პროსტატის კიბო ყველაზე ხშირი ავთვისებიანი სიმსივნეა კანის კიბოს შემდეგ. პროსტატის კიბო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა, ამიტომაც მთელს რიგ ქვეყნებში შემუშავებულია პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამები. ევროკომისიის ინიციატივით, დაგეგმილია ევროპის მამაკაცთა მოსახლეობის 90%-ის სკრინინგი პროსტატის კიბოზე 2025 წლისთვის. ამასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შემუშავებულია და საქართველოს წამყვან ქალაქებში დანერგილია პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროტოკოლი, რომელიც გულისხმობს საქართველოს მამაკაცთა მაღალტექნოლოგიურ, ზუსტ და ბიუჯეტურ კვლევას პროსტატის კიბოზე. ტრადიციული პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის (პსა) ანალიზზე დამყარებული პროსტატის კიბოს სკრინინგი ჩაბარდა წარსულს.
რატომ აღარ გამოიყენება სისხლში პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის (პსა) ანალიზზე დამყარებული პროსტატის კიბოს სკრინინგი?
პროსტატის კიბოს ტრადიციული სკრინინგი ეყრდნობა მხოლოდ ერთ კვლევას, ეს არის პსა-ს (პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის) განსაზღვრა სისხლში. სისხლში პსა-ს განსზაღვრა არ არის ზუსტი მეთოდი, რადგანაც ხშირად პსა-ს მაჩვენებელი შესაძლებელია იყოს „ნორმაში“ და ამ დროს შორსწასული პროსტატის კიბოს ჰქონდეს ადგილი, ან პირიქით პსა-ს მაჩვენებელი შეიძლება იყოს მომატებული და პროსტატის კიბოს კი არ ჰქონდეს ადგილი.
ემ-ემ-ტე ჰოსპიტლის მიერ შემუშავებული პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროტოკოლი ეყრდნობა მსოფლიოს უახლეს ტექნოლოგიურ და სამეცნიერო მიღწევებს და გულისხმობს 3 კვლევას ნაცვლად 1 კვლევისა
რა კვლევებს მოიცავს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლური კვლევები პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკისვის
- პროსტატის მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი
- პსა-ს (პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის) განსაზღვრა სისხლში
- პსა-ს სიმკვრივის გამოთვლა (პსა-ს მაჩვენებლის თანაფარდობა პროსტატის მოცულობასთან)
რას წარმოადგენს მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი?
მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი წარმოადგენს ულტრაბგერა 29 მეგაჰერცის „გამადიდებელი შუშით“. ეს ულტრათანამედროვე მეთოდი შექმნილია სულ რამოდენიმე წლის წინ და დღეისათვის ის გამოიყენება მხოლოდდამხოლოდ პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის. მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი იძლევა საშუალებას ციფრულად შევაფასოთ პროსტატის კიბოს რისკი 5 ბალიანი PRI-MUS გრეიდინგ სისტემის გამოყენებით.
რა პრიორიტეტი აქვს მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცს ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით?
მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი საშუალებას იძლევა დავინახოთ პროსტატის უმცირესი სტრუქტურები, როგორიც არის პროსტატაში გამავალი სიხლძარღვოვანი კაპილარები, უწვრილესი ჯირკვლოვანი მილაკები და ა.შ. მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი 300%-ით გადიდებულ გამოსახულებას იძლევა ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით
რა პრიორიტეტი აქვს მიკროსკოპულ ულტრაბგერა 29 მეგაჰერცს პროსტატის მაგნიტურ-რეზონანსთან შედარებით?
პროსტატის მაგნიტური რეზონანსი გამოიყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკისთვის, მაგრამ მიკროსკოპულ ულტრაბგერა 29 მეგაჰერცისთან შედარებით ის მინიმუმ 2 ჯერ ძვირია, მაშინ როდესაც მაგნიტური რეზონანსის და მიკროსკოპული ექოსკოპიის სიზუსტე პროსტატის კიბოს გამოვლენის თვალსაზრისით დაახლოებით თანაბარია; მიკროსკოპულ ულტრაბგერა 29 მეგაჰერცის სჭირდება დაახლოებით 10 წუთი და არ გააჩნია არანაირი წინააღმდეგჩვენება და გართულება, მაშინ როდესაც პროსტატის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას სჭირდება 60-90 წუთი და აქვს მთელი რიგი შეზღუდვები და გართულებები
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის რეკომენდაცია, თუ როგორ მოვახდინოთ პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის კვლევეის შედეგების ინტერპრეტაცია?
- თუკი მიკროსკოპული ექოსკოპიის შედეგია PRI-MUS 1-2 და პსა < 4ნგ/მლ-ზე: ამ შემთხვევაში პროსტატის კიბოს ალბათობა თითქმის 0%-ია, ამიტომ პროსტატის ტრანსრექტალური ან ტრანსპერინეული, თარგეტული ან ფიუჟენ ბიოფსია არ არის რეკომენდირებული
- თუკი მიკროსკოპული ექოსკოპიის შედეგია PRI-MUS 1-2 და პსა 4ნგ/მლ- დან 10ნგ/მლ-მდეა: ამ შემთხვევაში კლინიკურად მნიშვნელოვანი პროსტატის კიბოს ალბათობაა 4%-ია.
რეკომენდირებულია განმეორებითი კვლევა 6 თვეში ან კონსულტაცია უროლოგთან პროსტატის ტრანსრექტალური ან ტრანსპერინეული, თარგეტული ან ფიუჟენ ბიოფსიის საკითხის გადასაწყვეტად
- თუკი მიკროსკოპული ექოსკოპიის შედეგია PRI-MUS 3 და პსა-ს სიმკვრივე >0.1: ამ შემთხვევაში კლინიკურად მნიშვნელოვანი პროსტატის კიბოს ალბათობაა 4,32%-ია. რეკომენდირებულია განმეორებითი კვლევა 6 თვეში ან კონსულტაცია უროლოგთან პროსტატის ტრანსრექტალური ან ტრანსპერინეული, თარგეტული ან ფიუჟენ ბიოფსიის საკითხის გადასაწყვეტად
- თუკი მიკროსკოპული ექოსკოპიის შედეგია PRI-MUS 4-5, მიუხედავად პსა-ს მაჩვენებლისა, კლინიკურად მნიშვნელოვანი პროსტატის კიბოს ალბათობა აღემატება 40%-ს. რეკომენდირებულია პროსტატის ტრანსრექტალური ან ტრანსპერინეული, თარგეტული ან ფიუჟენ ბიოფსია
შეკითხვებისთვის მოგვმართეთ ცხელ ხაზზე 0322 234023
ვებგვერდი: https://mmt.ge/contact/