პროსტატის, ანუ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველი ადგილი უკავია. პროსტატა გამოიმუშავებს სითხეს , რომელიც სპერმის გათხელებასა და სპერმატოზოიდების მოძრაობას უწყობს ხელს, რაც განაყოფიერებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. პროსტატის კიბო პროსტატაში განვითარებული სიმსივნური პროცესია . პროსტატის კიბოს სიმპტომები ადრეულ ეტაპზე თითქის არ ვლინდება , იგი ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ითვლებოდა, რომ პროსტატის კიბო ასაკოვანი მამაკაცების დაავადებაა , თუმცა უახლესი სტატისტიკური მონაცემები წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებული 40-50 წლის მამაკაცების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს.
პროსტატის კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისთვის.
როგორ ამოვიცნოთ პროსტატის კიბოს სიმპტომები?
ადრეულ სტადიაზე პროსტატის კიბოს სიმპტომები არ გააჩნია, იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შესაბამისად გამოვლენაც მხოლოდ კომპლექსური კვლევითაა შესაძლებელი . თუმცა მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ადრეულ ეტაპზე პროსტატის კიბოს სიმპტომები დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ადენომის ჩივილებისგან და პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მაგალითად, გახშირებული შარდვა, ღამის შარდვა, მტკივნეული შარდვა, შარდის ნაკადის მოდუნება, მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაა.შ. აგრეთვე მედიცინისთვის ცნობილია გარკვეული რისკ-ფაქტორები:
- ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება;
- მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა- პროსტატის კიბოს განვითარებისრისკი გაცილებით მეტია იმ მამაკაცებში, რომელთა ნათესავები ავადობდნენ პროსტატის კიბოთი;
მიუხედავად რისკ-ფაქტორებისა და ზემოთჩამოთვლილი ჩივილებისა, როგორც აღვნიშნეთ, ადრეულ სტადიაზე პროსტატის კიბოს სიმპტომები არ გააჩნია და მის გამოსავლენად აუცილებელია კომპლექსური კვლევები. ტრადიციულად, პროსტატის კიბოს სკრინინგისა და დიაგნოსტიკისათვის საჭირო გამოკვლევები პაციენტებისგან უამრავ დროსა და მატერიალურ რესურს მოითხოვდა, ამასთანავე სპეციფიკიდან გამომდინარე ასოცირდებოდა სხვდასხვა სახის დისკომფორტთან და ყველაზე მნიშვნელოვანი- ადრეულ ეტაპზე ჩარევა/მკურნალობა წარმოადგენდა ზედმეტად აგრესიულ ფორმას, როგორი სახითაც არ უნდა ყოფილიყო ის : ქირურგიული ღია წესით, ლაპარასკოპიული, თუ რობოტულ ასისტირებად ლაპარაკოპიული, ყველა შემთხვევაში მკურნალობის ამ მეთოდებით ხორციელდებოდა პროსტატის ლიკვიდაცია.
დღეს, მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევების წყალობით, პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გაცილებით საიმედო, ზუსტი, კომფორტული, ბიუჯეტური და სრულყოფილი გახდა!
უკვე ხელმისწვდომია ისეთი სადიაგნოსტიკო საშუალებები, რომლებიც პროსტატის კიბოს ადრეულ, უსიმპტომო სტადიაზეც კი 100% შემთხვევაში ავლენს, ესენია :
მიკროექოსკოპია – პროსტატის კვლევა ExactVu-ს მაღალი გარჩევადობის მიკრო ულტრაბგერით. ულტრათანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს პროსტატის საეჭვო უბნების 300%-ით გაზრდილ ვიზუალიზაციას.
დამიზნებითი ბიოფსია მიკროექოსკოპული კონტროლით -თარგეთული ბიოფსიის ერთ-ერთი ულტრათანამედროვე სახეობა, რომელიც აგარიდებთ ბრმა და არასაჭირო ბიოფსიებს, ხორციელდება ExactVu-ს მიკროექოსკოპიის აპარატით – სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურა ,უზუსტესი დიაგნოზის გარანტი!
,,ფიუჟენ’’ Fusion ბიოფსია მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკროექოსკოპიის ერთდროული კონტროლით – მიკროექოსკოპიისა და MRI-ის მონაცემების შერწყმა იძლევა ვიზუალიზაციისა და გარჩევადობის უმაღლეს დონეს, საეჭვო უბანზე ხორციელდება უზუსტესი დამიზნება , ბიოფსიის რეალურ დროში წარმოება და კიბო ვლინდება 100% შემთხვევაში
რათქმაუნდა, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) განსაზღვრა – კვლავ რჩება პროსტატის კიბოს სკრინინგის და ადრეული დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანეს იარაღად, თუმცა ევროპის უროლოგთა ასოციაციის უკანასკნელი რეკომენდაციებით შეიცვალა პსა-ს ნორმალური მაჩვენებლების ზღურბლოვანი სიდიდე. ახლა, როდესაც გვაქვს მიკრო-ექოსკოპია და თარგეთული “ფიუჟენ” ბიიფსიები, პსა-ს მაჩვენებელი ითვლება ნორმად, თუკი იგი არ აღემატება 2 ნგ/მლ-ს (ადრე ნორმად ითვლებოდა პსა-ს მაჩვენებლი 0-დან 4 ნგ/მლ-მდე). მაშასადამე, პსა იქნება ნორმის ფარგლებში და არ იქნება ეჭვი პროსტატის კიბოზე.თუმცა უნა აღინიშნოს, რომ თუკი პსა-ს მაჩვენებელი აღემატება 2ნგ/მლ-ს, ეს არ ნიშნავს ავტომატურად პროსტატის კიბოს ან პროსტატის ბიოფსიის განხორცილებლის აუცილებლობას; პროსტატის თარგეთული ან “ფიუჟენ” ბიოფსია ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:1. თუკი პსა მეტია 2ნგ/მლ-ზე და იმავდროულად პროსტატის მიკრო-ექოსკოპიური კვლევით ვლინდება სიმსივნეზე საეჭვო უბნები პროსტატაში და 2. თუკი პსა-ს მაჩვენებელი მეტია 4 ნგ/მლ-ზე.
და რაც მთავარია , რევოლუციური სიახლე პროსტატის კიბოს ადრეულ ეტაპზე მკურნალობაში-Focal One რუთ-ი, ანუ რობოტული ულტრაბგერითი თერაპია, რომელიც რადიაციული გამოსხივებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე, უოპერაციოდ, სულ რამდენიმე საათში ანადგურებს სიმსივნეს და პაციენტს უნარჩუნებს ჯანმრთელ ქსოვილებსა და პროსტატას- შესაბამისად, ცხოვრების ხარისხსაც, ვინაიდან პროსტატის შენარჩუნებით პაციენტს უნარჩუნდება ნორმალური სქესობრივი და შარდვის ფუნქციაც. ეს არის ის ინოვაციური სარგებელი, რომელიც პროსტატის კიბოს მკურნალობის სხვა არცერთ მეთოდს არ ახლავს და პაციენტისთვის კი მეტად მნიშვნელოვანია; თვით სხივური თერაპიის შემთხვევაშიც კი, რომელიც ასევე არ წარმოადგენს ქირურგიულ მეთოდს პროსტატის კიბოს მკურნალობა მიმდინარეობს კასტრაციასთან კომპლექსში.
ვინაიდან პროსტატის კიბოს სიმპტომები ადრეულ ეტაპზე თითქმის არ ვლინდება, დაავდებული მამაკაცთა ასაკი მკვეთრად გაახალგაზრდავდა, ხოლო თანამედროვე მედიცინას უკვე აქვს როგორც ადრეული დიაგნოსტიკის უზუსტესი მეთოდები, ასევე მკურნალობის ისეთი ეფექტური, დამზოგველი მეთოდი, როგორიც, Focal One რუთ-ია, შესაბამისად, პროსტატის კიბოს სკრინინგმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა : ადრეულ ეტაპზე გამოვლენისას, საკითხი დგება არა პაციენტის სიცოცხლის თვეობით გახანგრძლივებაზე, არამედ მის სრულ გამოჯანმრთელებაზე , ყოველგვარი ქირურგიული რისკებისა და ისეთი პრობლემების გარეშე, როგორიცაა სქესობრივი დისფუქნცია, ან შარდის შეუკავებლობა.