ცისტოსკოპია საშარდე გზების დაავადებათა დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანესი და ფართოდ გავრცელებული მეთოდია. ეს არის სამედიცინო, ამბულატორიული პროცედურაა, რომელიც სპეციალური აპარატით – ცისტოსკოპით ხორციელდება და ექიმს შარდსადენი მილის, შარდის ბუშტისა და თირკმლის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტირების საშუალებას აძლევს.
წინამდებარე სტატიაში ვეცდებით ცისტოსკოპიის შესახებ იმ კითხვებს ვუპასუხოთ, რომლითაც ყველაზე ხშირად მოგვმართავენ პაციენტები. მაშ ასე:
რა ჩივილების დროს ინიშნება ცისტოსკოპია?
ტკივილი შარდვის დროს, ხშირი ან უნებლიე შარდვა, შარდვის გაძნელება, სისხლიანი შარდი, ტკივილი მენჯის არეში,ან საშარდე გზების ინფექციები – ეს ის ძირითადი ჩივილებია, რომლის დროსაც მედიკოსები პაციენტს ცისტოკოპიას უნიშნავენ. როგორც აღვნიშნეთ, მისი მეშვეობით ხორციელდება შარდის ბუშტისა და საშარდე სისტემის მდგომარეობის გამოკვლევა .
რა ძირითადი დაავადებების გამოსავლენად ინიშნება ცისტოსკოპია?
ცისტოსკოპია გამოიყენება შარდის ბუშტის მდგომარეობის სრულყოფილად დასათვალიერებლად და შარდის ბუშტის ქსოვილიდან საბიოფსიო ნიმუშის ასაღებად, ასევე მისი მეშვეობით ხორციელდება სხვდასხვა დაავადებების დიაგნოსტიკა, ესენია:
- ქრონიკული და ინტერსტიციული ცისტიტი
- შარდის ბუშტის სიმსივნე,
- შარდის ბუშტის კენჭები
- პროსტატიტი
- პროსტატის ადენომა
- შარდ-სასქესო სისტემის განვითარების ზოგიერთი ანომალია
- შარდის ბუშტის ტრანსურეთრული რეზექციის შემდეგ, მკურნალობის ეფექტის შესაფასებლად
როგორ ხორციელდება ცისტოსკოპიის პროცედურა?
ცისტოსკოპი წარმოადგენს თხელ, ოპტიკურ-ბოჭკოვან მილს, ნათურითა და კამერით. შარდსადენის საშუალებით მოწყობილობს ხვდება შარდის ბუშტში, და უროლოგი კამერის საშუალებით შარდის ბუშტის მდგომარეობას შიგნიდან ათავალიერებს. არსებობს ცისტოსკოპის ორი სახეობა:
პირველი, დრეკადი ცისტოსტკოპი , რომლის ერთადერთი დანიშნულებაა შარდის ბუშტის შიგნიდან დათვალიერება და მეორე, მყარი ცისტოსკოპი , რომელშიც შარდის ბუშტის ქსოვილის ასაღებად საჭირო ინსტუმენტებს აძვრენენ.
მტკივნეულია თუ არა ცისტოსტკოპია
ნუ შეგეშინდებატ, როგორც წესი ცისტოსკოპია უმტკივნეულო პროცედურაა: როდესაც ცისტოკოპია დრეკადი ცისტოსკოპის გამოყენებით ხორციელდება პაციენტები ძირითადად არანაირ ტკივილს არ გრძნობენ, ასეთ დროს მედიკოსები შარდსადენს ადგილობრივად აყუჩებენ . მყარი ცისტოსკოპის გამოყენების შემთხვევაში კი პროცედურა ზოგადი ანესთეზიით, ან სპინალური ანესთეზიის გამოყენებით ტარდება, შესაბამისად პაციენტს არც შემთხვევაში უწევს ტკივილის გადატანა.
და რაც მთავარია, ვინაიდან ცისტოსკოპიების უმეტესობა ამბულატორიულად ტარდება, პაციენტი პროცედურის დღესვე ტოვებს კლინიკას.
და ბოლოს, გარდა იმისა, რომ ცისტოსკოპია სადიაგნოსტიკო საშუალებაა, მისი დახმარებით ხორციელდება აგრეთვე, რიგი სამკურნალო მანიპულაციებიც: უცხო სხეულების, მცირე ზომის კონკრემენტების და სიმსივნეების მოცილება, ეროზიებისა და წყლულების კოაგულაცია, შარდსაწვეთის სტენტის ჩადგმა და სხვა.
დაგვიკავშირდით 0322 23 40 23