MMT ჰოსპიტალი
(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

მამოგრაფია – სარძევე ჯირკვლის კვლევა

24/03/2023
რუბრიკა მამოლოგია
რა ღირს მამოგრაფია

მამოგრაფია  სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მკერდის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად.  გამოკვლევის ეს მეთოდი ითვლება ერთ-ერთი ყველაზე ინფორმატიულად, რადგან მისი მეშვეობით   შესაძლებელია სარძევე ჯირკვალში არაპალპირებადი, მცირე ზომის წარმონაქმნების აღმოჩენა, ანუ სიმსივნური დაავადების გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი თვალით შემჩნევა ან ხელით შეგრძნება შეუძლებელია. შესაბამისად, მამოგრაფიის წყალობით, ექიმებს საშუალება აქვთ დანიშნონ დროული მკურნალობა.

მსოფლიოში,  ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული, სიცოცხლისათვის საშიში და გავრცელებული დაავადებაა.აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბოს  მაჩვენებელი საქართველოშიც ძალიან მაღალია და მეტიც, შეიმჩნევა დაავადების გაახალგაზრდავება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ისევე როგორც სიმსივნის სხვა სახეობების შემთხვევაში, მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის  სკრინინგის მნიშვნელობა სასიცოცხლოა, რადგან  დაავადების ადრეული დიაგნოსტირებისას მკურნალობა  გაცილებით ეფექტურია  და ზრდის პაციენტის გადარჩენის მაჩვენებელს.

რა არის მამოგრაფია და როდის ინიშნება ის?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას. მამოგრაფიის დროს, სარძევე ჯირკვლის სურათის მისაღებად, გამოიყენება უსაფრთხო, დაბალი დოზის რეტგენის სხივები.  კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა და რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი.

პროფილაქტიკის მიზნით, რეკომენდირებულია, რომ მამოგრაფია  ჩატარდეს 40 წელს ზევით ქალებში ჩივილის გარეშეც, ნებისმიერ ასაკში არსებული ჩივილების დროს- ეს იქნება მკერდის ტკივილი, გამონადენი, თუ  ახალი ნაოჭი სარძევე ჯირკვალზე, ასევე პლასტიკური ოპერაციის დაგეგმამდე, რადგან მცირე გადახრასაც კი შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.

რენტგენი, რომლითაც ტარდება მამოგრაფია არის არაინვაზიური და სრულიად უმტკივნეულო. მამოგრაფია გამოიყენება, როგორც საშუალება მკერდის სხვადასხვა ფორმის ანომალიების გამოსაკვლევად და დასადგენად, როგორიცაა ძუძუს კიბო, მკერდის ცისტები, სიმსივნეები, ან მკერდის ქსოვილში კალციუმის დაგროვება (კალციფიკაცია). 40 წლისა და უფროსი ასაკის ქალებისთვის ან გენეტიკურად ძუძუს კიბოს რისკის ქვეშ მყოფი ქალებისთვის რეკომენდებულია მამოგრაფიის რეგულარული ჩატარება.

ითვლება, რომ თუ მკერდის სიმსივნის რისკი დაბალია ან საშუალოა, მამოგრაფია უნდა განმეორდეს ყოველ ერთ ან ორ წელიწადში.


როგორ მოვემზადოთ მამოგრაფიისთვის?

მამოლოგები გვთავაზობენ რეკომენდაციებს, რომლებიც ქალებმა მამოგრაფიამდე უნდა დაიცვან, ესენია:

  • გამოკვლევიდან 3-4 დღით ადრე, კვების რაციონიდან გამორიცხეთ შოკოლადი, ალკოჰოლი, ყავა, ძლიერი ჩაი, რადგან მათ შეიძლება მომატება გამოიწვიოსსარძევე ჯირკვლების მგრძნობელობა და ტკივილის გამოვლენა პროცესისას.
  • რამდენიმე დღით ადრე, უარი თქვით დეზოდორანტებისა და ლოსიონების გამოყენებაზე, ვინაიდან  კოსმეტიკურ საშუალებებში მოთავსებულ ტალკი მკერდზე მოხვედრისას  სურათებზე გამოჩნდება როგორც ჩრდილები, რაც პათოლოგიის ნიშნად ჩაითვლება.
  • პროცედურის დაწყებამდე უნდა მოიცილოთ სამკაულები

გახსოვდეთ, სარძევე ჯირკვლის დაავადების უმეტესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. სარძევე ჯირკვალზე დაკვირვება დაგეხმარებათ დროულ დიაგნოსტიკაში. მამოგრაფია გამოავლენს ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება ვერ ინახოს კლინიკური გასინჯვის დროს – პათოლოგიების ადრეული გამოვლენა კი  წარმატებით მკურნალობის საწინდარია.

დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინი-ს’’ გახსნა – MMT Lifeline

შემდეგი სტატია

მორიგი ონკოლოგიური ოპერაცია

ასევე გაეცანით

mkerdis tkivili
მამოლოგია

მკერდის ტკივილი

mastiti
მამოლოგია

მასტიტი – სიმპტომები

სარძევე ჯირკვლის კიბო | ფოტო
მამოლოგია

სარძევე ჯირკვლების კიბო – 10 რისკ-ფაქტორი რომელიც დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

MMT ჰოსპიტალი
ონკოლოგია

რობოტული ტექნოლოგია, პროსტატის სიმსივნის მკურნალობა უოპერაციო და რადიაქტიული გამოსხივებისგან თავისუფალი მეთოდით

განახლებული სტაციონარული განყოფილება MMT Hospital-ში
სამედიცინო აპარატურა

განახლებული სტაციონარული განყოფილება MMT Hospital-ში

24-25 ნოემბერს ზუგდიდის MMT Lifeline-ს ექიმი უროლოგი დავით ზახაროვი ეწვევა
სიახლეები

24-25 ნოემბერს ზუგდიდის MMT Lifeline-ს ექიმი უროლოგი დავით ზახაროვი ეწვევა

25 ნოემბერს ქუთაისის MMT Lifeline-ს მამაკაცთა ჯანმრთელობის და პროსტატის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბურჯალიანი ეწვევა
სიახლეები

25 ნოემბერს ქუთაისის MMT Lifeline-ს მამაკაცთა ჯანმრთელობის და პროსტატის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბურჯალიანი ეწვევა

24 ნოემბერს ბათუმის MMT Lifeline-ს უროლოგი ვიტალი ჩაკვეტაძე ეწვევა
სიახლეები

24 ნოემბერს ბათუმის MMT Lifeline-ს უროლოგი ვიტალი ჩაკვეტაძე ეწვევა

პროსტატის მიკროექოსკოპული დამიზნებითი ფიუჟენ ბიოფსია
სიახლეები

ტრანსპერინეული ბიოფსია

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital