რენტგენი არის სხივური დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ეფუძნება რენტგენული სხივების გამოყენებას. ეს სხივები გადის ადამიანის სხეულში და გვაძლევს საშუალებას ანატომიური სტრუქტურების, როგორიცაა ძვლები, ორგანოები და ქსოვილების ვიზუალიზაციას. რენტგენი გვეხმარება სწრაფად და უმტკივნეულოდ გამოვავლინოთ ტრავმები, დაავადებები და სხვა პათოლოგიური ცვლილებები, რითაც ექიმს შეუძლია ზუსტი დიაგნოზის დასმა და ეფექტური მკურნალობის ჩატარება.
რა ინფორმაციას აძლევს ექიმებს რენტგენდიაგნოსტიკა?
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი უმთავრესად ორიენტირებულია უროლოგიურ პაციენტებზე, ამიტომ ხშირად ინიშნება კვლევები, რომლებიც საშუალებას იძლევა ზუსტად შეაფასოს შარდგამომყოფი სისტემის მდგომარეობა. ამ შემთხვევაში რენტგენოდიაგნოსტიკა განსაკუთრებით სასარგებლოა შარდგამომყოფ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის.
პროცედურებისათვის ხშირად გამოიყენება კონტრასტული ნივთიერება, რაც იძლევა საშუალებას დეტალურად შეფასდეს შარდგამომყოფი სისტემის ანატომია და მისი ფუნქციური მდგომარეობა. ასევე, ინტრავენური კონტრასტული ნივთიერების შეყვანა გამოიყენება თირკმლების, შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის მდგომარეობის შესაფასებლად.
რენტგენოდიაგნოსტიკა გამოიყენება შემდეგი პრობლემების დროს:
- საშარდე გზების ქრონიკული ინფექციები
- შარდკენჭოვანი დაავადება
- შარდის ბუშტის დაცლის პრობლემები
- საშარდე გზების ანატომიური დარღვევები
- საშარდე გზების ტრავმები
- შარდის შეუკავებლობა
- პოსტოპერაციული გამოკვლევა
- შარდის ბუშტის და ურეთრის ავთვისებიანი სიმსივნეები
- თირკმლების დაავადებები
- საშარდე გზების ობსტრუქცია
- საშარდე გზების ინფექციები
- ურეთეროჰიდრონეფროზი
- თირკმლების ფუნქციის შეფასება
- წინასაოპერაციო ან ოპერაციის შემდგომი კვლევები.
რენტგენის აპარატი
რენტგენოლოგიური კვლევები ტარდება ციფრულ აპარატზე SHIMADZU FLEXAVISION (იაპონია). ამ აპარატს აქვს ფართო შესაძლებლობები საუკეთესო გამოსახულების მისაღებად. რენტგენოაპარატი Shimadzu Flexavision გამოირჩევა რიგი უპირატესობებით: შესაძლებელია ფართო სპექტრის კვლევების ჩატარება- ზოგადი რენტგენოგრაფია, რენტგენოსკოპია და სპეციალიზებული პროცედურები. აქვს გამოსახულების მაღალი ხარისხი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დეტალური და ზუსტი დიაგნოზის დასმაში. შემცირებული დასხივების დოზის ტექნოლოგიები უზრუნველყოფს პაციენტების და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას.
როგორ მიმდინარეობს რენტგენდიაგნოსტიკის პროცედურა?
კვლევის ჩასატარებლად შეზღუდვები მინიმალურია.ზოგიერთი რენტგენოლოგიური კვლევა ტარდება მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ დროის განმავლობაში.უროლოგიური კვლევებისათვის ხშირად გამოიყენება საკონტრასტო ნივთიერება.