PSA: პროსტატის სპეციფიკური მარკერი მრავალი ფუნქციით
PSA (პი-ეს-ეი იგივე პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) გოგირდოვანი პროტეაზაა. ის პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) უჯრედების მიერ გამომუშავდება (პროდუცირდება) და სათესლე სითხეში გამოიყოფა (სეკრეტირდება).
ამ ცილის ძირითადი ფუნქცია სათესლე სითხის გათხევადებაა; რომ არა PSA, სათესლე სითხეს სქელი გელის კონსისტენცია ექნებოდა.
წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა ნორმალური არქიტექტონიკის პირობებში PSA სისტემურ ცირკულაციაში უმნიშვნელო რაოდენობით ხვდება. სისხლში ის, ჩვეულებრივ, ორი ფორმით არსებობს. არსებობს თავისუფალი (5-35 %) და პროტეაზას ინჰიბიტორებთან შეკავშირებული სახით. (65-95 %).
პროსტატის ქსოვილთა სტრუქტურული რღვევის შედეგად სისხლში დიდი რაოდენობით ხვდება ანუ სისხლში მისი დონე მატულობს. ამგვარად, ეს ცილა, რეალურად, არა ონკოლოგიური, არამედ პროსტატსპეციფიკური მარკერია.
მისი დონე სისხლში შეიძლება გაიზარდოს როგორც პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა და ინფექციური გენეზის ანთებითი პროცესების დროს. PSA შემცველობა სისხლში იზრდება წინამდებარე ჯირკვალზე გარკვეული მანიპულაციების შემდეგაც. მაგალითად, მასაჟის, ბიოფსიის, პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის და სხვა ჩარევების დროს.
პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის დროს აღნიშნული პროსტატის ანტიგენის კონცენტრაცია სისხლში იმატებს. იმატებს წინამდებარე ჯირკვლის არქიტექტონიკის რღვევისა და სისხლძარღვთა განვლადობის მომატების გამო და არა მისი გამომუშავების ზრდის ხარჯზე. რეალურად სიმსივნური უჯრედები პროსტატის ჯანმრთელ უჯრედებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ PSA გამოიმუშავებენ.
ცოტა რამ ისტორიიდან
დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ მეცნიერები ეძებდნენ მარკერებს, რომლებიც გამოადგებოდათ სექსუალური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების მსვლელობისას.
სხვები დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი ანტიგენების მოძიებით, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა მამაკაცთა ინფერტილობასთან.
იყვნენ ისეთი მკვლევარებიც, რომლებსაც წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ცვლილებების მარკერთა აღმოჩენა ჰქონდათ მიზნად დასახული.
ასეა თუ ისე, ყველაფერი ერთ შედეგამდე მივიდა, გასული საუკუნის 80-იანი წლებისთვის მეცნიერთა დაახლოებით 10 ჯგუფი ერთად “შეეჯახა” PSA. ყველა მეცნიერს ნივთიერების მისეული სახელწოდება ჰქონდა.
საბოლოოდ ანტიგენის დასახელების განსაზღვრა წილად ხვდა რიჩარდ აბლინს, რომელიც ჯანმრთელ და სიმსივნით დაავადებულ პროსტატებს იკვლევდა.
“პროსტატის დაწმენდილი ანტიგენის” აღმოჩენასა და იდენტიფიკაციაზე პატენტი მიიღო ჩუ მინმა 1984 წელს. ამ უკანასკნელმა კოლეგებთან ერთად არა ერთი კვლევა ჩაატარა იმის დასადასტურებლად, რომ PSA გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სადიაგნოსტიკო მიზნით. სწორედ ამ შრომებისათვის ჩუ მინმა მოგვიანებით არა ერთი ჯილდო მიიღო – ამერიკის უროლოგთა ასოციაციისგან. ასევე უროლოგიურ დაავადებათა ამერიკული ფონდისა და სხვა სამედიცინო-სამეცნიერო თუ პროფესიონალური საზოგადოებებისგან.
PSA – პროსტატის სფეციფიკური ანტიგენი – რაზეა დამოკიდებული მისი დონე?
პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის რისკი პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონეზე დამოკიდებულებით ვარირებს. ამის გამო წამოიჭრა საკითხი – პსა-ს რომელი კონცენტრაცია ჩაითვალოს ზღურბლად, ანუ მის რომელ მაჩვენებელზე (დონეზე) მიეცეს პაციენტს ბიოფსიის რეკომენდაცია.
იმის გათვალისწინებით, რომ 40 წელს გადაცილებული ჯანმრთელი მამაკაცების 97 %-ს PSA –ის <4,0 ნგ/მლ დონე აღენიშნებოდა, ეს კონცენტრაცია XX საუკუნის 90 –იან წლებში ზღურბლოვან მაჩვენებლად მიიჩნიეს. თუმცა ევროპის უროლოგთა ასოციაციის უკანასკნელი რეკომენდაციებით შეიცვალა პსა-ს ნორმალური მაჩვენებლების ზღურბლოვანი სიდიდე. ახლა, როდესაც გვაქვს მიკრო-ექოსკოპია და თარგეთული “ფიუჟენ” ბიოფსიები, პსა-ს მაჩვენებელი ითვლება ნორმად, თუკი იგი არ აღემატება 2 ნგ/მლ-ს . მაშასადამე, პსა იქნება ნორმის ფარგლებში და არ იქნება ეჭვი პროსტატის კიბოზე.თუმცა უნა აღინიშნოს, რომ თუკი პსა-ს მაჩვენებელი აღემატება 2ნგ/მლ-ს, ეს არ ნიშნავს ავტომატურად პროსტატის კიბოს ან პროსტატის ბიოფსიის განხორცილებლის აუცილებლობას; თითოეული მნიშვნელობა უნდა იქნას გათვალისწინებული შესაბამის კლინიკურ კონტექსტში.
ასაკთან ერთად აღნიშნული მარკერის კონცენტრაცია სისხლში მატულობს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს პროსტატის კეთილთვისებიანი ასაკობრივი ჰიპერპლაზიით.
პროსტატის უჯრედების მიერ PSA გამომუშავებაზე გავლენას ახდენს ანდროგენები (მამაკაცის სასქესო ჰორმონები). პაციენტებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში მკურნალობენ 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორებით, სისხლში პსა-ს დონე 50 % -ით უქვეითდებათ.
სპეციფიკური ანტიგენის დონეზე ასევე გავლენას ახდენს რასობრივი წარმომადგენლობა, ასაკი, სხეულის მასის ინდექსი და სხვა ფაქტორები.
მაგალითად, ევროპეიდული რასის წარმომადგენლებთან შედარებით ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს PSA ბევრად უფრო მაღალი დონე აქვთ სისხლში.
სიმსუქნით დაავადებულებს PSA კონცენტრაცია დაქვეითებული აქვთ, რაც სავარაუდოდ ესტროგენების დონის მომატებითაა განპირობებული.
2011 წელს კი გაჩნდა ახალი მონაცემები და მიდგომები PSA სკრინიგის აუცილებლობის საკითხთან დაკავშირებით.
ამერიკის უროლოგთა ასოციაციაციის გადაწყვეტილებით, უროლოგებმა აუცილებლად უნდა გადახედონ პსა-ს სკრინინგის აუცილებლობისა და საზოგადოდ, პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის საკითხებს.
პსა 0,57 საშიშია არის კიბოს მაჩვენებელი?
მოგესალმებით, აღნიშნული მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია
გამარჯობა.პაციენტი 57 წლისაა,PSA აქვს 4.9.არ აღენიშნება სიმპტომები- ხშირი შარდვა,ტკივილი..ბიოფსია საჭიროა სავარაუდოდ და მირჩიეთ საუკეთესო უროლოგი!?
მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322 23 40 23 ან 595 23 30 23
პასუხი მომწერეთ
სახელი და გვარი მოგვწერეთ პაციენტის ან დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267
62 წლის მამაკაცს სპა დაუდგინდა 1.18,საშიშოა?
