MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ონკოლოგიური ცენტრი

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ პროფესიონალებს! – შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობა “ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში”

04/03/2025
რუბრიკა ონკოლოგიური ცენტრი, სიახლეები, შარდის ბუშტის კიბო
Доверьте свое здоровье только профессионалам! - Лечение рака мочевого пузыря в ММТ госпитале
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე: Русский & English

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ პროფესიონალებს! “ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. აქ და­ა­ვა­დე­ბებს მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მკურ­ნა­ლო­ბენ. აქ შარ­დის ბუშ­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ კარ­გა ხა­ნია და­ნერ­გი­ლია ენ­დოს­კო­პი­უ­რი მე­თო­დი – სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის ერთ ბლო­კად მოკ­ვე­თა და სტან­დარ­ტუ­ლი მე­თო­დე­ბით უხი­ლა­ვი სიმ­სივ­ნუ­რი კე­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა – NBI რე­ჟი­მის გა­მო­ყე­ნე­ბით – რაც წარ­მო­ად­გენს მსოფ­ლიო სტან­დარტს თა­ნა­მედ­რო­ვე ონ­კო­ლო­გი­ურ ურო­ლო­გი­ა­ში.

რას მო­ი­ცავს შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს ენ­დოს­კო­პი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლე­სი მე­თო­დი­კა

სა­ბედ­ნი­ე­როდ, შარ­დის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა (80 %) არა­ინ­ვა­ზი­უ­რია, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ეპი­თე­ლუ­რი უჯრე­დე­ბი­დან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი ბუშ­ტის ღრუ­ში პო­ლი­პი­ვით იზ­რდე­ბა, არ სცილ­დე­ბა ლორ­წო­ვან გარსს, არ იჭ­რე­ბა ღრმად შარ­დის ბუშ­ტის კე­დელ­ში. თუ სიმ­სივ­ნე გას­ცდა ლორ­წო­ვა­ნი და კუნ­თო­ვა­ნი გარ­სე­ბის გამ­ყოფ შრეს – ბა­ზა­ლურ მემ­ბრა­ნა “ლა­მი­ნა პროპ­რი­ას” და ღრმად შე­იჭ­რა შარ­დის ბუშ­ტის კე­დელ­ში – ინ­ვა­ზი­ურ კი­ბო­ზე სა­უბ­რო­ბენ. კუნ­თო­ვან შრე­ში ჩაზ­რდილ, ე.წ. ინ­ვა­ზი­ურ კი­ბოს, კუნ­თო­ვა­ნი გარ­სის ლიმ­ფი­თა და სის­ხლით კარ­გი მო­მა­რა­გე­ბის გამო, მე­ტას­ტა­ზი­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კი აქვს; შარ­დის ბუშ­ტის მე­ტას­ტა­ზი­რე­ბუ­ლი კიბო კი ერთ-ერთი ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბაა, უკონ­ტრო­ლო, აგ­რე­სი­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, სამ­წუ­ხა­როდ, სწრა­ფად კლავს ადა­მი­ანს.

თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­ტის­ტი­კით, შარ­დის ბუშ­ტის კიბო 80% შემ­თხვე­ვა­ში არა­ინ­ვა­ზი­უ­რი და ლიკ­ვი­დი­რე­ბა­დია, შე­სა­ბა­მი­სად, მისი გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე (ექოს­კო­პი­უ­რი თუ ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვე­ბით დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სას) პირ­ველ ეტაპ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია წარ­მო­ნაქ­მნის ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რით მოკ­ვე­თა.

ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური არის ოქ­როს სტან­დარ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე ონ­კო­ლო­გი­ურ ურო­ლო­გი­ა­ში (მე­თო­დის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ბმულ­ზე ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური. მას აქვს არა მხო­ლოდ სამ­კურ­ნა­ლო, არა­მედ უდი­დე­სი სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო მნიშ­ვნე­ლო­ბაც, რად­გან სწო­რად და სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ტა­რე­ბულ ტურ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვა, შე­სა­ბა­მი­სი ტაქ­ტი­კის გან­სა­ზღვრა – ესა­ჭი­რო­ე­ბა თუ არა მას მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, შარ­დის ბუშ­ტის მთლი­ა­ნად ამოკ­ვე­თა (რა­დი­კა­ლუ­რი ცის­ტექ­ტო­მია).

ბი­პო­ლა­რულ ტურს პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს ლიკ­ვი­და­ცი­ი­სას, იმი­ტომ, რომ ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას არის სის­ხლდე­ნა. შარ­დის ბუშ­ტის კე­დე­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი სის­ხლმო­მა­რა­გე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, სის­ხლძარ­ღვე­ბით მდი­და­რია და შე­სა­ბა­მი­სად, საკ­მა­ოდ სის­ხლმდე­ნია სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნიც, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­ა­გუ­ლა­ცი­ის სა­კი­თხი ოპე­რა­ცი­ის დროს მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი და პრინ­ცი­პუ­ლია, ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სას ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა რთულ­დე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის არის სის­ხლით და­ფარ­ვის პი­რო­ბებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, შარ­დის ბუშ­ტის კედ­ლის გახ­ვრე­ტის, ნაწ­ლა­ვის და­ზი­ა­ნე­ბის, მუც­ლის ღრუ­ში სი­თხის გა­დას­ვლის, სიმ­სივ­ნურ უჯრედ­თა მი­მო­ფან­ტვის დიდი სა­შიშ­რო­ე­ბა იქ­მნე­ბა. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტორ­თა გათ­ვა­ლის­წე­ნე­ბით ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური ყვე­ლა­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, რად­გან დახ­ვე­წი­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი ენ­დო­ვი­დეო ტექ­ნო­ლო­გი­ის დახ­მა­რე­ბით სის­ხლდე­ნის კონ­ტრო­ლი­სა და გარ­თუ­ლე­ბა­თა არი­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური “ოლიმ­პა­სის” სის­ტე­მის (მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რი, ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბის) აპა­რა­ტუ­რით ტარ­დე­ბა. ამ კლი­ნი­კა­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, დიდი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უნი­კა­ლუ­რად ფლო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებს!

ამ კლი­ნი­კა­ში შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს ლიკ­ვი­და­ცია მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ერ­თბ­ლო­კად ენ­დოს­კო­პი­უ­რი მოკ­ვე­თით და NBI რე­ჟი­მის გა­მო­ყე­ნე­ბით წარ­მო­ებს! სწო­რედ ეს არის მე­თო­დის მთა­ვა­რი სი­ახ­ლე, მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ღე­ბი­სა და კი­ბოს­გან გან­კუ­რე­ბის გა­რან­ტი!

შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს ენ­დოს­კო­პი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ორი მთა­ვა­რი სი­ახ­ლე

სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის ერთ ბლო­კად მოკ­ვე­თა

შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს ერ­თბ­ლო­კად ლიკ­ვი­და­ცია გუ­ლის­ხმობს სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ამოკ­ვე­თას მისი და­ნა­წევ­რე­ბის გა­რე­შე. ამ მე­თო­დით სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი ზე­მო­დან შრე­ობ­რი­ვად კი არ იჭ­რე­ბა და იკ­ვე­თე­ბა (ბუჩ­ქის ეტა­პობ­რი­ვად გაკ­რეჭ­ვა-გა­თხე­ლე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად), არა­მედ ძი­რი­დან, კუნ­თო­ვა­ნი შრის გარ­კვე­ულ ნა­წილ­თან ერ­თად ერ­თმო­მენ­ტად “ამო­ი­სახ­სრე­ბა” (ისე რო­გორც ბუჩ­ქის ფეს­ვე­ბი­ა­ნად ამო­ძირ­კვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ხოლ­მე). კუნ­თო­ვა­ნი ბოჭ­კო­ე­ბის მი­ყო­ლე­ბა-ამოკ­ვე­თას უდი­დე­სი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს – ეს არის ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის ერთ-ერთი პრინ­ცი­პუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­მელ­ზეც პრაქ­ტი­კუ­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტის ბედი, რად­გან სწო­რედ კუნ­თო­ვან შრე­ში სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნით მსჯე­ლო­ბენ სა­ბო­ლო­ოდ კი­ბოს ინ­ვა­ზი­უ­რო­ბის სა­კი­თხზე. თუ ამოკ­ვე­თილ კუნ­თო­ვან ქსო­ვილ­ში ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით ვერ მო­ი­ძებ­ნა სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შარ­დის ბუშ­ტის კიბო არა­ინ­ვა­ზი­უ­რია, არ არის ჩაზ­რდი­ლი ბუშ­ტის კე­დელ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენტს არ დას­ჭირ­დე­ბა შარ­დის ბუშ­ტის სრუ­ლი ამოკ­ვე­თა, ხოლო თუ ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვით და­დას­ტურ­დე­ბა კი­ბოს ინ­ვა­ზი­უ­რო­ბა (ანუ კუნ­თო­ვან ელე­მენ­ტებს შო­რის მო­ი­ძებ­ნე­ბა სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბი) პა­ცი­ენტს მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა.

მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­ურ დას­კვნებ­ში ხში­რად სა­ერ­თოდ არ ფი­გუ­რი­რებს კუნ­თო­ვა­ნი ბოჭ­კო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა, რამ­დე­ნად სრულ­ფა­სოვ­ნად არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნის ლიკ­ვი­და­ცია ან რამ­დე­ნად ღრმად არის ჩაზ­რდი­ლი სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი შარ­დის ბუშ­ტის კე­დელ­ში. ამ პრინ­ცი­პულ დე­ტალ­ზე კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტის ბედი, მისი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგო­მი ტაქ­ტი­კა! სამ­წუ­ხა­როდ, თუ ამოკ­ვე­თილ მა­სა­ლა­ში არ არის მოხ­ვედ­რი­ლი კუნ­თო­ვა­ნი შრე, მსჯე­ლო­ბა კი­ბოს ინ­ვა­ზი­უ­რო­ბა-არა­ინ­ვა­ზი­უ­რო­ბის სა­კი­თხზე რთულ­დე­ბა, დი­აგ­ნო­ზი რე­ა­ლუ­რად და­უ­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი რჩე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენ­ტის შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლოა არა­სა­თა­ნა­დოდ და­ი­გეგ­მოს. მა­შა­სა­და­მე, სწო­რად და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტური ანუ შარ­დის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნის ენ­დოს­კო­პი­უ­რი (“უსის­ხლო”) ლიკ­ვი­და­ცია შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის ფუნ­და­მენ­ტია.

“ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში” შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს ენ­დოს­კო­პი­უ­რი (“უსის­ხლო”) დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით, უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით!

NBI რე­ჟი­მი და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბი­სას უხი­ლა­ვი სიმ­სივ­ნუ­რი კე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა, მათი მო­ძებ­ნა და ლიკ­ვი­და­ცი­აა.

ცნო­ბი­ლია, რომ შარ­დის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნე­თა 95%-ს ურო­თე­ლი­უ­რი კიბო წარ­მო­ად­გენს. ეს უკა­ნას­კნე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად შარ­დის ბუშ­ტის მთე­ლი ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის პა­თო­ლო­გი­აა, რად­გან სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სი მულ­ტი­ფო­კა­ლუ­რია და ლორ­წო­ვან შრე­ში გაბ­ნე­უ­ლი მრავ­ლო­ბი­თი კე­რე­ბის არ­სე­ბო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. სწო­რედ ამ უხი­ლა­ვი კე­რე­ბის (რომ­ლე­ბიც არ არის ზე­და­პირ­ზე ამო­ბურ­ცულ-სა­ხე­შეც­ვლი­ლი) იდენ­ტი­ფი­კა­ცია, სრუ­ლად მო­ძებ­ნა და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ამოკ­ვე­თაა ქი­რურ­გის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე ონ­კო­ქი­რურ­გია NBI რე­ჟი­მის უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ას ფლობს, რო­მე­ლიც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ოპ­ტი­კუ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე დახ­ვე­წი­ლი მე­თო­დია, და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ვიწ­როს­პექტრულ ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. თუ ჩვე­უ­ლებ­რივ, სი­ნათ­ლე 7 სპექტრი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბულ ენ­დოს­კო­პი­ურ აპა­რატ­ში სპე­ცი­ა­ლურ რე­ჟიმ­ში გა­დაყ­ვა­ნი­სას სი­ნათ­ლის წყა­რო გა­მო­ას­ხი­ვებს ვიწ­რო სპექტრის, მხო­ლოდ ლურ­ჯი (415 ნმ სიგ­რძის) და მწვა­ნე (540 ნმ სიგ­რძის) სი­ნათ­ლის ტალ­ღებს, რომ­ლებ­საც ინ­ტენ­სი­უ­რად შთან­თქავს ერით­რო­ცი­ტებ­ში (სის­ხლის წი­თელ უჯრე­დებ­ში) არ­სე­ბუ­ლი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, ვიწ­როს­პექტრუ­ლი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით ად­ვი­ლად იდენ­ტი­ფი­ცირ­დე­ბა ლორ­წო­ვა­ნის სის­ქე­ში და მის ქვეშ ღრმად მდე­ბა­რე სის­ხლძარ­ღვე­ბი. ე.წ. სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი შე­ქუ­ჩე­ბე­ბით, გრო­ვე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი სის­ხლსავ­სე უბ­ნე­ბი კი, ჩვე­უ­ლებ­რივ, სიმ­სივ­ნუ­რი კე­რე­ბია. ამ­გვა­რად, NBI რე­ჟი­მის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით შარ­დის ბუშ­ტის კედ­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ქი­რურგს უად­ვილ­დე­ბა უხი­ლა­ვი სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის სწრა­ფად მო­ძებ­ნა და ლიკ­ვი­და­ცია.

“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” არის პირ­ველ­თა­გა­ნი, ვინც შე­ი­ძი­ნა უახ­ლე­სი თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დე­ლის “ოლიმ­პა­სის” სის­ტე­მის (მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რი, ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბის) აპა­რა­ტი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში და და­ნერ­გა შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა ენ­დოს­კო­პი­უ­რი NBI მე­თო­დით.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ წლე­ვან­დე­ლი გზამ­კვლე­ვე­ბით (ე.წ. გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით) შარ­დის ბუშ­ტის ტუ­რის დროს აუ­ცი­ლე­ბელ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ად არის მიჩ­ნე­უ­ლი NBI რე­ჟი­მით ბუშ­ტის კედ­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ჩვენთან უკვე მე-3 წე­ლია და­ნერ­გი­ლია და მას წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა­ში. ასე რომ, ან­დეთ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს!

ჩა­ი­ტა­რეთ მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა “ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში”

 

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

ჰორმონოთერაპია

შემდეგი სტატია

ჰორმონოთერაპია პროსტატის კიბოს დროს

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

გამოხმაურება 2

  1. Neli akofovi says:
    7 წელი წინ

    Otxi wlis wi gavikete hardis buhtis opercia tirkmelidan wmosuli kenhi 22 mm iyo da imis tqma minda kidev hignit iyo badis msgavsi hanazardeb mgoni arabunebrivi asti dge katetes vatarebdi da bolos hemwuxebeli gaxda tareba kateteris. Amiigo eqimma axla maqvs sahineli alergiebi plus fsevdomona baqteria tu hardis buhti gadaivso hagroda mewyeba yelhi hxapna cemineba da cota xnit wamoxveleba da uhaeroba. Vcli tu ara hardis buhts gaivlis es alergiuli foni. Ertertma eqimaa mitxra kateterma heitana baqteria da alergic gamoiwvao amis pasuxi maintereseb xom araris rame es simtomi hardis buhtis simsivnis dasawyisi ra gavaketo alergiebze vmkurnalob

    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ნელი, საჭიროა სიღრმისეული კვლევა უროლოგთან. გასარკვევია კენჭის გაჩენის მიზეზი. ადექვტური მკურნალობა ჭირდება ინფექციას. შარდის ბუშტის გავსება არ უნდა იყოს ალერგიასთან კავშირში. აღნიშნული სიმპრომატიკით ვერ ვიტყვით რომ საწყისია სიმსივნის, კვლევებით გაირკვევა საბოლოო ჯამში. მობრძანდით კლინიკაში. ვიზიტის დასაჯავშნად უროლოგთან გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

უროლოგიური კვლევები
სიახლეები

უროლოგიური კვლევები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში
სიახლეები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC