რა არის ქიმიოთერაპია?
ქიმიოთერაპია – ავთვისებიანი სიმსივნეების მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი მკურნალობის მეთოდი და/ან კომბინაციაში ქირურგიულსა და სხივურ თერაპიასთან ერთად. ქიმიოთერაპიას ნიშნავენ ექიმი ონკოლოგები.
ქიმიოთერაპია როგორც მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი 1950 წლიდან გამოიყენება და მუდვივად განიცდის გაუმჯობესებას.
ქიმიოთერაპიის მიზანია შენელდეს ავთვისებიანი უჯრედების ზრდა ან სრულიად შეწყდეს. ქიმიოთერაპიის შეყვანის, მიღების რამოდენიმე ფორმა არსებობს. არსებობს ინტრავენური (წვეთოვანის, გადასხმის სახით), პერორალური ფორმა (ტაბლეტირებული), ან ღრუსშიდა. (შარდის ბუშტში, პლევრის ღრუში)
ქიმიოთერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს რამოდენიმე საათს ან რამოდენიმე დღეს, 3-4 კვირიანი ინტერვალით, თუმცა არსებობს ქიმიოპრეპარატები მკურნალობის გასხვავებული ინტერვალით. თქვენი მკურნალი ექიმი შეარჩევს თქვენთვის ოპტიმალურ სქემას, სწორად შერჩეული ქიმიოთერაპიული სქემა განაპირობებს მყარ რემისიას და ხანგრძლივ ურეციდივო პერიოდს.
არსებობს ქიმიოთერაპიის რამოდენიმე სახე:
სამკურნალო ქიმიოთერაპია– გულისხმობს ქიმიოთერაპიის ჩატარებას პროტოკოლით, რომელიც მიმართულია აქტიური სიმსივნური პროცესის წინააღმდეგ.
ადიუვანტური ქიმიოთერაპია – რიგ შემთხვევაში, სიმსივნის დიაგნოსტირება ხდება საკმაოდ ადრეულ სტადიაზე, როდესაც მკურნალობის ძირითადი მეთოდი არის ქირურგიული მკურნალობა, ოპერაციის მიმდინარეობისას ხდება სიმსივნური წარმონაქმნის სრულად ამოკვეთა საღი ქსოვილების ფარგლებში, თუმცა აღსანიშნავია რომ არსებობს ალბათობა რჩებოდეს სიმსივნური უჯრედები რომლის დანახვაც შეუძლებელი იყო მიკროსკოპის ქვეშ და CT, PET, MRT სკანებზე. სისხლში სიმსვნური უჯრედების ცირკულაციამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი, ასეთ შემთხვევაში ონკოლოგები ნიშნავენ ადიუვანტურ ქიმიოთერაპიას, რომელიც უფრო მეტად ატარებს პროფილაქტიკურ ხასიათს და მიმართულია სისხლში მოცირკულირე მიკრომეტასტაზების გასანადგურებლად.
ნეადიუვანტური ქიმიოთერაპია– რიგ შემთხვევაში სიმსივნური წარმონაქმნი დიაგნოსტირდება სტადიაზე როდესაც შეუძლებელი ხდება მისი სრულად ამოკვეთა სიმსივნის გავრცელების გამო. ასეთ დროს ონკოლოგები ნიშნავენ ნეოადიუვანტურ რეჟიმში ქიმიოთერაპიას, რომელიც მიმართულია სიმსივნური წარმონაქმნის ზომაში შესამცირებლად შემდგომში ოპერაციის ჩატარების მიზნით.
ინდუქციური ქიმიოთერაპია – ტარდება მოკლევადიანი რემისიის მიზნით, ძირითადი მკურნალობის დაწყებამდე.
რა არის ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები?
რაც უფრო მეტად აგრესიულია სიმსივნე, მით უფრო მაღალია ქიმიოთერაპიის ეფექტი, თუმცა ქიმიოპრეპარატებს არ შეუძლია დააზიანოს შერჩევითად მხოლოდ სიმსივნური უჯრედები. ჯანმრთელი ქსოვილის და ორგანოს დაზიანებისას გამოვლენილ სიმპტომებს ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენები ჰქვია.
ძირითადი გვერდითი მოველენებია:
- თმის ცვენა – აღსანიშნავია რომ ქიმიოთერაპიული მკურანლობის დასრულების შემდეგ თმის ზრდა განახლდება.
- დაქვეითებული იმუნიტეტი – ქიმიოთერაპია აქვეითებს ბრძოლისუნარიანობას ინფექციების მიმართ, ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ იმუნიტეტი აღდგება , თუმცა ეს საჭიროებს გარკვეულ დროს.
- გულისრევა და ღებინება ქიმიოთერაპიის ხშირი გვერდითი ეფექტია – თქვენი ექიმი ონკოლოგი დანიშნავს ყველა აუცილებელ პრეპარატს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი სახის გართულება. თქვენ უნდა შეეეცადოთ დაიცვათ ქიმიოთერაპიის შემდგომი დიეტა რაც ითვალისწინებს შემწვარი, ცხიმიანი, გამაღიზიანებელი საკვების ამოღებას რაციონიდან, მიირთვით მცირე ულუფებად და ხშირად.
ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები შესაძლებელია სხვადასხვაგვარი სახით გამოვლინდეს, თუმცა მათი უმეტესობა ალაგდება ქიმიოთერაპიის დასრულებისთანავე.
MMT ჰოსპიტალში დანერგილი თანამედროვე და ეფექტური მკურნალობის მეთოდებით, ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლებისა და კლინიკის მუშაობის ერთობით, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მკურნალობით გამოწვეული უსიამოვნო გამოვლინებები.
დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge
მოგესალმებიტ მაინტერესებს ქიმიოთერაპიის გირებულება,გთხოვთ მომცეროთ….
მსინტერესებს ფიზიოთერაპიის ფასი
გამარჯობა. დაგვიკავშირდით მოცემულ ნომერზე ჩვენი ოპერატორი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას – 0322 23 40 23
3 ქიმია გაიკეთა დედამ კიდევ გაუგრძელეს ანუ ვერ მოახდინა ეფექტი
დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე და ექიმი გაგესაუბრებათ 0322 23 40 23