MMT ჰოსპიტალი- წარმოადგენს პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბს. ულტრათანამედროვე მეთოდების, მაღალტექნოლოგიური, მუდმივად განახლებადი აპარატურისა და მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალის წყალობით ჩვენთან უზრუნველყოფილია კომპლექსური, ინდივიდუალური მიდგომა ყოველი პაციენტებისადმი.
ზოგადი უროლოგიის ცენტრთან ერთად, ფუნქციონირებს პროსტატის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი, მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი, ონკოლოგიური პაციენტების პრე და პოსტოპერაციული მონიტორინგის ცენტრი და კენჭის დაშლის ცენტრი.
პროსტატის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი- პაციენტებს სთავაზობს პროსტატის დაავადებათა უზუსტესი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის აუცილებელ ყველა იმ მეთოდსა და სერვისს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც კი ახლა ინერგება: პროსტატის მიკრო-ექოსკოპია – პროსტატის კვლევა მაღალი გარჩევადობის მიკრო ულტრაბგერით; პროსტატის დამიზნებითი (თარგეთული) ბიოფსია მაღალი გარჩევადობის მიკრო-ულტრაბგერით, პროსტატის კიბოს 100%-იანი დიაგნოსტიკა ,,ფიუჟენ’’ (Fusion) ბიოფსიით, მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკრო-ექოსკოპიის ერთდროული კონტროლით; Focal one რუთი (რობოტული ულტრაბგერითი თერაპია ) პროსტატის კიბოს უოპერაციო, არაინვაზიური, რობოტული მეთოდით მკურნალობა-რევოლუციური სიახლე, რომელიც პროსტატის ლოკალიზებულ კიბოს ოპერაციის გარეშე, ერთ დღეში ანადგურებს. პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების უსაფრთხო და “უსისხლო“ /ენდოსკოპური ოპერაციები იაპონური კომპანიის/OLYMPUS სისტემის ულტრათანამედროვე აპარატურით: ბიპოლარული ტური, პლაზმური ვაპორიზაცია და ენუკლეაცია.
მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი -აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიის STORZ DUOLITH -ის აპარატურით, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქრონიკული პროსტატიტის და ტკივილის სინდრომის მკურნალობა უახლესი მეთოდით. უმტკივნეულო, არაინვაზიური, ნებისმიერი ასაკისთვის მისაღები, უსაფრთხო და მაღალეფექტური დარტყმით-ტალღოვანი თერაპია უზრუნველყოფს პროსტატის სისიხლის მიმოქცევისა და ფუნქციის აღდგენას, ტკივილების მოხსნასა და ერექციული ფუნქციის გაუმჯობესებას;
,,შტორცის” კენჭის დაშლის ცენტრი-ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ცენტრი შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობისათვის. ხორციელდება თირკმლისა და შარდსაწვეთის ნებისმიერი ზომისა და შემადგენლობის კენჭების გარანტირებული უოპერაციო მკურნალობა. STORZ-ის MODULITH SLX-F2 აპარატის ზუსტი, ძლიერი, უმტკივნეულო ტალღებისა და უნაკლო, ციფრული ვიზუალიზაციის წყალობით , იშლება ყველა ზომის, ფორმისა და შემადგენლობის, მათ შორის მარჯნისებური კენჭებიც;
პაციენტი იმ დღესვე ეწერება სახლში და რაც მთავარია, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა პაციენტის წონაზე, ხოლო ბავშვებისთვის და ორსულებისთვის კი გააჩნია კენჭის დაშლის სპეციალური პროგრამა.
(იხილეთ ჰოსპიტალის სტრუქტურა) scheme
MMT ჰოსპიტალი – ლიდერი უროლოგიური კლინიკა რეგიონში. ულტრათანამედროვე მეთოდების, მუდმივად განახლებადი აპარატურისა და მაღალკვალიფიციური მედპერსონალის წყალობით ჰოსპიტალში უზრუნველყოფილია კომპლექსური, ინდივიდუალური მიდგომა ყოველი პაციენტისადმი.
უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ონკოუროლოგი, ბავშვთა უროლოგი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი და საქართველოს ონკოუროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტია;
პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბის სამედი-ცინო და სამეცნიერო საქმიანობის წყალობით, საქართველო არაერთხელ მოექცა მსოფლიო უროლოგთა ყურადღების ცენტრში:
პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული და დანერგილი იქნა შარდის ბუშტის კიბოს ოპერაციის ინოვაციური ახალი ტექნიკა, რომლითაც სიცოცხლისთვის საშიში შემდგომი გართულებები საერთო პროცენტული მონაცემებით 30,3%-დან – 5,08%-მდე შემცირდა. აღნიშნული ტექნიკებით შესრულებული ცისტექტომიის ვიდეოაღწერილობა ჯერ კიდევ 2018 წელს მოხსენდა ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე და შეტანილია ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ვიდეო-ბიბლიოთეკაში.
წელს, კი ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე მიღებული იქნა „ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის“ ორი სამეცნიერო ნაშრომი:
- პროსტატის თარგეტული ბიოფსია მიკრო-ულტრაბგერის კონტროლით – ახალი სტანდარტი პროსტატის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში:
- პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული ინოვაციური ტექნიკით შესრულებული ცისტექტომიის (შარდის ბუშტის კიბოს ოპერაცია) შედეგები – როგორ შეამცირა ახალმა ტექნიკამ შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობისას მასშტაბური ქირურგიული
ჩარევის გართულებები.
MMT ჰოსპიტალის დევიზია „პაციენტი ყურადღების ცენტრში“, შესაბამისად პაციენტის კომფორტისა და მკურნალობის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად კლინიკის სტრუქტურაც შესაბამისია, MMT ჰოსპიტალში ფუნქციონირებს პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი სპეციალიზირებული ცენტრებით, ესენია: პროსტატის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი, მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი, კენჭის დაშლის ცენტრი, ქალთა უროლოგიის ცენტრი, ბავშვთა უროლოგიის ცენტრი და ონკოლოგიური უროლოგიის ცენტრი. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ასევე, გინეკოლოგიური, ქირურგიული და ონკოლოგიური სამსახურები; დიაგნოსტიკური ცენტრი, სადაც უმაღლეს დონეზე ხორციელდება ყველა სახის რადიოლოგიური კვლევადა, რა თქმა უნდა, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია. გარდა წამყვანი უროლოგების კონსულტაციებისა, MMT ჰოსპიტალში შესაძლებელია კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგისა და სხვ. მაღალკვალიფიციური სპეციალისტთა კონსულტაციების მიღება.
პროსტატის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი – პაციენტებს სთავაზობს პროსტატის დაავადებათა უზუსტესი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის აუცილებელ ყველა იმ მეთოდსა და სერვისს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც კი ახლა ინერგება:
პროსტატის მიკრო-ექოსკოპია – პროსტატის კვლევა მაღალი გარჩევადობის მიკრო ულტრაბგერით;
პროსტატის დამიზნებითი (თარგეთული) ბიოფსია მაღალი გარჩევადობის მიკრო-ულტრაბგერით, პროსტატის კიბოს 100%იანი დიაგნოსტიკა „ფიუჟენ” (Fusion) ბიოფ სიით, მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკრო-ექოსკოპიის მონაცემების შერწყმით;
Focal one რუთი (რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) პროსტატის კიბოს უოპერაციო, არაინვაზიური, რობოტული მეთოდით მკურნალობა-რევოლუციური სიახლე, რომელიც პროსტატის ლოკალიზებულ კიბოს ოპერაციის გარეშე, ერთ დღეში ანადგურებს.
პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების უსაფრთხო და “უსისხლო“ /ენდოსკოპური ოპერაციები იაპონური კომპანიის/OLYMPUS სისტემის ულტრათანამედროვე აპარატურით: ბიპოლარული ტური, პლაზმური ვაპორიზაცია და ენუკლეაცია.
მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი – აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიის STORZ-ის აპარატურით, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქრონიკული პროსტატიტის და ტკივილის სინდრომის მკურნალობა უახლესი მეთოდით. უმტკივნეულო, არაინვაზიური, ნებისმიერი ასაკისთვის მისაღები, უსაფრთხო და მაღალეფექტური დარტყმით-ტალღოვანი თერაპია უზრუნველყოფს პროსტატის სისიხლის მიმოქცევისა და ფუნქციის აღდგენას, ტკივილების მოხსნასა და ერექციული ფუნქციის გაუმჯობესებას;
„შტორცის“ კენჭის დაშლის ცენტრი – ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ცენტრში შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობისათვის ხორციელდება თირკმლისა და შარდსაწვეთის ნებისმიერი ზომისა და შემადგენლობის კენჭების გარანტირებული უოპერაციო მკურნალობა. STORZ-ის MODULITH SLX-F2 აპარატის ზუსტი, ძლიერი, უმტკივნეულო ტალღებისა და უნაკლო, ციფრული ვიზუალიზაციის წყალობით, იშლება ყველა ზომის, ფორმისა და შემადგენლობის, მათ შორის მარჯნისებური კენჭებიც; პაციენტი იმ დღესვე ეწერება სახლში და რაც მთავარია, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა პაციენტის წონაზე, ხოლო ბავშვებისთვის და ორსულებისთვის კი გააჩნია კენჭის დაშლის სპეციალური პროგრამა.
MMT ჰოსპიტალის ლაპარასკოპიული ცენტრი – MMT ჰოსპიტალის ლაპარასკოპიული ცენტრის სპეციალისტები იყენებენ მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამის ლაპარსკოპიულ მკურნალობის მეთოდებს უროლოგიაში, გინეკოლოგიასა და მუცლის ღრუს ქირურგიაში. ცენტრი ემსახურება ზრდასრულებს, მოზრდილებსა და ბავშვებს. ლაპარასკოპიული მეთოდის უპირატესობებია:
- ნაკლები ინვაზია
- სწრაფი რეაბილიტაცია – პაციენტი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, წოლით რეჟიმს, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას
- პოსტოპერაციული გართულებების გარეშე (არა თიაქარი, შეხორცება და ა.შ) ოპერაცია ვიდეოკონტროლით
- სტაციონარში დაყოვნების ნაკლები დრო