(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

ურეთრის სტრიქტურა – რატომ ვითარდება შარდსადენი მილის შევიწროება

06/04/2023
რუბრიკა საშარდე გზების დაავადებები, სიახლეები, უროლოგიური ჰაბი
ურეთრა, ურეთრის სტრიქტურა | ფოტო
Share on Facebook Whatsapp

ურეთრის სტრიქტურა ანუ შარდსადენი მილის შევიწროება  ორივე სქესის წარმომადგენელთა პრობლემაა.  უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებთან, რადგან მათი შარდსადენი მილი ანატომიურად უფრო გრძელი და ვიწროა.   ქალების ურეთრა უფრო მოკლე და ფართოა. შარდსადენი მილის შევიწროების მიზეზი ქალებთან მძიმე მშობიარობა და სხვადასხვა სახის ტრავმა შეიძლება იყოს.

რატომ ვითარდება ურეთრის სტრიქტურა?

არსებობს პათოლოგიის თანდაყოლილი და შეძენილი  მიზეზები. მთავარი როლი მაინც ანთებით დაავადებებს (სქესობრივი გზით გადამდები  ინფექციების დროს) და ტრავმებს  მიუძღვით.

შარდსადენი მილის ნებისმიერი ანთება მის გამკვრივებას, შეშუპებასა და ქსოვილთა გაზრდა-გასქელებას იწვევს.

თუ ანთებით პროცესს დროზე უმკურნალებენ და თანაც სრულფასოვნად, შევიწროება შესაძლოა არ განვითარდეს. შორსწასული, ე.წ. მიშვებული შემთხვევები კი ხშირად მთავრდება ურეთრის სტრიქტურით. ძალზედ საშიშია მენჯის ძვლების დამაზიანებელი ტრავმებიც. ასეთი მოტეხილობების დროს ურეთრა ზოგჯერ სკდება, მისი შეხორცებისას  უხშირესად ნაწიბური ვითარდება, შედეგად კი შევიწროება მიიღება. შორისის არეზე დაცემა ასევე ხშირად ნაწიბურის ფორმირებით სრულდება.

ურეთრის შევიწროების მანიშნებელია:

  • შარდის წვრილი და დუნე ნაკადი;
  • გაძნელებული, წყვეტილი შარდვა;
  • ჭინთვა, ზოგჯერ ტკივილი;
  • შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის გაჩენა;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
  • სქესობრივი ფუნქციის დარღვევა და დეპრესია.

ურეთრის სტრიქტურა იკურნება ოპერაციით

სტრიქტურის მკურნალობამდე  საჭიროა სრულფასოვანი დიაგნოსტიკა. შევიწროების ზუსტი ლოკალიზაციის გარკვევა მეზობელ ქსოვილთა ჩართვის ხარისხის განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციისა და ეაკულატის გამოყოფის დარღვევათა დადგენა.  ყოველივე ამის გათვალისწინებით და სტრიქტურის (შევიწროების) გავრცელების ხარისხზე დამოკიდებულებით ხდება ოპერაციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა.

ურეთრის სტრიქტურის თანამედროვე მკურნალობა 3 სახის  ჩარევას მოიცავს:

  • 2 სმ-მდე შევიწროებისას, შევიწროებულ უბანს კვეთენ და შარდსადენი მილის ჯანსაღ ნაწილებს ერთმანეთს აკერებენ;
  • დიდი სტრიქტურის არსებობის ანუ შევიწროების დიდ მანძილზე გავრცელების  შემთხვევაში,ტარდება პლასტიკა.  მილის შევიწროებულ ნაწილს კვეთენ, მისი სანათურის ფორმირებას კი ლოყის ლოწოვანიდან ან ჩუჩის ქსოვილებიდან ახორციელებენ. ამ ოპერაციას ყველა ქირურგი ვერ ასრულებს, ის  ვირტუოზული უნარ-ჩვევების ფლობას მოითხოვს ოპერატორისგან.
  • ენდოსკოპიური ოპერაციები – ურეთრის სანათურში შეჰყავთ სპეციალური ინსტრუმენტი, რომლითაც შევიწროებულ უბანს სერავენ.  ჭრილობის ზედაპირზე ამაგრებენ კათეტერს სრულ შეხორცებამდე. ეს ოპერაცია ბევრად ნაკლებტრავმულია, ის უფრო ადვილად გადააქვთ პაციენტებს. ამ ტიპის ჩარევას ყოველთვის მიმართავენ,  როცა კი შარდსადენი მილის შევიწროების ხარისხი ამის საშუალებას იძლევა.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საშარდე გზების დაავადებათა მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: info@mmt.ge