მოგესალმებით, დეტალური ინფოორმაციის\ტვის დაგვიკავშირდთ 032 2234023 555393267
62 წლისმამაკაცს სპა დაუდგინდა 1.18 საშიში მაჩვენებელია?
მოგესალმებით 2ამდე ნორმის ფარგლებშია
მოგესალმებით, 69 წლის მამაკაცს პსა აქვს 5.0. არის თუ არა საშიში? მადლობთ
დიახ, მიკროექოსკოპია ჭირდება დიაგნოზის დასაზუსტებლად
var 42 clis maqvs xshiri shardva da eg prostata tu sxa raime davadebis magalitad tirkmeli shaqari da ase shemdeg rogor moviqce vis mimarto ra rshevas mirshevt
მოგესალმებით , აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია, ჩაეწერეთ 0322234023 და დაგეხმარებით
Gamaijobaf ra simtomebs unda mivaqciot kuradgeba romeli simtomi aris kvelaze sakuradgebl me ramodenime urologs mivmarte sxvadasxva chivilit gadavige exoskopiebic magram meubnebian araferi ar ariso
მოგესალმებით, თუ პსა არის მომატებული აუცილებლად საყურადღებოა. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023
42 wlis mamakacs aqvs PSA 5.aris tu ara sashishi
მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, მომატებულია უნდა მიმართოთ დროულად უროლოგს, 31 აგვისტოს არის აქცია ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023
67 წლის მამაკაცს აქვს PSA….7.8არის თუ არა საშიში…
ბატონო გიორგი, აუცილებლად დროულად მიმართეთ უროლოგს, დაგვიკავშირდით 032 2234023
59 წლის არის მეუღლე, არანაირი სიმპტომი არააქვს , პროსტატის ანტიგენის მაჩვენებელი არის 93,96, ეს ნიშნავს რომ ავთვისებიანი სიმსივნის მაჩვენებელია და სავალალო მდგომარეობაა თუ შეილება შველა , გთხოვთ მომწეროთ პასუხი
მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322 23 40 23
ra jdeba konsultacia prostataze an gamokvlevebi
ბატონო კახა,პროსტატის გამოკვლევის ღირებულება 270 დან 300 ლარამდეა,კონსულტაცია 60ლარია დეტალური ინფორმაციის სთვის დაგვიკავშირდით 032 2234023
Gamarjobat mamakacebs seqsualur daavadebebs mkurnalobt
მოგესალმებით , დიახ ნებისმიერი სირთულის უროლოგიურ პათოლოგიებს თუ დაავადებებს ვმკურნალობთ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 0322234023
Gamarjobat, var 54 wlis 2018 wlis martshi uecrad danewyo shardis shekaveba, da dzlieri wva, wavedi skriningis centrshi da PSA mqonda 34,5 tan mqonda shardis bushtis anteba, davlie citrofoqsacilini 10 dge da3 tvis shemdeg sxva laboratoriashi chavitare jvleva sadac PSA 2,8vmichvena biofsiaze uari ganvacxade pirveli kvlevis shemdeg, kide ramdeni xnis shemdeg unda chavitare gamokvleva?
კლინიკური ნიშნები რა გაქვთ ამას აქვს მნიშვნელობა, შარდვა თუ აღდგა, პროსტატის ზომა როგორია. ექოსკოპიურად რა მონაცემებია? იქნებ მობრძანდეთ უროლოგთან და დაგიგეგმავთ დინამიკაში დაკვირვების გრაფიკს საჭირო მკურნალობასთან ერთად.
aviget psa mahvenebdidi madleli aris1,3 sawiroebs tu ara es mahvenebeli ekimis konsultacias
ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ პსა მაჩვენებელი არ არის სადიაგნოსტიკო ტესტი. მნიშვნელობა აქვს თქვენს ასაკს, პროსტატის ზომას, შარდვის ფუნქციას და სხვა მონაცემებს. 20 ოქტომბერს გვაქვს უფასო კონსულტაცია უროლოგთან, მობრძანდით თქვენი გამოკვლევებით ექიმთან და ის გაგარკვევთ, რა იქნება საჭირო.