MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი em-em-te

თირკმლის კიბოს ლაპარასკოპიული მკურნალობა

Laparoscopic Treatment of Kidney Cancer

16/05/2025
რუბრიკა em-em-te, დაავადებები, მკურნალობის მეთოდები, სიახლეები, უროლოგიური ჰაბი
თირკმლის კიბოს მკურნალობა
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე: Русский & English

თირკმლის კიბოს ლაპარასკოპიული მკურნალობა

თირკმლის კიბოს მკურნალობა თანამედროვე, მინიინვაზიური ლაპარასკოპიული მეთოდით ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრის  ლაპარასკოპიულ ცენტრში.

 აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს  თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სტანდარტს თირკმლის I და II სტადიის კიბოს მკურნალობაში და მისი უპირატესობებია:

  • ნაკლები ინვაზია
  • სწრაფი რეაბილიტაცია – პაციენტი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, წოლით რეჟიმს, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას
  • პოსტოპერაციული გართულებების გარეშე (არა თიაქარი, შეხორცება და ა.შ)
  • ოპერაცია ვიდეოკონტროლით
  • სტაციონარში დაყოვნების ნაკლები დრო

რატომ მიიჩნევა ლაპარასკოპიული მეთოდი მსოფლიო სტანდარტად? რატომ არ არის საჭირო ყოველთვის  ღია წესით  ოპერაციის ჩატარება?

თირკმლის ოპერაცია, უპირველესად, განაკვეთის ტრავმულობით გამოირჩევა. განაკვეთი ამ დროს ძალიან გრძელია, სქელი კუნთოვანი გარსის გადაკვეთის გამო შეხორცებითი პროცესის სათანადოდ წარმართვის შემთხვევაშიც კი  კოსმეტიკური თვალსაზრისით დიდი პრობლემები იქმნება,  ნაწიბური უხეშია, ხშირად ირღვევა კუნთების ინერვაცია, რის გამოც კუნთები დუნდება და ფორმას კარგავს, ზოგჯერ თიაქარივით ამოიბურცება.  პოსტოპერაციული პერიოდი, ჩვეულებრივ, დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული, სარეაბილიტაციო პერიოდი ხანგრძლივია და ბევრ  პრობლემას მოიცავს, შესაბამისად, მინიივაზიურ (ანუ მინიმალური ჩარევით მიმდინარე) ლაპარასკოპიულ მეთოდს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

თანამედროვე გზამკვლევებით (ე.წ გაიდლაინებით), თირკმლის I და II სტადიის  კიბოს მკურნალობა ლაპარასკოპიული მეთოდითაა რეკომენდებული, განსხვავებით III და IV სტადიის სიმსივნეებისგან, რომელთა დროსაც ძალიან რთული ქირურგიული ჩარევაა  საჭირო,  გამომდინარე იქედან, რომ სიმსივნე ზოგჯერ მეზობელ ორგანოებშია ჩაზრდილი, მარჯვენა თირკმლის სიმსივნე შეიძლება ჩაზრდილი იყოს ღვიძლში, მარცხენა თირკმლის კიბო – პანკრეასში, მიხორცებული იყო ელენთასთან, სიმსივნური თრომბი შესაძლოა ქვემო ღრუ ვენაში ვრცელდებოდეს და სხვა.

რას  გულისხმობს  ლაპარასკოპიული  მეთოდი  და  როგორ  იყენებენ  მას ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში?

ლაპარასკოპია საზოგადოდ, თანამედროვე ქირურგიული მეთოდია, რომლის დროსაც შინაგან ორგანოებზე  ოპერაციას მუცლის კედელზე შექმნილი მცირე ზომის (0,5-1,5 სმ) ხვრელიდან სპეციალური ინსტრუმენტის-ლაპარასკოპის დახმარებით აწარმოებენ.

პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში  მოქმედ ლაპარასკოპიულ ცენტრში  თირკმლის კიბოს მკურნალობას, ჰემინეფრექტომიებს (თირკმლის ნახევრის მოკვეთას), ნეფრექტომიებს (თირკმლის სრულ ამოკვეთას) ტრანსაბდომინური მიდგომით (ანუ მუცლის ღრუს გავლით), მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, თანამედროვე ლაპარასკოპიული მეთოდით ახორციელებენ. თირკმელთან ტრანსაბდომინური (ანუ მუცლის ღრუს გავლით) მიდგომა უფრო მოხერხებულია, ფართო მანიპულირების საშუალებას იძლევა. თირკმლის ლაპარასკოპიის დროს მნიშვნელოვანია საორიენტაციო ხაზების გათვალისწინება, ორგანოს მობილიზაციისა და გამოყოფისათვის არსებობს ორი მიდგომა. ოპერატორს შეუძლია პირდაპირ სისხლძარღვებზე გავიდეს, ჯერ ისინი გადაკვანძოს და მერე გამოყოს დაავადებული თირკმელი ან კიდევ  ორგანოსთან მისადგომად უკეთესი ორიენტირებისათვის შარდსაწვეთს გაჰყვეს. 

ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში  თირკმლის სიმსივნური პათოლოგიის დროს ჯერ სისხლძარღვების მობილიზებას ახდენენ, სპეციალური ჩამკეტებით (კლიპებით, რომლებსაც ჩაცურების მინიმალური რისკი აქვთ) გადაკვანძავენ მათ, კვეთენ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოყოფენ სიმსივნით დაზიანებულ თირკმელს. ონკოლოგიური პრინციპების დაცვის თვალსაზრისით, ამგვარი მიდგომა სავალდებულოა, რადგან თუ ვენა წინასწარ არ იქნება გადაკეტილი, თირკმლის ამოკვეთის დროს  შესაძლოა სიმსივნური უჯრედები სისხლის მიმოქცევის გზით მთელ ორგანიზმში გავრცელდეს.

თირკმლის არასიმსივნური დაავადებების დროს კი , როგორიცაა მაგალითად კისტა ან  ჰიდრონეფროზი,  ორგანოს ლიკვიდაციისათვის  ექიმი   შარდსაწვეთს მიყვება, ნელ-ნელა გადაადგილდება თირკმლის კარამდე, ფრთხილად მანიპულირებს, რადგან ანატომიური შრეები უხშირესად დარღვეულია, ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესების (მრავალჯერადი პიელონეფრიტების) გამო მიხორცებებია განვითარებული და ორგანოს მობილიზება-გამოყოფა არც ისე მარტივია.

აუცილებელია  ყველა ამ ნიუანსის გათვალისწინება, რაც  მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს შეუძლიათ. 

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის, ლაპარასკოპიული  ცენტრის  სპეციალისტები იყენებენ მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამის ლაპარსკოპიულ  მკურნალობის მეთოდებს უროლოგიაში, გინეკოლოგიასა და მუცლის ღრუს ქირურგიაში. ცენტრში ტარდება, აგრეთვე  კომბინირებული ოპერაციები -უროგინეკოლოგიაში, უროლოგიურ-ქირურგიაში . 

 

 

Tags: თირკმლის ლაპარასკოპი
გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

პროსტატის ბიოფსია – სიახლე

შემდეგი სტატია

კენჭის დაშლა უახლესი მოდელის ლითოტრიპტერით “ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში” 

რა არის რობოტული ქირურგია და როგორ მუშაობს Toumai® და „რუთი“ (Robotic HIFU) მეთოდი?
სიახლეები

რა არის რობოტული ქირურგია და როგორ მუშაობს Toumai® და „რუთი“ (Robotic HIFU) მეთოდი?

პროსტატის კიბოს სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა  ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის პროტოკოლით
სიახლეები

პროსტატის კიბოს სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის პროტოკოლით

თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენცია შესაბამისი დიეტით და ჰიდრატაციის  როლი სხვა და სხვა ტიპის კენჭების დროს
სიახლეები

თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენცია შესაბამისი დიეტით და ჰიდრატაციის როლი სხვა და სხვა ტიპის კენჭების დროს

კონფერენცია პირველადი ჯანდაცვისთვის – „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური  დაავადებების მართვაში.”
სიახლეები

კონფერენცია პირველადი ჯანდაცვისთვის – „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური დაავადებების მართვაში.”

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

რა არის რობოტული ქირურგია და როგორ მუშაობს Toumai® და „რუთი“ (Robotic HIFU) მეთოდი?
სიახლეები

რა არის რობოტული ქირურგია და როგორ მუშაობს Toumai® და „რუთი“ (Robotic HIFU) მეთოდი?

პროსტატის კიბოს სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა  ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის პროტოკოლით
სიახლეები

პროსტატის კიბოს სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის პროტოკოლით

თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენცია შესაბამისი დიეტით და ჰიდრატაციის  როლი სხვა და სხვა ტიპის კენჭების დროს
სიახლეები

თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენცია შესაბამისი დიეტით და ჰიდრატაციის როლი სხვა და სხვა ტიპის კენჭების დროს

კონფერენცია პირველადი ჯანდაცვისთვის – „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური  დაავადებების მართვაში.”
სიახლეები

კონფერენცია პირველადი ჯანდაცვისთვის – „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური დაავადებების მართვაში.”

პირველად საქართველოში და რეგიონში: პროსტატოს კიბოს უმტკივნეულო მკურნალობა — რობოტული ულტრაბგერითი თერაპია! (Focal One)
em-em-te

რობოტული ტექნოლოგიები უროლოგიაში — ნამდვილი გადატრიალება მედიცინაში!

ჰოსპიტალი
რობოტული ქირურგიის ცენტრი

მიკრო ულტრაბგერა 29MHz პროსტატის კიბოს სკრინინგსა და ადრეულ დეტექციაში

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC