Robotic HIFU (Focal one)– პროსტატის კიბოს მკურნალობის უახლესი ერა
რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერმოკოაგულაცია პირველად დაინერგა 2021 წელს ერთდროულად აშშ-სა და საქართველოში. ის წარმოადგენს რობოტიზებულ მკურნალობის მეთოდს. განვლილმა 4 წელმა ჩვენ ნათლად დაგვანახა მეთოდის ეფექტურობა.
2022-2025 წლებში ეს ინოვაციური ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოს რამდენიმე წამყვან ქვეყანაში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მეთოდით სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება. მაგალითად ინგლისმა ის სულ ახლახანს 2025 წელს დანერგა . მაშინ, როდესაც ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ამ მეთოდით 4 წელია წარმატებულად ვმკურნალობთ პაციენტებს.
სიამაყით გვინდა ვთქვათ, რომ დღემდე ამიერკავკასიაში ვართ ერთადერთი კლინიკა სადაც ხელმისაწვდომია Robotic HIFU სერვისი.
ქართველ და უცხოელ პაციენტებს გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი სთავაზობს უროლოგიური სერვისების უმაღლეს სტანდარტს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით და გამოირჩევა ხარისხიანი მომსახურებით.
ეს არის ერთადერთი კლინიკა ამიერკავკასიაში, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია ყველა სახის უროლოგიური კვლევისათვის საჭირო ტექნოლოგია. კლინიკაში მოსულ პაციენტს სრული მომსახურების მიღება შეუძლია კლინიკის სივრციდან გაუსვლელად — დიაგნოსტიკიდან მკურნალობამდე.
რატომ უნდა აირჩიოთ რუთი ?
- მეთოდი არის უზუსტესი რობოტი ყველა მანიპულაციას ახორცილებს მილიმეტრული სიზუზტით
- დაზღვეულები ვართ ადამიანური შეცდომებისგან
- რუთი არ არის ოპერაცია
- არ არის ტრადიციული სხივური თერაპია
- არ აზიანებს ჯანსაღ ქსოვილებს
- ლოკალურად გაცხელების გზით კლავს სიმსივნურ უჯრედებს ჯანსაღ პროსტატას კი ინარჩუნებს
- პაციენტს კლინიკაში მხოლოდ ერჯერადი ვიზიტი სჭირდება
- პოსტ-ოპერაციული პერიოდი ძალიან ხანმოკლეა, იმავე დღესაც შეუძლია სახლში გაწერა
- პაციენტი ინარჩუნებს სქესობრივ ფუნქციას
- არ იწვევს შარდის შეუკავებლობას
როგორ მუშაობს Robotic HIFU თერაპია?
რუთი (Robotic HIFU) მუშაობს მაღალი გარჩევადობის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების, მიკროულტრაბგერის და ბიოფსიის მონაცემების შერწყმით. იძლევა პროსტატის დეტალურ 3D გამოსახულებას, ეს შესაძლებელს ხდის პროსტატის დაავადებული ქსოვილის ზუსტ ვიზუალიზაციას. ექიმს შეუძლია პროსტატის დანახვა სამ განზომილებაში, მკურნალობა იგეგმება ამ 3D გამოსახულების საფუძველზე და შემდეგ ტარდება რობოტუული ულტრაბგერითი თერაპია (რუთ-ი).
რუთის კომპონენტები და პროცესი
სისტემას შედგება სამკურნალო მაგიდის, მართვის პანელის, ვიზუალიზაციისა და თერაპიის ზონდისგან. მკურნალობის პროცესში:
- პაციენტი კომფორტულად წევს სამკურნალო მაგიდაზე გვერდითა პოზიციაში
- უროლოგი გეგმავს ნავიგაციას 3D გამოსახულებების საფუძველზე
- რობოტული სისტემა მილიმეტრული სიზუსტით ახორციელებს მკურნალობას რაც შეუძლებელია ხელით გაკეთდეს.
მკურნალობის უპირატესობები
- პროცესი სრულად კონტროლირებადია ექიმის მიერ
- შესაძლებელია მკურნალობის პროცესის რეალურ დროში მონიტორინგი
- ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია პროცესის შეჩერება და კორექტირება
- მკურნალობა ეფუძნება ზუსტ ვიზუალიზაციას, რაც მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ეფექტურობას უზრუნველყოფს
ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიებს როგორიცაა რობოტული ქირურგიული ოპერაციები პროსტატაზე, შარდის ბუშტზე თირკმელებზე საშვილოსნოზე საკვერცხეებზე და ა.შ.
ჩვენთან ხელმისაწვდომია პროსტატის კიბოს სკრინიგი ამიერკავკასიაში ერთადერთი 29 მეგაჰერციანი მიკროულტრაბგერით, პროსტატის დამიზნებითი ფიუჟენ ბიოფსია, კენჭების დაშლა უოპერაციო მეთოდით.
უროგინეკოლოგიური ოპერაციები, ისეთ პათოლოგიებზე, როგორიცაა შარდის შეუკავებლობა, საშოს გამოვარდნა და ა.შ.
ონკო-გინეკოლოგიური და ონკოლოგიური რობოტული ოპერაციები, ქიმიო/ჰორმონო/თარგეტული თერაპია და მრავალი სხვა სერვისი, რომლებზეც სრული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე.