პროსტატის მიკროექოსკოპული დამიზნებითი, მრტ შერწყმითი ბიოფსია
პროსტატის დამიზნებითი ბიოფსია შესაძლებელი გახდა მიკროექოსკოპიის დანერგვის შედეგად. მიკროექოსკოპია არის რევოლუციური ტექნოლოგია პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკაში. მუშაობის პრინციპი დაფუძვნებულია ულტრაბგერის მაღალ სიხშირეზე, რომელიც იძლევა 300%-ით გაუმჯობესებული გამოსახულებას ტრადიციულ ულტრაბგერასთან შედარებით. გამოსახულების „ცოცხალ“ რეჟიმში ვიზუალიზაციისა, კიბოზე საეჭვო უბნების გამოვლენისა და დამიზნებითი ბიოფსიისთვის, მიკროექოსკოპიას არ გააჩნია მსოფლიოში ანალოგი
რა არის პროსტატის ბიოფსია მიკროექოსკოპული კონტროლით?
პროსტატის დამიზნებითი ბიოფსია მიეკუთვნება მცირე პროცედურებს უროლოგიაში. პროცედურის დროს სპეციალური გადამწოდი თავსდება სწორ ნაწლავში, რომელიც ახდენს პროსტატის ვიზუალიზაციას, ხდება სიმსივნეზე საეჭვო უბნების გამოვლენა და მათი ბიოფსია. ორგანოდან ქსოვილის მცირე ფრაგმენტის აღება ხორციელდება სპეციალური ნემსითა და საბიოფსიო მოწყობილობით. პროცედურა არის ხანმოკლე (5-7წთ) და არის უმტკივნეულო
ვის სჭირდება და რა შემთხვევაში კეთდება პროსტატის ბიოფსია?
- მომატებულია პროსტატ-სპეციფიური ანტიგენი (პსა) – დიდი ხნის განმავლობაში არსებული სტანდარტი პსა-ს მაჩვენებელში ითვლებოდა 0-4ნგ/მლ. თითქმის 2 წელია, რაც ევროპის უროლოგთა ასოციაციის მიერ რეკომენდებული ნორმა წარმოადგენს 0 – 2 ნგ/მლ-ს.
- პროსტატის ტრანსრექტალური გასინჯვით გამოვლენილი საეჭვო ქსოვილის არსებობა
- პროსტატის კიბოზე საეჭვო უბნები, რომელიც გამოვლინდება პროსტატის მიკროექოპიის დროს
- პროსტატის კიბოზე საეჭვო უბნები, რომელიც გამოვლინდება პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა და სტანდარტული ექოსკოპიის დროს
პროსტატის ბიოფსიის შემდგომ, იაშვიათად, მაგრამ შესაძლებელია უმნიშვნელო, ხანმოკლე სირთულეები ?
- მცირედი სისხლდენა საშარდე მილიდან ან სწორი ნაწლავიდან მცირე ხნით
- მცირე რაოდენობის სისხლის არსებობა შარდშიმ სპერმასა და განავალში
- ინფექცია (<1%)
- მცირედი დისკომფორტი პროცედურის შემდგომ
- იშვიათად, მოშარდვის გაძნელება
რეკომენდაციები ბიოფსიის შემდგომ
- მძიმე ფიზიკური დათვირთვის შეზღუდვა ერთი კვირის განმავლობაში
- სქესობრივი კავშირის შეზღუდვა ერთი კვირის განმავლობაში
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე
- მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს ერთი კვირის განმავლობაში
- მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს
მიკროექოსკოპიისა და ბიოფსიის ეფექტურობა პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში
პროსტატის დამიზნებითი ბიოფსია წარმოადგენს დიაგნოსტიკურ მწვერვალს კიბოს გამოვლენაში, რომელიც ხელმისაწვდომია რეგიონში მხოლოდ ჩვენს კლინიკა „ემ-ემ-ტე ჰოსპიტალში“. მას არ გააჩნია ანალოგი მეზობელ ქვეყნებში (თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი), ხოლო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხელმისაწვდომია მხოლოდ წამყვან კლინიკებში.
პროსტატის კიბო საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც გვხვდება 6-დან 1 მამაკაცში, თუმცა ნაადრევად გამოვლენილი დაავადება, განკურნებადია. პროსტატის კიბოს სკრინინგი ზრდის ნაადრევად გამოვლელის შემთხვევებს. თუმცა მხოლოდ პსა-ს მაჩვენებელი არ წარმოადგენს პროსტატის კიბოს სკრინინგს და ხშირ შემთხვევაში იძლევა არასწორ ინტერპრეტაციას. პსა-თან ერთად აუცილებელია პროსტატის მაღალტექნოლოგიური ვიზუალიზაცია, როგორიცაა პროსტატის მიკროექოსკოპია
პროსტატის ბიოფსია მიკროექოსკოპული კონტროლით ეფექტურად ავლენს პროსტატის კიბოზე საეჭვო უბნებს და 100% დამიზნებით ახორციელებს ქსოვილის აღებას საჭირო უბნებიდან. მისი ეფექტურობა დამტკიცებულია არაერთი სამეცნიერო კვლევით. თუმცა მხოლოდ აქ არ მთავრდება მისი ეფექტურობა. შესაძლებელია პროსტატის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შერწყმა ( FUSION) პროსტატის მიკროექოსკოპიის ცოცხალ გამოსახულებასთან, რომლის ეფექტურობა თითქმის 100%-ა. ეს მეთოდი წარმოადგენს პროსტატის ბიოფსიის უმაღლეს მიღწევას, რომელიც არის უახლესი სიტყვა თანამედროვე მედიცინაში.