Share on Facebook Whatsapp

ასევე გაეცანით

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთება | ფოტო
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

focal one
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

გურამ ქარაზანაშვილი
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

ცისტოსკოპია
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

Comments 8

  1. ანონიმური says:
    5 წელი ago

    Shardis sheukaveblobas, tu mkurnalobt?

    • mmthospital says:
      5 წელი ago

      მოგესალმებით, დიახ ვმკურნალობთ. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით ჩვენი კლინიკის ნომერზე: 0322 23 40 23.

  2. გიორგი says:
    4 წელი ago

    გამარჯობათ, ვარ 22-წლის და უკვე კარგახანია მაწუხებს შარდვასთან დაკავშირებული პრობლემებიც, კერძოდ გაძნელებული შარდვა, შარდვისას სითხის ძნელი გამოყოფა და ჩუჩის შებერვა ძნელად გამოთავისუფლებული შარდით, მესმის რომ ზუსტი დიაგნოზისათვის გამოკვლევებია საჭირო, მაგრამ დაახლოებით რა სახის პრობლემასთან შეიძლება მქონდეს საქმე, წინასწარ დიდი მადლობა

    • mmthospital says:
      4 წელი ago

      მოგესალმებით ბატონო გიორგი, აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია. მობრძანდით ჩვენთან კლინიკაში და დაგეხმარებით მკურნალობის მეთოდის შერჩევაში. შაბათს, 3 ნოემბერს დაგეგმილია უროლოგთან უფასო კონსულტაცია, ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  3. ანონიმური says:
    3 წელი ago

    11 წლის ბიჭს გაკეთებული აქვს ჰიპოსპადიის ოპერაცია სამ ეტაპად, ახლა სავარაუდოდ ურეთრის შევიწროება აქვს, რამაც ნარჩენი შარდი წარმოშვა, ეს პერიოდულად გვირთულდება მაღალი სიცხეებით რომელიც გამოწვეულია შარდში ინფექციით ..რა შეიძლება გაკეთდეს და თქვენთან თუ მკურნალიბენ მსგავსს პრობლემებს

    • mmthospital says:
      3 წელი ago

      მოგესალმებით, თქვენ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის კონსულტაცია გჭირდებათ, დაგვი8კავშირდით 032 2234023 555393267

  4. გიო says:
    2 წელი ago

    გამარჯობა, ურეთრის ენდოსკოპიური ოპერაცია გავიკეთე, ბევრი სტრიქტურა იყო და ხრტილივითააო ექიმმა. რამდენი პროცენტია ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდეს, ყველაფერი კარგად იქნებაო ექიმმა მაგრამ დიდ იმედს ვერ იძლევა, სად და რა ოპერაცია იქნება შედეგიანი 100% ით.

    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი ago

      მოგესალმებით. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

No Result
View All Result

სიახლეები

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთება | ფოტო
დაავადებები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება

focal one
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობის მეთოდი – Focal One – რუთი

გურამ ქარაზანაშვილი
მკურნალობის მეთოდები

პროსტატის კიბო – ადრეული დიაგნოსტიკიდან, ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს, უოპერაციო და სხივური თერაპიის გარეშე, მკურნალობამდე!

ცისტოსკოპია
გამოკვლევები

ცისტოსკოპია – საშარდე გზების დიაგნოსტიკა

ჩიყვი
სიახლეები

ჩიყვი – სიმპტომები და მკურნალობა

hormonoterapia
ონკოლოგია

ჰორმონოთერაპია პროსტატის კიბოს დროს

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია
(+995) 322 23 40 23

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
    • ვაკანსია
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
    • ექიმთან ჩაწერა
  • ფილიალები
  • კონტაქტი
  • პაციენტების ისტორიები
  • ექიმთან ჩაწერა
No Result
View All Result
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital

× მოგვწერეთ - ჩვენ მალე გიპასიხებთ!