MMT ჰოსპიტალში მორიგი ურთულესი ონკოლოგიური ოპერაცია ჩატარდა
პროფესორმა ალექსანდრე ცალუღელაშვილმა, ახალგაზრდების გუნდთან ერთად, კიდევ ერთი ურთულესი ონკოლოგიური ოპერაცია ჩაატარა, ამჯერად მუცლის ღრუს ქირურგიის მიმართულებით. 63 წლის პაციენტი MMT ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობით საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, დიაგნოზი – გასტროინტენსტინური სიმსივნე გართულებული სისხლდენით.
კუჭიდან გარეთ, თავისუფალ მუცლის ღრუში გამოსული სიმსივნე, მჭიდრო კონტაქტში იყო კუჭუკანა ჯირკვალთან და აღინიშნებოდა ამ უკანასკნელის რღვევა. ფაქტობრივად, ონკოლოგიური ოპერაცია ატარებდა სასიცოცხლო ჩვენებას. მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალობის საწყის ეტაპად შერჩეული იქნა ოპერაციული ჩარევა, რაც განხორციელდა შემდეგი თანმიმდევრობით:
ამოკვეთილი იქნა მთლიანი კუჭი, ელენთა, ძირითადი სიმსივნე, კუჭუკანა ჯირკვლის კუდი და სხეული, ბადე-ქონები ერთ ბლოკში. რეზექციული ეტაპის შემდგომ ჩატარდა აღდგენითი ოპერაცია- ინვაგინაციური ანტირეფლუქსური შერთული ჩამოყალიბდა საყლაპავსა და წვრილ ნაწლავს შორის, შეიქმნა- ხელოვნური ,,ახალი’’ კუჭი.
პროფესორი ალექსანდრე ცალუღელაშვილი სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და MMT ჰოსპიტალის ქირურგიული სამსახურის უფროსია.
MMT-ჰოსპიტალში – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში მსოფლიო დონის კვალიფიკაციის ექიმებისა და მუდმივად განახლებადი მაღალი ტექნოლოგიების მეშვეობით ყოველდღიურად წარმატებით ტარდება პაციენტებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ურთულესი ონკოლოგიური ოპერაციები.