MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი უროლოგიური ჰაბი ანდროლოგია ერექციული დისფუნქცია

ტესტოსტერონი – მამაკაცური ჰორმონი

Тестостерон – мужской гормон

05/04/2023
რუბრიკა ერექციული დისფუნქცია, სიახლეები
ტესტოსტერონი
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე: English & Русский

ტესტოსტერონი – მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მომატებასთან ერთად ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითება მამაკაცისთვის ნორმალური მოვლენაა. ამ ჰორმონის დაბალმა დონემ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე.

ტესტოსტერონი ის ნივთიერებაა, რომელიც მამაკაცს მამაკაცად აქცევს. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მისი დონის სწრაფი მომატება კუნთების ზრდის, ხმის ტემბრის დადაბლების, სქესობრივი მომწიფების დაჩქარების მიზეზია. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტესტოსტერონი ორგანიზმს მამაკაცურ შესაძლებლობებს უნარჩუნებს. მისი დაქვეითება კი პირდაპირ კავშირშია მამაკაცის სექსუალურ შესაძლებლობებთან, კონკრეტულად ერექციულ დისფუნქციასთან. იმპოტენცია იგივე სექსუალური დისფუნქცია, მდგომარეობაა, როდესაც მამაკაცი ვერ ანხორციელებს სექსუალურ აქტს. იმპოტენცია მნიშვნელოვნად აზიანებს მამაკაცის ფსიქიკას და მოქმედებს პარტნიორთან თანაცხოვრების ხარისხზე.

ტესტოსტერონის დონე ორმოცი წლიდან იწყებს კლებას, მაგრამ უმნიშვნელო ტემპით – წელიწადში დაახლოებით 1-2%-ით. საშუალო ასაკის და ამაზე უფროსი მამაკაცების უმრავლესობა თითქმის ვერ ამჩნევს ტესტოსტერონის დონის კლებას.

სისხლში ჰორმონის შემცველობის მკვეთრი დაცემა კი მეტად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. მაშ, რა არის ტესტოსტერონის დონის დაქვეითება – დაბერების თანმხლები ბუნებრივი მოვლენა თუ სამედიცინო პრობლემა?

ექიმები გვარწმუნებენ, რომ თუ მამაკაცი არაფერს უჩივის, ტესტოსტერონის დონის განმსაზღვრელი ტესტის ჩატარება აუცილებელი არ არის. არ არსებობს ცნობები იმის თაობაზე, რაიმე შედეგს იძლევა თუ არა სიმპტომების უქონლობის შემთხვევაში ტესტოსტერონის დაბალი დონის მკურნალობა. მაგრამ თუ სიმპტომები აშკარაა, მკურნალობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

რა ხდება, როცა ტესტოსტერონის დონე დაბალია

თუ დეცილიტრ სისხლში ტესტოსტერონი 300 ნანოგრამზე ნაკლებია, მისი დონე ნორმაზე დაბალია. ასეთ დროს მოსალოდნელია სქესობრივი ლტოლვის დარღვევა, ერექციის პრობლემები, გუნება-განწყობილების შეცვლა, დაღლილობა, ძილის დარღვევა. იმ მამაკაცთა ნახევარი ან ორი მესამედი, რომელსაც ტესტოსტერონი ნორმაზე დაბალი აქვს, სწორედ ამ სიმპტომებს უჩივის.

ქალთა მენოპაუზისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ესტროგენის დონის დაქვეითება ყოველთვიურად ხდება. “ანდროპაუზა” – ტესტოსტერონის დონის დაქვეითება – წლობით მიმდინარეობს. ორგანიზმზე მისი გავლენა შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. თანამედროვე მედიცინა აქ ფაქტობრივად ერთსულოვანია. ის ტესტოსტერონის ხელოვნური განახლების მეთოდს გვირჩევს.

ჰორმონის მარაგის შევსება შეიძლება გელის, კანზე მისამაგრებელი ფირფიტების, ტაბლეტებისა და ინექციების მეშვეობით. ამ შემთხვევაში საერთო რეკომენდაცია ტესტოსტერონის ნორმალურ დონემდე მომატებაა.

ტესტოსტერონის დაბალი დონის გავლენა ჯანმრთელობაზე

შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ თითქმის უცნობია, რა ხანგრძლივ ეფექტს ახდენს ჯანმრთელობაზე ტესტოსტერონის დაბალი დონე. მას უკავშირებენ ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებას, მაგალითად, სიმსუქნეს, დიაბეტს, დეპრესიას, შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც. მაგრამ დაუზუსტებელია, იწვევს თუ არა ტესტოსტერონის დაბალი დონე ამ დაავადებებს.

ეს ჰორმონი ძვლების შემადგენლობაშიც შედის, ამიტომ მისმა უკმარისობამ შესაძლოა ძვლის სტრუქტურის ცვლილება გამოიწვიოს, რომელსაც ოსტეოპოროზს უწოდებენ.

თუ მამაკაცს ბარძაყის ძვალი მოსტყდა, სავარაუდოდ, მას ტესტოსტერონის დონე დაბალი აქვს. არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ტესტესტერონის დონის მომატება ამცირებს მოტეხილობის რისკს. ექიმების უმრავლესობა ტესტოსტერონის დაბალ დონესა და ძვლების მომატებულ სიმყიფეს ერთმანეთს უკავშირებს.

ტესტოსტერონის დონის მომატება: პლუსები და მინუსები

რამდენიმე წელია, გაიზარდა ტესტოსტერონზე გამოწერილი რეცეპტების რაოდენობა. ზოგიერთი სპეციალისტი მიესალმება ამას, სხვები კი ეჭვის თვალით უყურებენ.

ტესტოსტერონის ხელოვნური მომატება ნორმალური დოზებით, საერთო ჯამში, უსაფრთხოა, მაგრამ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ ბოლომდე მსგავსი პროცედურების შორეული შედეგები. არსებობს მონაცემები, რომ ტესტოსტერონის ნაკლებობის სიმპტომების მქონე მამაკაცების დიდი ნაწილი საერთოდ არ მკურნალობს. ცნობილია მკურნალობის მრავალი სხვა საშუალებაც, რომელიც ტესტოსტერონის დონის ხელოვნურად მომატებას ცვლის. ეს ჰორმონი ყოველთვის რომ გვეხმარებოდეს, შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

ექიმების მტკიცებით, იმ მამაკაცთა დაახლოებით 10%, რომელთაც ასეთი მკურნალობა ჩაიტარეს, სასურველ შედეგს ვერ იღებს. დაახლოებით 90% მდგომარეობის გაუმჯობესებას აღნიშნავს, მათი მეათედი კი ძალიან კმაყოფილია.

სამედიცინო კვლევების თანახმად, მამაკაცთა უმრავლესობამ მკურნალობის შედეგად გაიუმჯობესა სექსუალური ცხოვრება და თავი დააღწია ერექციის პრობლემებს. აშშ-ის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის კლინიკური რჩევების თანახმად, ზოგიერთმა მამაკაცმა ხელოვნურად არ უნდა მიიღოს ტესტოსტერონი.

პროსტატის კიბოთი დაავადებულთათვის მისი მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ჰორმონმა შესაძლოა კიბოს უჯრედების განვითარების სტიმულირება მოახდინოს. ტესტოსტერონის მიღების შედეგად სხვა დაავადებებიც შეიძლება გამწვავდეს, მაგალითად, აპნოე, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია, გულის უკმარისობა.

უკვე რამდენიმე ათეული წელია, მიმდინარეობს ტესტოსტერონის კლინიკური კვლევა, მაგრამ მეცნიერები საერთო აზრამდე ჯერ კიდევ არ მისულან. მამაკაცებმა, რომელთა სისხლის ანალიზმაც ამ ჰორმონის დაბალი დონე აჩვენა, საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანონ. ეს მათაც ეხება, ვინც, ყველაფრის მიუხედავად, შეძლო ექიმთან საუბარი ტესტოსტერონის დაბალი დონით გამოწვეული სიმპტომების შესახებ.

ექიმების თქმით, მამაკაცთა უმრავლესობა ამ თემაზე საუბარს გაურბის, რაც მათ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. მკურნალობის მარტივი მეთოდების გამოყენებით მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება სულ ადვილად შეიძლება.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

ევროპის უროლოგთა ასოციაციამ თავის ვებგვერდზე განათავსა ანონსი საქართველოში დაგეგმილი ონკოუროლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესის შესახებ

შემდეგი სტატია

ოპერაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – რა არის სიახლე? (ნახეთ ვიდეო)

პირველად საქართველოში და რეგიონში: პროსტატოს კიბოს უმტკივნეულო მკურნალობა — რობოტული ულტრაბგერითი თერაპია! (Focal One)
em-em-te

რობოტული ტექნოლოგიები უროლოგიაში — ნამდვილი გადატრიალება მედიცინაში!

ჰოსპიტალი
რობოტული ქირურგიის ცენტრი

მიკრო ულტრაბგერა 29MHz პროსტატის კიბოს სკრინინგსა და ადრეულ დეტექციაში

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

გამოხმაურება 12

  1. აჰაჰაბ says:
    2 წელი წინ

    გამარჯობა განვიხილავ ტესტოსტერონის მიღევას და მინდა შედარებით უსაფრთხოდ ჩაიაროს ყველაფერმა,კონსულტაციას შევძლებ თქვენთან?

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი წინ

      გამარჯობა. რა თქმა უნდა გაგიწევთ კონსულტაციას. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ჩვენი ოპერატორი ჩაგწერთ ექიმთან კონსულტაციაზე 0322 23 40 23

      პასუხი
  2. აგაგაჰსჯსჯ says:
    2 წელი წინ

    გამარჯობა,განვიხილავ ტესტოსტერონის მიღებას და მინდა შედარებით უსაფრთხოდ ჩაიაროს ყველაფერმა. კონსულტაციას შევძლებ თქვენთან სადმე ამ საკითხთან დაკავშირებით

    პასუხი
  3. კახა says:
    3 წელი წინ

    როგორ გავზარდო სისხლის მიმოქცევა მაქვს ხერხემლის Თიაქრის ოპერაცია გაკეᲗებული და მოკლედ ნერვის პრობლემები მაქვს სასქესო ორგანოᲨი სისხლის მიწოდების დონე როგორ უნდა გავზარდო რომ ნორმანულად მქონდეს ურᲗიერᲗობა ტესტესტერონის გაზრდა ან ნორმანი მოყვანა რა მედიკამენტებიᲗ ᲨეიᲫლწბა ან რა საკვები ეხმარება მას ნორმააᲨი მოსაყვანად 33 წლის ვარ

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 წელი წინ

      მოგესალმებით, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, დაგვირეკეთ 595 233023 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე

      პასუხი
  4. ინგა says:
    4 წელი წინ

    გამარჯობათ
    ვარ 37 წლის ქალბატონი, 10 წლის წინ დამეწყო ბუდობრივი თმის ცვენა (ალოპეცია) იმ პერიოდში რამოდენიმე წელი ვიღებდი ორსულობის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. მას შემდეგ წლებია, ხან ბოლომდე მცვივა, ხან ისევ შეივსება, ამ წლების მანძილზე უამრავ სამედიცინო დაწესებულებას მივაკითხე, მაგრამ უშედეგოდ. ერთერთ კლინიკაში დამინიშნეს პოლკორტოლონი. შედეგი გამოიღო, მაგრამ ისიც დროებით, ერთი წლის შემდეგ ისევ ცვენა დამეწყო. თმას ძალიან უნდა ამოსვლა, მაგრამ რაღაც უშლის ხელს, რადგან ისევ ცვივა როგორც კი ამოვა. აქ იმიტომ დავწერე, რომ ტესტოსტერონზე მინდა ყურადღების გამახვილება. შეკითხვაც არის და წუხილიც, რადგან არც ვიცი ვის მივმართო?
    მადლობა

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      4 წელი წინ

      დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  5. ანონიმური says:
    5 წელი წინ

    ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ვგრძნობ მკერდის არეში ტკივილს და ძლიერ ჭვალს, აგრეთვე სახსრებში ტკაცუნის ხმა მაქვს ხელებშიც და ფეხებშიც. ტესტოსტერონი დაბალი მაქვს უკვე წლებია, მკურნალობის შედეგი 0-ია. ანუ ტესტოს ნაკკებობის ბრალია ეს ყველაფერი? რას მირჩევთ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მიმართეთ კარდიოლოგს, დაგვიკავშირდით დაგაკვალიანებთ 032 2234023 555393267

      პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      პირველ რიგში გაიარეთ კარდიოლოგის კონსულტაცია და გადაიღეთ ხერხემლის რენტგენი

      პასუხი
  6. ანონიმური says:
    5 წელი წინ

    gamarjobat/mainteresebs marixuana rogor moqmedebs prostataze .

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      ცუდად

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პირველად საქართველოში და რეგიონში: პროსტატოს კიბოს უმტკივნეულო მკურნალობა — რობოტული ულტრაბგერითი თერაპია! (Focal One)
em-em-te

რობოტული ტექნოლოგიები უროლოგიაში — ნამდვილი გადატრიალება მედიცინაში!

ჰოსპიტალი
რობოტული ქირურგიის ცენტრი

მიკრო ულტრაბგერა 29MHz პროსტატის კიბოს სკრინინგსა და ადრეულ დეტექციაში

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC