საკვერცხის აპოპლექსია – გადაუდებელი მდგომარეობაა გინეკოლოგიაში. ხასიათდება საკვერცხის ქსოვილების მთლიანობის უეცრად დარღვევით (გასკდომით).
მას ზოგჯერ საკვერცხის ინფარქტსაც კი უწოდებენ. თან ახლავს ოვარიალურ ქსოვილში სისხლჩაქცევა, სხვადასხვა ხარისხის სისხლდენა მუცლის ღრუში და მწვავე ტკივილის სინდრომი. გინეკოლოგიური პათოლოგიების მქონე ქალების 1-3 %-თან გვხვდება, უხშირესად 20-35 წლის ასაკში.
უფრო ხშირად ვითარდება მარჯვენა საკვერცხის აპოპლექსია, რაც დაკავშირებულია მის ინტენსიურ სისხლმომარაგებასთან მარჯვენა საკვერცის არტერიით, რომელიც უშუალოდ აორტიდან გამომავალი სისხლძარღვია.
მაშინ როცა, მარცხენა საკვერცხის მკვებავი მარცხენა საკვერცხის არტერია, ღვიძლის არტერიის ტოტია.
საყურდღებოა ისიც, რომ მარჯვენა საკვერცხე მარცხენასთან შედარებით უფრო დიდი ზომებითა და მასით გამოირჩევა, ლიმფური სისტემაც შედარებით უკეთ აქვს განვითარებული ვიდრე მარცხენა საკვერცხეს.
კლინიკურ-მორფოლოგიური ნიშნებით განასხვავებენ სისხლჩაქცევებს:
• საკვერცის ფოლიკულური კისტიდან,
• მომწიფებული ფოლიკულებიდან ოვულაციის დროს,
• საკვერცხის სტრომიდან,
• ყვითელი სხეულის კისტიდან (დისფუნქციის მქონე საკვერცხიდან).
აპოპლექსიას 0,5-2,5 % შემთხვევაში თან ახლავს სისხლდენა მუცლის ღრუში.
გახეთქვის პროვოცირებას ახდენს მუცლის ტრავმა, ფიზიკური გადაძაბვა,
სპორტული დატვირთვა, სქესობრივი აქტი და ყველა ის ფაქტორი, რომელიც მუცლის ღრუს წნევის მომატებას განაპირობებს.
არცთუ იშვიათად გასკდომა აპენდიციტის განვითარებასთან კორელირებს. აღნიშნული პათოლოგია შეიძლება განვითარდეს მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ ფაზაში, თუმცა, ის უხშირესად
ოვულაციის ან უშუალოდ მენსტრუაციის დაწყების პერიოდში ხდება, როცა გონადოტროპული ჰორმონების დონე პიკს აღწევს. საკვერცხე შესაძლოა მენსტრუაციის შეკავების ფონზეც გასკდეს.
ძირითადი სიმპტომები
ძირითადი სიმპტომია ძლიერი ტკივილი და შინაგანი სისხლდენის ნიშნები.
ტკივილი აღმოცენდება უეცრად და ლოკალიზდება მუცლის ქვედა ნაწილში, შეიძლება ირადიაცია ჰქონდეს ჭიპის ან წელის არეში, სწორი ნაწლავისა და შორისის მიმართულებით. ტკივილი საკვერცხის აპოპლექსიის დროს სხვადასხვა ხასიათისაა: მუდმივი ან შეტევითი, მჩხვლეტავი ან შემბოჭავი. ტკივილის შეტევა გრძელდება 30 წუთიდან რამდენიმე საათს, დღე-ღამის განმავლობაში მეორდება რამდენჯერმე.
სისხლდენას საკვერცხის აპოპლექსიის დროს თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, მაჯისცემის (პულსის) გახშირება და შესუსტება, კანის სიფერმკრთალე, ზოგადი სისუსტე, თავბრუხვევა, ციებ-ცხელება, “გულის წასვლა”, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, ღებინება, შარდვის გახშირება, დეფეკაციის მოთხოვნილება. მენსტრუაციის შეკავების შემდეგ ზოგჯერ შეინიშნება სისხლიანი გამონადენი საშოდან.
სათანადო დახმარების დაყოვნების შემთხვევაში მუცლის ღრუში სისხლდენამ პაციენტის სიცოცხლეს შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის ზოგად დათვალიერებას, საშოს უკანა თაღის პუნქციას, მცირე მენჯის ულტრაბგერით კვლევასა და ლაპარასკოპიას.
მკურნალობა მოიცავს სასწრაფო – ქირურგიულ ჩარევას ორგანოშემანარჩუნებელი ან რადიკალური მეთოდით.
დროული დახმარებისა და გართულებათა (პერიტონიტი, შეხორცებები) არარსებობის შემთხვევაში პროგნოზი სიცოცხლისა და მომავალი ორსულობისათვის საიმედოა. თუმცა, სისხლის მნიშვნელოვანი დანაკარგისას შესაძლოა განვითარდეს ჰემორაგიული შოკი, არადროული და არასათანადო დახმარების შემთხვევაში კი ლეტალური გამოსავალიც კი!
გამარჯობათ,მაქვს ქრონიკული საკვერცხეების ანთება და წყლული, გავიკეთე ოპერაცია ამოვიღე ორივე მილი და ერთი საკვერცხე . გავიდა 3წელი, ისევ მაწუხებს დღეს განსაკუთრებით მომცა შეტევითი ტკივილი მუცლის არეში ჭიპთან მაქვს ყოველ დღე ყვითელი გამონადენი ,ვარ 32წლის
მოგესალმებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ჩვენ დაგიკავშირდებით და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას
მოგესალმებით ქალბატონო ნანა, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ჩვენ დაგიკავშირდებით და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას
გამარჯობა მარჯვენა მხარეს მაქვს ძლიერი ტკვილი რა შეიძლება განვითარდეს?
მოგესალმებით. მარჯვენა მხარე ტკივილი შესაძლოა რამდენიმე პათოლოგიის მანიშნებელი იყოს. საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს
გამარჯიბა მარცხენა საკვერცხეზე დროგამოშვებით მტკივა ოღონს ისე არარომ ვერგავუძლო ციკლიც 4დღე მაქვს როგორც ჩვეულდ უბრალოდ ვერვხვდები რამ შეიძლება ეს ტკივილი გამოიწვიოს დათუ შეგიძლიათ რომ რაიმე მირჩიოყ
მოგესალმებით. დაგვიკავშირდით ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი 032 2234023
გამარჯობათ,მარჯვენა საკვერცხესთა ვგრძნობ პერიოდულ ჩხვლეტას.რა შეიძლება დამმართნოდა?
მოგესალმებით,საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკა გთავაზობთ უფასო ონლაინ გასაუბრებას ექიმთან. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 599511688 მაია
Gamarjobat.marcxena sakvercxeze maq tkivilebi imdenad ara rom motmena gamichirdes.ciklic 9dge maq rac arasdros armqonia.viyavi eqintan gadavige eqoskopia mitxres rom sakvercxe shezrdilia sashvilosnoze.veraperi vergavige iqneb amixsnat kargad rame sashishroeba xom araris??madloba
თამთა ჩაეწერეთ გინეკოლოგის უფასო ონლაინ კონსულტაციაზე და დაგეხმარებით 555393267