ცნობილია, რომ ონკოლოგიური დაავადებების ეფექტური მკურნალობის საფუძველს ზუსტი დიაგნოსტიკა წარმოადგენს. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროსტატის კიბოს შემთხვევაში, რადგან უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია პროსტატის სიღრმისეული კვლევა და მაქსიმალურად ზუსტი დიაგნოზის დასმა. დროულად დიაგნოსტირებული პროსტატის კიბო შემთხვევათა თითქმის 100%-ში სრულად იკურნება. უფრო მეტიც, თანამედროვე მკურნალობის მეთოდები იძლევა შესაძლებლობას, პაციენტს შეუნარჩუნდეს როგორც ნორმალური სქესობრივი ფუნქცია, ისე შარდის შეკავების უნარიც.
პროსტატის კიბოს მკურნალობაში რევოლუციურ სიახლეს წარმოადგენს რობოტული ულტრაბგერითი თერაპია — „რუთი“, რომელიც ლოკალიზებულ პროსტატის კიბოს ოპერაციის გარეშე, სულ რაღაც ერთ დღეში ანადგურებს. აღნიშნული მეთოდი არის არაინვაზიური, ულტრათანამედროვე და რადიაციული სხივებისგან სრულიად თავისუფალი მკურნალობის საშუალება.
რობოტული ულტრაბგერითი თერაპია — „Focal One“, პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის ინოვაციური მეთოდი, 2020 წლის ბოლოს ერთდროულად დაინერგა როგორც ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში, ასევე აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში — მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-ფრანცისკოს სამედიცინო ცენტრსა და კლივლენდის კლინიკაში. პროცედურა აერთიანებს ფოკალური თერაპიის პრინციპს და რობოტული ტექნოლოგიის ჩართულობას. გასული წლების პრაქტიკამ ნათლად აჩვენა მისი მაღალი ეფექტურობა, რასაც ასობით გადარჩენილი სიცოცხლე ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ პროცედურა სრულდება დისტანციურად — პროსტატასთან უშუალო შეხების გარეშე. თერაპიის დროს ხორციელდება მხოლოდ იმ უბნების მიზნობრივი გაცხელება, სადაც სიმსივნე არის გამოვლენილი. მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერითი ტალღები ზუსტად მოქმედებს დაავადებულ უბანზე და გაცხელებით ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, ისე რომ ჯანმრთელი ქსოვილი დაუზიანებელი რჩება. პროცედურა გრძელდება 30 წუთიდან 2 საათამდე და პაციენტი კლინიკას ერთი დღეში ტოვებს.
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს დასავლური გამოცდილების მქონე, თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ და მუდმივად განახლებადი აპარატურით აღჭურვილ უროლოგიურ ჰაბს, რომელიც საქართველოსა და რეგიონში სამართლიანად იკავებს წამყვანი ინოვატორი კლინიკის პოზიციას. ის არის ამიერკავკასიაში ერთადერთი კლინიკა სადაც ერთ ჭერქვეშ გაერთიანებულია ისეთი ტექნოლოგიები როგორიცაა მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი, რობოტი ტიუმაი და რა თქმა უნდა რობოტული ულტრაბგერითი თერაპია რუთი.
სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის არის ინოვაციების ლიდერი ამიერკავკასიაში.
კენჭის დაშლა პროსტატის დამიზნებითი ბიოფსია პროსტატის მიკროექოსკოპია
იმპოტენციის მკურნალობა პროსტატის კიბოს სკრინინგი






