.

მიკროექოსკოპული კვლევით  ფასდება  თუ რამდენად აუცილებელია პაციენტისთვის ბიოფსია და იმ შემთხვევაში თუ აუცილებელია, სისტემა ბიოფსიისათვის ყველაზე აქტუალური უბნების შერჩევის საშუალებას იძლევა.ყოველივეს გათვალისწინებით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ  ეს არის პროსტატის კვლევის უახლესი მეთოდი, რომელიც   პაციენტს თავიდან არიდებს არასაჭირო ბიოფსიებსაც.

3. დამიზნებითი (თარგეთული)  ,,ფიუჟენ’’ ბიოფსია

ბიოფსია ინიშნება ონკოლოგიური დაავადებების დროულად გამოსავლენად და მოიცავს დაზიანებული ქსოვილიდან მასალის  ამოღებასა და მის ანალიზს.   ბიოფსიის შედეგები გამორიცხავს ან ადასტურებს  ჯანმრთელობისათვის საზიანო პროცესების არსებობას ადამიანის ორგანიზმში.

თუმცა ტრადიციულად , სიმსივნის აღმოჩენის მიზნით გამოიყენება შემთხვევითი ნიმუშის მეთოდი, რომელიც გულისხმობს პროსტატის ქსოვილიდან , საშუალოდ 12-14 ბიოფტატის აღებას ნემსით . შესაბამისად, ყოველთვის დიდია ალბათობა, იმისა რომ   კიბოს ქსოვილები კვლევის მიღმა დარჩეს , რაც ნიშნავს, რომ სიმსივნის გამოვლენამდე მამაკაცებს შეიძლება მრავალი ბიოფსია დასჭირდეთ და პროცესი გაცილებით შორს წავიდეს/გართულდეს.

მესამე სიახლე, რომელიც გვსურს გაგიზიაროთ არის ბიოფსიის ახალი, უზუსტესი სახეობა – დამიზნებითი ,,ფიუჟენ’’ ბიოფსია MRI -ის და მიკრო-ულტრაბგერის ერთდროული კონტროლით.

როგორც სახელითაც  მიხვდებოდით, ბიოფსიის ეს სახეობა ტრადიციულის მსგავსად შემთხვევით მეთოდზე  კი არ არის დაფუძნებული, არამედ საეჭვო ქსოვილზე უზუსტეს დამიზნებას ახროციელებს , კერძოდ:

დამიზნებითი ,,ფიუჟენ’’ ბიოფსია წარმოადგენს  მიკრო – ექოსკოპიისა და მაგნიტური რეზონანსის (MRI) მონაცემების  შერწყმას ExactVu-ს მიკრო-ულტრაბგერით პლატფორმაზე. ვინაიდან მიკრო-ულტრაბგერა  შექმნილია სპეციალურად პროსტატის კვლევისათვის და მისი ტექნოლოგია ეფუძნება სრულყოფილ ვიზუალიზაციას. დამიზნებითი ,,ფიუჟენ’’ ბიოფსიით  ხორციელდება :

  • საეჭვო ქსოვილის უზუსტესი დიფერენცირება
  • საეჭვო რეგიონების უზუსტესი ვიზუალიზაცია
  • საეჭვო უბანზე უზუსტესი დამიზნება
  • დამიზნებითი ბიოფსიის რეალურ დროში წარმოება

დამიზნებითი ,,ფიუჟენ’’ ბიოფსია  სპეციალისტებს საშუალებას აძლევს  100% შემთხვევაში იპოვონ ფარული სიმსივნეები, რომლებიც პროსტატის ტრადიციული ბიოფსიების შემთხვევაში , შეიძლება ვერ გამოვლინდეს

4. და ბოლოს, მეოთხე მნიშვნელოვანი სიახლე – პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით მკურნალობა ერთ დღეში !

რობოტული ულტრაბგერითი თერაპია

ფრანგული კომპანიის EDAP TMS -ის მიერ შემუშავებული რევოლუციური სიახლე , რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის აპარატი –  Focal ONE რუთ-ი.

ეს არის ულტრათანამედროვე, უოპერაციო,  არაინვაზიური, რადიაცული სხივებისგან თავისუფალი, მკურნალობის რობოტული თერაპია, რომელიც ეფექტურად და უსაფრთხოდ ანადგურებს კიბოს აქტიურ ქსოვილს, ხოლო ვინაიდან, იგი ახორციელებს პროსტატის  დაზიანებული უბნების ზუსტ დამიზნებას , ჯანმრთელი ქსოვილი რჩება დაუზიანებელი. პაციენტს უნარჩუნდება პროსტატა – ეს მნიშვნელოვანი სარგებელი მინიმუმადე ამცირებს დაავადების პროგრესირების რისკს, რაც იწვევს ნაკლებ გვერდით მოვლენებს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. რადიკალურ მკურნალობასთან შედარებით (რადიკალური პროსტატექტომია ან რადიოთერაპია), განსაკუთრებით ეს ეხება  ნორმალურ სქესობრივ  და შარდის ფუნქციებს.

Focal ONE რუთ-ი:
  • არ საჭიროებს გაჭრას სხეულზე (არაინვაზიურია)
  • არ საჭიროებს პუნქციას
  • არ არის დაკავშირებული არანაირ ქირურგიულ რისკთან
  • არ საჭიროებს მაიონიზებელ, რადიაქტიულ გამოსხივებას
  • გინარჩუნებთ პროსტატას, პოტენციას, შარდის შეკავებას
  • არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან მრავლობით მკურნალობის სეანსებს, კლინიკიდან ეწერებით რამდენიმე საათში
  • ახორცილებს ზუსტ დამიზნებას დაავადებული ქსოვილზე
  • მიმდებარე ორგანოები და ჯანმრთელი ქსოვილი რჩება დაუზიანებელი

Focal ONE რუთ-ი აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  ვინაიდან, როგორც მოგეხსენაბათ,  სწორედ FDA უზრუნველყოფს და ამტკიცებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მედიკამენტების, სამედიცინო პრეპარატების, აპარატურის, საკვები პროდუქტებისა  თუ აცრების უსაფრთხოებას და მათ ეფექტურობას.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

პროსტატის მიკროექოსკოპია

შემდეგი სტატია

ქუსლის დეზი – მკურნალობა

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

უროლოგიური კვლევები
სიახლეები

უროლოგიური კვლევები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში
სიახლეები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC