რა არის ჰორმონები და რა როლს ასრულებენ ისინი ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში?
ჰორმონები ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი მმართველი ელემენტია, რადგან მათზეა დამოკიდებული სხეულის ზრდა, ისინი განსაზღვრავენ სასქესო ნიშნების განვითარებას. გავლენას ახდენენ სიფხიზლესა და ყურადღებაზე, განწყობის და ხასიათის უეცარ ცვლილებაზე და არეგულირებენ მეტაბოლიზმს.
ქალის ჰორმონები – ესტროგენი, პროგესტრონი, პროლაქტინი – მათზეა დამოკიდებული ქალის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება. ესტროგენს საკვერცხეები გამოიმუშავებს. იგი არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს, ხელს უწყობს მეორეული სასქესო ნიშნების (სარძევე ჯირკვლების გადიდება, თმიანობა ბოქვენსა და იღლიაში) ჩამოყალიბებას.
მამაკაცური ჰორმონები – ანდროგენები – ყველაზე აქტიური კი ტესტოსტერონია. სწორედ ამ ჰორმონის არსებობის გამო აქვთ მათ ხმის დაბალი ტემბრი, ამოსდით წვერი და გაჩნიათ სექსუალური ლტოლვა. მამაკაცურ ხასიათსა და აგრესიულობასაც სწორედ ამ ჰორმონს მიაწერენ.
ჰორმონალური დისბალანსი
ჰორმონალური დისბალანსის დროს სხეულში სრული ქაოსი იწყება. დისბალანსი ქალებში უფრო მეტად გამოკვეთილია ვიდრე მამაკაცებში. მისი ნიშნებია:
- წონაში მატება – წონის მატების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ჰორმონალური დისბალანსი აღმოჩნდეს.
- თმის ცვენა ან პირიქით მომატებული თმიანობა ქალებში
- აკნე – გამონაყარი კანზე ქალებში შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისმა ჰიგიენამ, ცუდმა კვებამ, მენსტრუალური ციკლის ფაზებმა; მაგრამ ხშირად ეს სწორედ ჰორმონალური ფონის დარღვევას უკავშირდება.
- მოჭარბებული ოფლიანობა
- დაღლილობის შეგრძნება
- მეხსიერების დაქვეითება
- დაბნეულობა
- უხასიათობა, თავის ტკივილი, მენსტრუაციის დროს ტკივილი
- დეპრესია
- ძილის დარღვევები – ჰორმონებს, რომელიც ჩვენ მშვიდი ძილის საშუალებას გვაძლევენ ესტროგენი ჰქვია, მისი დეფიციტი, რომელიც მენოპაუზას, პერიმენოპაუზას და ზოგადად ჰორმონალურ დისბალანსს ახასიათებს, იწვევს ძილის დარღვევებს.
- მომნელებელი სისტემის პრობლემები – გასტრინი, სეკრეტინი, ჰოლეცისტოკინინი – ეს სამი ჰორმონია პასუხისმგებელი მონელებაზე და საკვების ისეთ მოლეკულებად გარდაქმნაზე რომ სისხლმა შეიწოვოს. მათი არევა მომნელებელი სისტემის დარღვევას იწვევს.
- მკერდის ცვლილება – ესტროგენების დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს მკერდის რბილი ქსოვილების სიმკვრივის შემცირება, ხოლო ამ ჰორმონის რაოდენობის მომატებას – მკერდის რბილ ქსოვილებში კვანძების გაჩენა. ორივე შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
- თმის ცვენა – თუ თმის ცვენა დაგეწყოთ და ამ პრობლემას ვერანაირი საშუალებით ვერ წყვეტთ, გამოიკვლიეთ ჰორმონები.
ჰორმონალურმა დისბალანსმა ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაზე. ქალებში ესტროგენის დონის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური ლუბრიკაციის დაქვეითება, რაც სექსს არასასიამოვნო ან თუნდაც მტკივნეულს გახდის. მამაკაცებში ტესტოსტერონის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია და ლიბიდოს დაქვეითება. ჰორმონალურმა დისბალანსმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ორსულობის დროს გართულებები. ამიტომ, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნება.
ჰორმონული დისბალანსის გამომწვევი მიზეზები:
- მემკვიდრეობა
- სტრესები და დეპრესია;
- თამბაქო
- რადიკალური დიეტა – წონის სწრაფი და მკვეთრი დაკლება საკვერცხეების ფუნქციონირებაზე ურყოფითად მოქმედებს.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ჰორმონალური დისბალანსის მკურნალობას საუკეთესო მეთოდებით
დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge