ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიური კონგრესი (EAU25) მიმდინარეობს 2025 წლის 21-24 მარტს მადრიდში. ეს ღონისძიება წარმოადგენს ევროპის უდიდეს უროლოგიურ კონგრესს, რომელშიც მონაწილეობენ უროლოგიის სფეროს წამყვანი სპეციალისტები და მკვლევარები.
“როგორც გპირდებოდით, მსოფლიოს უდიდეს კონგრესზე აღიარებულ იქნა, რომ მიკრო-ულტრაბგერა და მრტ (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ერთნაირად ავლენს პროსტატის კიბოს.
ამავდროულად, მიკრო-ულტრაბგერა უფრო იაფია მრტ-ზე და უფრო სწრაფია. მაშასადამე მიკრო-ულტრაბგერა წარმოადგენს საუკეთესო ალტერნატივას პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში.
საქართველოში 5 ლოკაციაზეა ხელმისაწვდომის ეს უახლესი ტექნოლოგია,”- სოციალურ ქსელში გვიზიარებს ინფორმაციას გურამ ქარაზანაშვილი.
უკვე მრავალი ათეული წელია გურამ ქარაზანაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებს ევროპის უროლოგთა ასოციაციის კონგრესებზე. სწორედ მისი საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობა განაპირობებს “ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის” წარმატებას, რაც გამოიხატება პაციენტების ყველაზე თანამედროვე, ეფექტური მკურნალობის მეთოდებში და პაციენტების კმაყოფილებაში.