გულძმარვა – წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნებაა, ვრცელდება კუჭიდან ზედა მხარეს და ზოგჯერ ყელშიც. ასეთ დროს ხდება სპინქტერის ტონუსის დაქვეითება, საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით. ეს შეგრძნება ალბათ ყველას განუცდია, რადგან არსებობს ეპიზოდური გულძმარვა, თუმცა მისი ხშირი განმეორება ძლიერ დისკომფორტს იწვევს და შესაძლოა გარკვეულ დაავადებებზე მიგვითითებდეს.
გულძმარვა – წარმოქმნის მიზეზები
ღამით გულძმარვას დილით შემდეგი ჩივილები ახლავს: ყელის ტკივილი, სისუსტე, პირში უსიამოვნო გემო, ხველა. ასეთი ჩივილების დროს შესაძლოა ღამით კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში უკუამოიტყორცნებოდეს. ყოველივე ეს არღვევს ძილს და აქვეითებს შრომის უნარს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
გულძმარვის დროს აუცილებელია ჩატარდეს ენდოსკოპიური კვლევა – გასტროსკოპია, რის შედეგადაც მოხდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დათვალიერება. კვლევით უნდა გამოირიცხოს შემდეგი დაავადებების არსებობა: კუჭის წყლულოვანი დაავადება, 12- გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, თიაქარი. ენდოსკოპიურთან ეთად მიმართავენ ექოსკოპიურ და რენტგენოლოგიურ კვლევებს, ასევე PH მეტრიას, ანუ კუჭის მჟავიანობის განსაზღვრას.
MMT ჰოსპიტალიში სათესლე ჯირკვლის კიბოს ყველაზე თანამედროვე მეთოდებით ვმკურნალობთ.
დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge
- საკვების დიდი რაოდენობით მიღება;
- ტკბილი და ცხიმიანი საკვების ჭარბად მიღება;
- ჭარბი წონა;
- მოწევა;
- დიდი რაოდენობით ცხარე და ტკბილი საკვების მიღება;
- გარკვეული სამკურნალო მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება;
- ჭამის შემდეგ ფიზიკური დატვირთვა;
- საყლაპავის დიაფრაგმის ხვრელის თიაქარი.
როგორც აღვნიშნეთ, გულძმარვის მიზეზი შესაძლოა დიდი რაოდენობით მიღებული საკვები, ზედმეტად ცხიმიანი კერძი, ძნელად მოსანელებელი ბოსტნეული, ან მკვახე ხილი იყოს.
კუჭში გამომუშავდება მჟავა რეაქციის წვენი, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიემართება. კუჭის შიგთავსის უკუამოტყორცნას ხელს უშლის საყლაპავის ქვედა ნაწილში, მისი კუჭში გადასვლის ადგილას არსებული კუნთოვანი მომჭერი – სფინქტერი. საყლაპავიდან კუჭისკენ საკვების გადაადგილებისას იღება, მერე კი იხურება. თუ სფინქტერის ტონუსი დაქვეითდა, ის სათანადოდ ვეღარ იხურება ან დროდადრო თავისთავად იღება, კუჭის შიგთავსი კი უკან, საყლაპავში ადის.
გულძმარვა შესაძლოა წყლულის სიმპტომი აღმოჩნდეს: წყლულის დროს გულძმარვა ძლიერდება, როდესაც კუჭი ცარიელია, გულძმარვა ძლიერდება და გვიქმნის დისკომფორტს შუაღამისას და დილის პერიოდში, წვის შეგრძნება ვრცელდება მკერდის ძვლის არეში.