2024 წლის 27 მარტს, საქართველოსა და მთელს კავკასიაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ კავკასია) პირველად განხორციელდა რობოტული ქირურგიული ოპერაცია. ეს იყო პროსტატის კიბოს ლიკვიდაცია რობოტ-ასისტირებული რადიკალური პროსტატექტომია, რომელიც ჩატარდა თბილისში, ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილის მიერ.
რობოტული ქირურგიის დანერგვა საქართველოსა და კავკასიაში იყო გარდამტეხი ნაბიჯი, რომელმაც არა მხოლოდ ერთი კლინიკის, არამედ მთლიანად ქვეყნის და მთელი კავკასიის რეგიონის სამედიცინო შესაძლებლობები შეცვალა. წლების განმავლობაში რთული ონკოლოგიური და რეკონსტრუქციული ოპერაციებების რობოტული ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს და კავკასიის რეგიონის პაციენტები იძულებულნი იყვნენ მიემართათ თურქეთის, ისრაელის, ევროპის კლინიკებისთვის.
ბევრისთვის რობოტული ქირურგიის გამოჩენა ქართულ კავკასიის სამედიცინო სივრცეში შესაძლოა მოულოდნელი ყოფილიყო, თუმცა პროფესორ გურამ ქარაზანაშვილისა და მისი გუნდისთვის ეს ათწლეულების განმავლობაში ნაშენი ფუნდამენტის დაგვირგვინებაა. აი, ის ეტაპები, რომლებმაც ეს ტექნოლოგიური ნახტომი რეალური გახადა:
დასავლური სტანდარტი და პროფესიული ფესვები:
ყველაფერი დაიწყო პროფესორ ქარაზანაშვილის, როგორც უმაღლესი რანგის ქირურგის, ჩამოყალიბებით. მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ მას მისცა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ მედიცინის მართვის დასავლური ხედვა. ეს იყო პერიოდი, როდესაც საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო და რეგიონულ აღიარებას, რაც მოგვიანებით კლინიკის წარმატების გარანტი გახდა.
სამეცნიერო ავტორიტეტი და პაციენტთა ნდობა: რობოტს მართავს არა მანქანა, არამედ ინტელექტი. გურამ ქარაზანაშვილის მუდმივი მონაწილეობა ევროპის, ამერიკისა, აზიის და თუნდაც კავკასიის უმსხვილეს კონგრესებზე, სადაც იგი წარსდგა საკუთარი სამეცნიერო-პრაქტიკული მიღწევებით, ქმნის ნდობის იმ მაღალ ხარისხს, რაც აუცილებელია ასეთი მასშტაბის პროექტისთვის. ათასობით წარმატებული ოპერაცია და პაციენტთა მადლიერება არის ის მთავარი კაპიტალი, რაზეც „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ აშენდა.
ტექნოლოგიური „პლატფორმა“ და ინოვაციების უწყვეტი ციკლი:
რობოტის გამოჩენამდე კლინიკა უკვე ფუნქციონირებდა როგორც მაღალტექნოლოგიური ჰაბი. აქ წლების განმავლობაში ინერგებოდა:
- პროსტატის კიბოს სკრინინგის უახლესი მეთოდები: მიკრო-ულტრაბგერაზე დამყარებული დიაგნოსტიკა.
- ფოკალური თერაპია: რობოტული მიდგომები, რომლებიც წინ უსწრებდა სრულმასშტაბიან ქირურგიულ რობოტს.
- მინიმალურ-ინვაზიური ქირურგია: შტორცის კენჭის დაშლის ცენტრი და ლაპაროსკოპია
ეკონომიკური ნდობა:
თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია ძლიერი ფინანსური პარტნიორობის გარეშე. სწორედ კლინიკის გამართულმა მენეჯმენტმა და პროფესიულმა რეპუტაციამ დაარწმუნა ქართული საბანკო სისტემა, განეხორციელებინა მრავალმილიონიანი ინვესტიცია. რობოტული ქირურგიის აპარატის შეძენა გახდა ამ გრძელვადიანი სტრატეგიის „გვირგვინი“, რომელმაც საქართველო მსოფლიო სამედიცინო რუკაზე ახალ საფეხურზე აიყვანა.
დღეს ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება რობოტულ ქირურგიაში. ცენტრში ჩატარებულია რამდენიმე ასეული ურთულესი რობოტული ოპერაცია, რაც ნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია სრულად ინტეგრირებულია ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში.
როგორ მუშაობს რობოტი?
რობოტული ქირურგიის სპეციფიკა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის წარმოადგენს ადამიანური შესაძლებლობების ერთგვარ „სუპერ-გაძლიერებულ“ ვერსიას. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის ბუნებრივ ნიჭს – მხედველობასა და მოტორიკას — ციფრულ სიზუსტესთან აერთიანებს. ხშირად არასწორად აღიქმება, თითქოს ოპერაციას თავად რობოტი ასრულებს. რეალურად, რობოტული სისტემა მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელსაც სრულად ქირურგი აკონტროლებს. მას არ აქვს დამოუკიდებელი მოქმედების ან გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ქირურგი მართავს სისტემას სპეციალური კონსოლიდან, სადაც მას აქვს:
- 10-ჯერ გადიდებული გამოსახულება: რაც ადამიანის თვალისთვის შეუძლებელ დეტალიზაციას იძლევა.
- 3D ხედვა: ქსოვილებისა და ანატომიური სტრუქტურების მაქსიმალური სიზუსტით აღქმისთვის.
- ციფრული სიზუსტე: რობოტი ფილტრავს ხელის ბუნებრივ კანკალს და ატარებს მანიპულაციებს იქ, სადაც ადამიანის ხელისთვის შეუძლებელია მუშაობა.
ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ხელმისაწვდომია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ინოვაციური სისტემა – Toumai (ტოუმაი). ეს არის მეოთხე თაობის მაღალტექნოლოგიური რობოტი, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს Da Vinci (დავინჩი) -ს და ბევრ ასპექტში ახალ სტანდარტებსაც აწესებს.
რეგიონული (კავკასიური) ლიდერობა ციფრებში:
თანამედროვე მედიცინაში ქირურგის პროფესიონალიზმის მთავარი საზომი ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და მათი შედეგიანობაა. პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მრავალწლიანი პრაქტიკა ათასობით წარმატებულ ღია და ლაპაროსკოპიულ ჩარევას მოიცავს, რაც იქცა იმ მყარ ფუნდამენტად, რაზეც საქართველოში რობოტული ქირურგია დაშენდა.
რამდენიმე ასეული რობოტული ოპერაცია ეს შედეგი სულ რაღაც 2 წელიწადში იქნა მიღწეული, რაც პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე რობოტულ ქირურგად და აბსოლუტურ ლიდერად აქცევს.
პროფესორი რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ჩრდილოეთ კავკასია) ერთადერთი ქირურგია, რომელიც დასავლელი კოლეგების მსგავსი მაღალი ინტენსივობითა და მასშტაბით ახორციელებს რობოტულ მანიპულაციებს.
რობოტული ქირურგიის გამოყენება სხვადასხვა ოპერაციის დროს
პროსტატის კიბოს რობოტული ქირურგიული მკურნალობა
პროსტატის კიბოსთან ბრძოლაში თანამედროვე მედიცინის „ოქროს სტანდარტად“ რობოტული ქირურგია მიიჩნევა. მისი მთავარი უპირატესობა სიზუსტე და მინიმალური ტრავმულობაა, რაც პირდაპირ აისახება პაციენტის ცხოვრების ხარისხზე.
რობოტული რადიკალური პროსტატექტომია vs ლაპაროსკოპია და ღია ქირურგია
• რობოტული მეთოდის დროს ჭრილობა მინიმალურია, სისხლის დაკარგვა კი პრაქტიკულად ნულოვანი. ეს განაპიროებს ხანმოკლე და ნაკლებად ტრამვულ რეაბილიტაციის პერიოდს.
• მიუხედავად იმისა, რომ ლაპაროსკოპიაც მინიმალურად ინვაზიური მეთოდია, რობოტი ქირურგს საშუალებას აძლევს, მაქსიმალური სიზუსტით შეინარჩუნოს პროსტატის გარშემო არსებული ნერვული წნულები. ეს გადამწყვეტია ოპერაციის შემდგომი ორი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის შარდის შეკავებისა და ერექციული ფუნქციის შესანარჩუნებლად.
ქირურგიული სიზუსტის ახალი ერა (Precision Medicine)
რობოტული სისტემა ქირურგს აძლევს 10-ჯერ გადიდებულ გამოსახულებას და 3D ვიზუალიზაციას, რაც ადამიანის თვალისთვის შეუძლებელ დეტალიზაციას უზრუნველყოფს.
• ნერვების შემნახველი ოპერაციები: პროსტატის გარშემო გადის მილიმეტრული სისქის ნერვები, რომლებიც პასუხისმგებელია ერექციასა და შარდის შეკავებაზე. რობოტმა ქარაზანაშვილის გუნდს მისცა საშუალება, ეს ნერვები მაქსიმალური სიზუსტით გამოყოს სიმსივნური ქსოვილისგან.
„Focal One“ – ორგანოს შენარჩუნების შესაძლებლობა
ჯერ კიდევ 5 წლის წინ ცენტრმა დანერგა Focal One (რობოტული ფოკალური თერაპია), რაც რეგიონში უნიკალურია. მანამდე, პროსტატის კიბოს დროს, მკურნალობის სტანდარტი იყო მთლიანი ორგანოს ამოკვეთა. რობოტული ფოკალური თერაპიით კი შესაძლებელი გახდა მხოლოდ სიმსივნური კერის განადგურება მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერით (HIFU), ისე, რომ პროსტატა რჩება ხელუხლებელი.
ოლიგომეტასტაზური პროსტატის კიბოს რობოტული მართვა
მანამდე, თუ კიბო პროსტატის ფარგლებს გარეთ იყო გასული (მეტასტაზები), ქირურგიული ჩარევა ხშირად აზრს კარგავდა ან ძალზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა. რობოტულმა ტექნოლოგიამ და მულტიმოდალურმა მიდგომამ ქარაზანაშვილის ცენტრს მისცა საშუალება:
• ჩაატაროს რთული, კომბინირებული ოპერაციები მინიმალური სისხლდენით.
• გააუმჯობესოს პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი მეტასტაზური ფორმების დროსაც კი.
რობოტული ქირურგია პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს
რობოტული ქირურგია წარმატებით გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) სამკურნალოდაც, განსაკუთრებით დიდი ზომის ადენომების შემთხვევაში.
• რობოტული ადენომექტომია vs ღია ოპერაცია: რობოტი გამორიცხავს დიდ განაკვეთს და ამცირებს გართულებების რისკს.
• TURP (ტური ანუ ტრანსურეთრული რეზექცია) და HoLEP (ჰოლმიუმის ლაზერი): მიუხედავად იმისა, რომ TURP და HoLEP ეფექტურია, ძალიან დიდი ზომის ადენომების დროს (მაგალითად, 100-150 გრამზე მეტი), რობოტული ადენომექტომია ხშირად უფრო რადიკალურ და სტაბილურ შედეგს იძლევა, ვიდრე შარდსადენის გავლით ჩატარებული მანიპულაციები და თანაც ნაკლებია შარდსადენის შევიწროვების რისკები
შარდის ბუშტის კიბოს რობოტული ქირურგიული მკურნალობა
შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობა, კერძოდ კი რადიკალური ცისტექტომია (შარდის ბუშტის ამოკვეთა) და შემდგომი რეკონსტრუქცია ანუ აღდგენა (ახალი სარდის ბუშტის შექმნა), უროლოგიაში და ონკოქირურგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მასშტაბურ ოპერაციად ითვლება. „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის“ მიდგომა ამ საკითხისადმი ათეულობით წლების გამოცდილებასა და უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს აერთიანებს.
ათწლეულების განმავლობაში ცენტრში წარმატებით ხორციელდებოდა ღია ცისტექტომია (გაკვეთით შარდის ბუშტის ლიკვიდაცია) და ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტის (Neobladder) შექმნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ოპერაციის ორიგინალური ტექნიკა, რომელიც ცენტრის გუნდმა შეიმუშავა, არაერთხელ იქნა მოხსენებული ამერიკის უროლოგთა ასოციაციის (AUA) კონგრესებზე. საერთაშორისო დონეზე დამტკიცდა, რომ ეს ტექნიკა მნიშვნელოვნად ამცირებს პოსტოპერაციულ გართულებებს და პაციენტს უნარჩუნებს ცხოვრების მაღალ ხარისხს.
დღეს ეს ურთულესი ოპერაცია ცენტრში უკვე რობოტული სისტემის გამოყენებით სრულდება. თუ ადრე ღია ქირურგია მოითხოვდა დიდ განაკვეთს და ხანგრძლივ რეაბილიტაციას, რობოტი ამ პროცესს სრულიად ცვლის:
- გართულებების მინიმუმამდე შემცირება: რობოტული მიდგომა მკვეთრად ამცირებს ისეთ სერიოზულ რისკებს, როგორიცაა თრომბოემბოლიური გართულებები და ჭრილობის გახსნა (დაჩირქება), რაც ღია ქირურგიის დროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო.
- მინიმალური სისხლდენა და ტკივილი: პოსტოპერაციული პერიოდი პრაქტიკულად უმტკივნეულოა, რადგან არ ხდება ქსოვილების ფართო ტრავმატიზაცია.
- სწრაფი რეაბილიტაცია: პაციენტები გაცილებით სწრაფად უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
რობოტული ახალი ანუ ხელოვნური შარდის ბუშტი (Neobladder)
რობოტული ტექნოლოგიით ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა არის უმაღლესი დონის მიღწევა თანამედროვე ქირურგიაში. ეს პროცესი მოითხოვს ქირურგის უბადლო ოსტატობას და ტექნოლოგიურ სრულყოფილებას.
„ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში რობოტული ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა არის იმის დასტური, რომ აქ რობოტული ქირურგიის განვითარებამ მსოფლიო დონის უმაღლეს წერტილს მიაღწია.“
ეს მიღწევა ნიშნავს, რომ პაციენტს, შარდის ბუშტის ამოკვეთის მიუხედავად, ეძლევა შანსი ჰქონდეს ფუნქციური ორგანო, რომელიც მაქსიმალურად იმეორებს ბუნებრივს, ოპერაცია კი ჩატარდეს უსაფრთხოდ, სისხლის დაკარგვისა და ხანგრძლივი ტანჯვის გარეშე
თირკმლის სიმსივნის რობოტული ქირურგიული მკურნალობა
თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობისას თანამედროვე მედიცინის მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ სიმსივნის ამოკვეთა, არამედ თირკმლის ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნება (Partial Nephrectomy). რობოტული ქირურგია ამ მიმართულებით გადამწყვეტ უპირატესობას ფლობს.
თირკმლის რობოტული რეზექცია vs ღია და ლაპაროსკოპიული ქირურგია
თირკმლის რეზექციის (ნაწილობრივი ამოკვეთის) დროს ქირურგს უწევს თირკმლის სისხლძარღვების დროებითი გადაკეტვა, რათა უსისხლო გარემოში ამოკვეთოს სიმსივნე. აქ ყოველი წამი გადამწყვეტია თირკმლის ფუნქციის შესანარჩუნებლად.
• ღია ოპერაცია მოითხოვს დიდ განაკვეთს წელისა თუ მუცლის არეში, ხშირად ნეკნის მოცილებასაც კი, რაც პაციენტისთვის ძალიან ტრავმულია. რობოტი კი ამ ყველაფერს რამდენიმე მცირე ნახვრეტით (პორტით) აკეთებს.
• მიუხედავად იმისა, რომ ლაპაროსკოპიაც მცირეინვაზიურია, მას არ აქვს რობოტის მსგავსი 3D ვიზუალიზაცია, 10 ჯერ გადიდებული გამოსახულება და მოძრაობის 360-გრადუსიანი მობილობა. რობოტი საშუალებას აძლევს ქირურგს, ბევრად უფრო სწრაფად და ზუსტად გაკეროს თირკმლის ჭრილობა სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ. ეს ამცირებს თირკმლის იშემიის (სისხლის მიწოდების შეწყვეტის) რისკს, რაც პირდაპირ აისახება იმაზე, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ორგანო ოპერაციის შემდეგ.
გამოცდილება „ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“
„ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ თირკმლის შემანარჩუნებელი რობოტული ოპერაციები უმაღლეს დონეზე, დიდი წარმატებით ხორციელდება.
ცენტრის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ რობოტული სისტემის დახმარებით ქირურგიული გუნდი ახერხებს 7-8 სანტიმეტრამდე ზომის სიმსივნეების ამოკვეთას თირკმლის შენარჩუნებით. პრაქტიკაში, დიდი ზომის სიმსივნეების დროს ხშირად მთლიანი თირკმლის ამოკვეთას (ნეფრექტომიას) ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა ქარაზანაშვილის ცენტრის გამოცდილება და რობოტული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ასეთი რთული კერებიც კი მოცილდეს ორგანოს დაზიანების გარეშე.
შედეგად, პაციენტი ინარჩუნებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოს, თავიდან იცილებს თირკმლის უკმარისობის რისკს და ოპერაციიდან რამდენიმე დღეში უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას.
რობოტული ქირურგიის გამოყენება გინეკოლოგიასა და კოლორექტალურ ქირურგიაში
გინეკოლოგია და ონკოგინეკოლოგია
გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას რობოტი ქირურგს აძლევს საშუალებას, იმუშაოს მილიმეტრული სიზუსტით, რაც გადამწყვეტია როგორც ორგანოს შენარჩუნებისთვის, ისე სიმსივნის რადიკალური მოცილებისთვის.
• საშვილოსნოს ყელის კიბო: ამ დიაგნოზის დროს ხშირად საჭიროა რადიკალური ჰისტერექტომია. რობოტული ქირურგია იძლევა საშუალებას, მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს საშვილოსნოს ყელის მიმდებარე ქსოვილებისა და ლიმფური კვანძების პრეპარირება. საუკეთესო ვიზუალიზაცია და გადიდებული გამოსახულება ქირურგს ეხმარება, თავიდან აიცილოს შარდსაწვეთებისა და მსხვილი სისხლძარღვების დაზიანება, რაც ღია ოპერაციისას მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.
• რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნება: საშვილოსნოს მიომების ამოკვეთისას (მიომექტომია), რობოტი უზრუნველყოფს საშვილოსნოს კედლის იდეალურ აღდგენას, რაც ქალებს მომავალში ფეხმძიმობისა და მშობიარობის შესაძლებლობას უნარჩუნებს.
კოლორექტალური ქირურგია
მსხვილი და სწორი ნაწლავის ოპერაციები ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა, სადაც რობოტული სისტემა შეუცვლელია.
მცირე მენჯის ვიწრო სივრცეში რობოტის ხელები ისეთი სიზუსტით მოქმედებენ, რომ მინიმუმამდე დაჰყავთ შარდსასქესო ფუნქციაზე პასუხისმგებელი ნერვების დაზიანების რისკი.
იდეალური ანასტომოზი: ნაწლავების შეერთებისას (ანასტომოზი) რობოტი უზრუნველყოფს ნაკერების უმაღლეს ხარისხს, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს გაჟონვის საფრთხეს
გამოცდილება და ნდობა
2 წელიწადში ჩატარებული 300-ზე მეტი რობოტული ოპერაცია არის მაჩვენებელი, რომლითაც საქართველო თურქეთის წამყვან კლინიკებს გაუთანაბრდა. პაციენტისთვის გადამწყვეტია ქირურგის გამოცდილება და როდესაც ქვეყანაში არსებობს გუნდი, რომელსაც რობოტული ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის ან 7-8 სანტიმეტრიანი სიმსივნის რეზექციის უნიკალური გამოცდილება აქვს, უცხოეთში წასვლის აზრი იკარგება.
„სახლში მკურნალობის“ ფაქტორი
ონკოლოგიური მკურნალობა ხანგრძლივი და სტრესული პროცესია. როდესაც პაციენტი ქვეყნის შიგნით იღებს იმავე (ან ხშირად უკეთეს) ხარისხს, რასაც თურქეთში:
- ის თავიდან იცილებს ენობრივ ბარიერს, ტრანსპორტირებისა და უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამატებით ხარჯებს.
- რეაბილიტაციის პროცესი საკუთარ გარემოში ბევრად უფრო სწრაფი და ფსიქოლოგიურად მსუბუქია.
ფასი და ხარისხი
„ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ მკურნალობის ხარისხი სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს (აშშ, გერმანია), თუმცა ფინანსურად ის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია ქართველი პაციენტებისთვის, ვიდრე ანალოგიური სერვისი თურქეთის თუ ევროპის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში.
საერთაშორისო ჰაბის სტატუსი
ამ ტექნოლოგიურმა არსენალმა ცენტრი აქცია სამედიცინო ტურიზმის ეპიცენტრად. დღეს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აღარ არის მხოლოდ ლოკალური კლინიკა — ის არის წამყვანი დაწესებულება აღმოსავლეთ ევროპისა, შავი ზღვის რეგიონის (თურქეთის ჩათვლით), კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით, სადაც პაციენტები ჩამოდიან მსოფლიო კლასის, უმაღლესი ხარისხის სერვისის მისაღებად. „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ არის ადგილი, სადაც უახლესი ტექნოლოგია და მრავალწლიანი გამოცდილება პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას.





