რა არის უროლოგია?
უროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მამაკაცისა და ქალის საშარდე სისტემისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებებს.
უროლოგია MMT ჰოსპიტალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, სადაც ნებისმიერი სახის უროლოგიური დაავადების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობაა შესაძლებელი:
უროლოგიური დაავადებებია:
- თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭები;
- პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება;
- თირკმლის სიმსივნე;
- პროსტატის სიმსივნე;
- სათესლე ჯირკვლის სიმსივნე;
- შარდის ბუშტის სიმსივნე;
- სასქესო ასოს სიმსივნე;
- ურეთრის სიმსივნე;
- ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომები: ნოქტურია (ღამით ხშირი შარდვა); შარდის შეუკავებლობა;
- სქესობრივი დისფუნქცია (როგორიცაა, მაგალითად ერექციული ფუნქციის მოშლა);
- მამაკაცის უნაყოფობა;
- მენჯის ტკივილი;
- უროლოგიური ინფექციები;
- შარდ-სასქესო სისტემის ანომალიები და განვითარების მანკები.
ონკოუროლოგია
- შარდის ბუშტის და პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა, შარდის შეკავების უნარის და პოსტენციის შენარჩუნებით;
- თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა;
- სასქესო ასოს ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა;
- სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა.
ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური
- შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა – ლითოტრიფსია (ლაზერული, ულტრაბგერითი, ელექტროჰიდრავლიკური, პნევმატური და დისტანციური);
- პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა;
- ქალებსა და მამაკაცებში შარდის შეუკავებლობის მკურნალობა.
რეკონსტრუქციული უროლოგია
- საშარდე მილის შევიწროების აღდგენა ლოყის ლორწოვანის ტრანსპლანტაციით;
- მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის პლასტიკა.
ქალთა უროლოგია
- შარდის შეუკავებლობის მინიმალურ-ინვაზიური მკურნალობა;
- შარდოვანი ფისტულების ლიკვიდაცია.
ბავშვთა უროლოგია
- ბავშვთა თანდაყოლილი ანომალიების კორექცია;
- კრიპტორქიზმის (სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა) მკურნალობა;
- ჰიპოსპადიის და ეპისპადიის ქირურგიული მკურნალობა.
ანდროლოგია
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა;
ერექციული დისფუნქციის მკურნალობა.
ექსკლუზიური ოპერაციები
- ხელოვნური (ორთოტოპული) შარდის ბუშტის შექმნა;
- პროსტატის სიმსივნის მკურნალობა პოტენციის შენარჩუნებით;
- საშარდე მილის შევიწროების აღდგენა ლოყის ლორწოვანის ტრანსპანტაციით .
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge
ტერიტორიულად სადაა
მოგესალმებით ჩვენი კლინიკის მისამართია: თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქ.#5, მეცხრე სართული.
დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23
Chawerva minda vizitze da tanxa ramxdniaris gadasaxdelo
მოგესალმებით ლადო, რომელ უროლოგთან გსურთ ვიზიტზე ჩაწერა? მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23
წითელი გამონაყაი მაქვს სასქესო ორგანოზე და უროლოგთან ვიზიტია საჭირო თუ კანის ექიმთან?
მოგესალმებით.უნდა მიმართოთ ვენეროლოგს და ასევე სასურველია უროლგთანაც ვიზიტი. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 2 23 40 23
Gamarjoba.hekitxva maqvs bavhvs satesle jirkvlis problema aaqvs operacia gavukete magram uhedegot .migeba ra girs tqventan da vin aris urologi.gtxovt mipasuxot.
ქალბატონო ანა,გვყავს ბავშვთა უროლოგები პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი და მამუკა მჭედლიძე. ბატონ გურამთან კონსულტაციის ღირებულება გახლავთ 80 ლარი, ხოლო დანარჩენ უროლოგებთან 65 ლარი,შგიძლიათ ისარგებლოთ შაბათის აქციით (09.02) უფასო კონსულტაცია უროლოგის და ასევე 20% იანი ფასდაკლება კვლევებზე. თუ გნებავთ ჩაწერა დაგვიკავშირდით 2 23 40 23
გამარჯობათ თირკმელზე მაქვს პრობლემა და უროლოგი ვიკითხო ამისათვის?
მოგესალმებით ,დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი დაგიკავშირდებით და დაგეხმარებით
გამარჯობა, მაქვს კანდიდოზი და ტრიქომონადული კოლპიტი ვიყავი გინეკოლოგთან და ვმკურნალობ. ახლა რა მაინტერესებს მეუღლეს მინდა რომ გამოკვლევები ჩაუტარდეს რომ რეციდივი არ განმეორდეს ჩემს შემთხვევაში და რომელ ექიმთანაა საჭირო ვიზიტი? უროლოგთან და რა ანალიზებია საჭირო? მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, პირველ რიგში ჩაეწერეთ უროლოგთან, უნდა გაკეთდეს ნაცხის ანალიზი, სისხლის , შარდის , ექიმი დაგაკვალიანებთ თქბვენი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე . დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023
ვასექტომიას თუ აკეთებთ თქვენს კლინიკაში?
გამარჯობა, დიახ კეთდება,
ექიმთან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 595 233023 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე