რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის გლობალური ლიდერის, EDAP TMS-ს განცხადებით, პროსტატის მიკრო-ულტრაბგერა და რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის ტექნოლოგია Focal One , უკვე ვაშინგტონის მედიცინის უნივერსიტეტშიც (UW მედიცინა) დაინერგა.
FOCAL ONE – რუთი ანუ პროსტატის კიბოს რობოტული ულტრაბგერითი თერაპია https://www.edap-tms.com/…/prostate-cancer/focal-one , ჯერ კიდევ 2020 წლის მიწურულს, ერთდროულად დაინერგა MMT ჰოსპიტალსა და აშშ–ის ისეთ წამყვან კლინიკებში, როგორიცაა კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან–ფრანცისკოს სამედიცინო ცენტრი და კლივლენდის კლინიკა. ახლა, კი პროსტატის ლოკალიზებული კიბოს სამკურნალოდ, რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის პროგრამას Focal One ტექნოლოგიის მეშვეობით განახორციელებს UW მედიცინაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული აკადემიური სამედიცინო სისტემაა მსოფლიოში. https://www.uwmedicine.org
FOCAL ONE – რუთი #focalone #HIFU პროსტატის ლოკალიზებული კიბოს უოპერაციო, არაინვაზიური, რადიაქტიული სხივებისაგან თავისუფალი ულტრათანამედროვე მკურნალობის საშუალება, წარმოებულია ულტრაბგერითი გლობალური თერაპიული ბაზრის აღიარებული ლიდერის, EDAP TMS SA– ს მიერ. #EDAPTMS მსოფლიოში ავითარებს, აწარმოებს, ხელს უწყობს და ანაწილებს მინიმალურად ინვაზიურ სამედიცინო აპარატებს სხვადასხვა პათოლოგიებისთვის ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გამოყენებით. რობოტული ულტრაბგერითი მოწყობილობების სრულ ასორტიმენტში გამოსახვისა და მკურნალობის მოდელის უახლესი ტექნოლოგიების კომბინირებით, EDAP TMS– მა წარმოადგინა Focal One® ევროპასა და აშშ – ში, როგორც პასუხი პროსტატის ქსოვილის იდეალური აბლაციის ყველა მოთხოვნაზე ExactVu™ მიკრო-ულტრაბგერითი აპარატის დამატებით, EDAP TMS ახლა ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს პროსტატის კიბოს 100%-ით ზუსტ დიაგნოსტიკისა და ეფექტურ მკურნალობას- სკრინინგიდან პროსტატის კიბოს ფოკალურ მკურნალამდე. http://www.edap-tms.com და us.hifu-prostate.com
” მოხარულები ვართ, რომ UW მედიცინამ აირჩია, შესთავაზოს Focal One რუთ-ი საკუთარ პაციენტებს,” – ნათქვამია მარკ ოჩაჩოვსკის, EDAP– ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში, რომლითაც ის ვაშინგტონის მედიცინის უნივერსიტეტში Focal One რუთ-ისა პროსტატის მიკრო-ულტრაბგერის დანერგვას გამოეხმაურა . ”ჩვენი ტექნოლოგია, ფართოდ არის აღიარებული გლობალურად წამყვანი აკადემიური სამედიცინო ცენტრების მიერ უროლოგიის სფეროში, როგორც პროსტატის კიბოს მკურნალობის ყოვლისმომცველი და უახლესი მიდგომის ნაწილი.”
გლობალური უროლოგიური ცენტრები უკვე საკმაოდ აქტიურად იწყებენ ფოკალური თერაპიის პროგრამის Focal One ტექნოლოგის მეშვეობით განხორციელებას, ვინაიდან გაუმჯობესებულმა ვიზუალიზაციამ, მიკრო-ექოსკოპიული კონტროლით დამიზნებითი ბიოფსიების სიზუსტემა და ენერგეტიკულმა მკურნალობამ გაზარდა კეროვანი სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომელთაც აქვთ პოტენციალი სიმსივნის მიზნობრივი ქსოვილების დამუშავების დროს ჯანმრთელად შეინარჩუნოს და არ დააზიანოს პროსტატისა თუ მისი მიმდებარე ჯანსაღი ქსოვილები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მამაკაცის ცხოვრების ხარისხს.
როგორც ვხედავთ, MMT ჰოსპიტალი ერთერთი პირველი უროლოგიური კლინიკაა მსოფლიოს გლობალურ ლიდერებს შორის, რომელმაც ოპერატიულად ახორცილებს მსოფლიო მედიცინის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურ უზრუნველყოფას პაციენტებისათვის.
აღსანიშნავია, რომ გარდა Focal One რუთ-ისა, პირველად საქართველოსა და მთელს რეგიონში (თურქეთი, რუსეთი, ამიერკავკასია და სხვ.), სწორედ MMT ჰოსპიტალში, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ძალისხმევით დაინერგა: პროსტატის კიბოს სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა მიკროსკოპული ექოსკოპიის გამოყენებით; პროსტატის დამიზნებითი/თარგეტული ბიოფსია მიკრო-ექსოკოსპული კონტროლით, “ფიუჟენ” ბიოფსია მიკროსკოპული ექოსკოპიის და მაგნიტური რეზონანსის ერთდროული კონტროლით და ა.შ . ეს ის უახლესი ტექნოლოგიებია, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებშიც კი ახლა ინერგება.