MMT ჰოსპიტალი პროსტატის ბიოფსიებში გლობალური ლიდერია. მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა ჩვენი კლინიკის სამეცნიერო ნაშრომი პროსტატის თარგეტულ ბიოფსიებზე მიკროსკოპული ულტრაბგერის დამიზნებით
პროსტატის ბიოფსიის ამ უახლესმა მეთოდმა , ერთის მხრივ მნიშვნელოვნად გაზარდა პროსტატის კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებელი, ხოლო მეორეს მხრივ კი – შეამცირა არასაჭირო ბიოფსიების რაოდენობა.
პროსტატის თარგეტული ბიოფსია მიკრო-ულტრაბგერის კონტროლით, ეფუძნება 300%-ით გაუმჯობესებულ ვიზუალიზაციასა და ზუსტ დამიზნებას საეჭვო უბანზე; ხორციელდება სპეციალურად პროსტატის კვლევისათვის შექმნილი Exact Vu-ს მიკრო-ულტრაბგერის პლატფორმაზე, რომლის ტექნოლოგია მუშაობს მაღალი სიხშირით (29 მჰც), იძლევა გარჩევადობის/ვიზულიზაციის უაღრესად მაღალ დონეს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროსტატის საეჭვო დაზიანების გამოვლენას და უზრუნველყოფს ზუსტ, ,,ცოცხალ’’ დამიზნებას. შესაბამისად, გამორიცხავს ,,ბრმა’’ , არასაჭირო ბიოფსიებს, მრავალეტაპიან კვლევებსა და კიბოს ავლენს თითქმის 100% შემთხვევაში დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე