რობოტული ქირურგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ინოვაციური მიღწევაა. ეს ტექნოლოგია გულისხმობს ქირურგის მიერ სპეციალური რობოტული სისტემის მართვას, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების მაღალ სიზუსტეს და მინიმალურ ინვაზიურობას.
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი ერთადერთი დაწესებულებაა კავკასიაში, სადაც რობოტ ასისტირებადი ოპერაციები ტარდება. ჩვენ ვიყენებთ TOUMAI MedBot-ს – უახლეს სისტემას, რომელიც ტელექირურგიის ლიდერია და შესაძლებლობებით უდრის მსოფლიოში აღიარებულ da Vinci Surgical System-ს.
ეს ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ უმაღლესი სიზუსტის ოპერაციები, რაც პაციენტებისთვის უკეთეს შედეგებს, სწრაფ გამოჯანმრთელებასა და უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიას უზრუნველყოფს.
რა არის რობოტული ქირურგიის უპირატესობები?
- მაღალი სიზუსტე – რობოტული სისტემები საშუალებას აძლევს ქირურგს იმუშაოს უმაღლესი სიზუსტით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ ოპერაციებში, სადაც მინიმალური დაშვება არის კრიტიკული.
- მინიმალური ინვაზიურობა – ღია ოპერაციები ხშირად მოითხოვს დიდ ჭრილობებს, რაც ზრდის ტკივილს და შეხორცების პერიოდს. რობოტული ქირურგია, პირიქით, უზრუნველყოფს მცირე ჭრილობებს, რაც ამცირებს პაციენტის ტკივილს და ინფექციის რისკს.
- სწრაფი გამოჯანმრთელება – მცირე ზომის ჭრილობები ნიშნავს, რომ პაციენტებს ნაკლები დრო სჭირდებათ საავადმყოფოში ყოფნისთვის და მათ შეუძლიათ სწრაფად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
- ნაკლები სისხლის დანაკარგი – რობოტული ქირურგიის დროს ნაკლები სისხლის დაკარგვა ხდება, რაც ამცირებს ანემიისა და სხვა გართულებების რისკს. ტკივილის სიმცირე კი ხელს უწყობს პოსტოპერაციულ სწრაფ აღდგენას.
- ადამიანური შეცდომისგან დაცვა – მაგალითად ქირურგის ხელის ტრემორი (კანკალი)
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
რობოტული ქირურგიის დროს ქირურგი ზის სპეციალურ მართვის კონსოლთან და უყურებს ოპერაციის არეს 3D მაღალი გარჩევადობის ეკრანზე. რობოტი იმეორებს ქირურგის თითოეულ მოძრაობას სიზუსტით, რომელიც ადამიანის ხელისთვის მიუწვდომელია. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით სასარგებლოა რთული ოპერაციების დროს, სადაც სიზუსტე გადამწყვეტია –მაგალითად, უროლოგიური ოპერაციების დროს.
ჩვენს კლინიკაში ტარდება შემდეგი ოპერაციები:
უროლოგიური რობოტული ოპერაციები
პროსტატის ოპერაციები:
- პროსტატის რადიკალური ლიკვიდაცია ავთვისებიანი სიმსივნის დროს
- პროსტატის დიდი ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეების ოპერაციები (ადენომექტომია)
თირკმლის ოპერაციები:
- თირკმლის სრული ლიკვიდაცია (რადიკალური ნეფრექტომია)
- თირკმლის სიმსივნის ლიკვიდაცია თირკმლის შენარჩუნებით (ნაწილობრივი ნეფრექტომია)
- თირკმლის კისტის ლიკვიდაცია, თირკმლის შენარჩუნებით
შარდსაწვეთის ოპერაციები:
- თირკმლის მენჯ-შარდსაწვეთის შევიწროების პლასტიკა
- შარდსაწვეთის გადანერგვა შარდსაწვეთის შევიწროებისას (შარდსაწვეთის რეიმპლანტაცია)
თირკმელზედა ჯირკვლის ოპერაციები:
- თირკმელზედა ჯირკვლის სრული ლიკვიდაცია (ადრენალექტომია)
- თირკმელზედა ჯირკვლის კისტის ლიკვიდაცია, თირკმელზედა ჯირკვლის შეანრჩუნებით
შარდის ბუშტის რობოტული ოპერაციები:
- შარდის ბუშტის რადიკალური ლიკვიდაცია შარდის ბუშტის სიმსივნისას (რადიკალური ცისტექტომია)
- შარდის ბუშტის ნაწილობრივი ლიკვიდაცია შარდის ბუშტის სიმსივნისას (რეზექცია)
- შარდის ბუშტის დივერტიკულის ლიკვიდაცია
შარდოვანი ფისტულების ოპერაციები:
- შარდის ბუშტ-საშოს ფისტულის პლასტიკა
- შარდის ბუშტ-საშვილოსნოს ფისტულის პლასტიკა
- შარდსაწვეთ-საშოს ფისტულის პლასტიკა
შარდის შეუკავებლობის ოპერაციები ქალებში:
- კოლპოსუსპენზია (ბარჩის ოპერაცია – საშოს ფიქსირება ბოქვენთან)
- საშვილოსნოს პრომონტო-ფიქსაცია (საშვილოსნსო ფიქსირება გავის ძვალთან)
გინეკოლოგიური რობოტული ოპერაციები
საშვილოსნოს ყელის სიმსივნის (კიბოს) ოპერაციები:
- საშვილოსნოს სრული ლიკვიდაცია (რადიკალური ჰისტერექტომია)
საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმისვნის ოპერაციები:
- საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნის ლიკვიდაცია, საშვილოსნოს შენარჩუნებით (მიომექტომია)
საკვერცხის კისტები და სიმსივნეები:
- საკვერცხის სრული (ოვარექტომია) ან ნაწილობრივი ლიკვიდაცია (რეზექცია)
- საკვერცხის კისტის ლიკვიდაცია საკვერცხის შენარჩუნებით (კისტექტომია)
საშვილოსნოს პროლაფსი (გამოვარდნა):
- საშვილოსნოს ლიკვიდაცია (ჰისტერექტომია)
- საშვილოსნოს ფიქსირება (პრომონტო-ფიქსაცია)
მუცლის ღრუს რობოტული ოპერაციები
- კუჭის სრული ლიკვიდაცია სიმსივნის დროს (გასტრექტომია)
- კუჭის ნაწილობრივი ლიკვიდაცია (რეზექცია)
- მსხვილი ნაწლავის სიმსივნე (მსხვილი ნაწლავის რეზექცია)
- სწორი ნაწლავის ლიკვიდაცია სიმსივნის დროს (ექსტირპაცია)
- ნაღვლის ბუშტის ლიკვიდაცია (ქოლეცისტექტომია)
- პანკრეასის სიმსივნის ლიკვიდაცია (პანკრეატო-დუოდენალური რეზექცია)
პაციენტისთვის რობოტული ქირურგიის სარგებელი:
- ხანმოკლე საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი – პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ რობოტული ქირურგია, ხშირად 2-3 დღეში შეუძლიათ დაბრუნდნენ სახლში.
- სწრაფი რეაბილიტაცია – პაციენტები სწრაფად უბრუნდებიან ყოველდღიურ აქტივობებს, რაც ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
- ესთეტიკური უპირატესობები – მცირე ზომის ჭრილობების გამო ნაკლებად აღინიშნება ნაწიბურები, რაც ესთეტიკური თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი.
დასკვნა
რობოტული ქირურგია წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ მიღწევას. მისი სიზუსტე, უსაფრთხოება და პაციენტისთვის სასარგებლო შედეგები ამტკიცებს, რომ ეს მეთოდი მომავლის ქირურგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. რობოტული სისტემების გამოყენება ექიმებს საშუალებას აძლევს, რომ ოპერაციები ჩაატარონ უფრო მაღალ დონეზე, რაც ზრდის წარმატების შანსებს და ამცირებს გართულებების რისკებს. ეს ტექნოლოგია წარმოადგენს მედიცინის იმ ნაწილს, რომელიც მუდმივად ვითარდება და მრავალი პაციენტისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწრაფი გამოჯანმრთელებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების დროს.
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge
ან ჩაეწერეთ მითითებულ ბმულზე – mmt.ge/visit