ერექციული დისფუნქციის მკურნალობა განსაკუთრებულად ეფექტურია დარტყმით-ტალღოვანი თერაპიით, მეთოდი, რომლის დროსაც სასქესო ასოს ზედაპირიდან ღრმად მდებარე ქსოვილებზე მაღალი ენერგიის დაბალსიხშირული აკუსტიკური ტალღების ზემოქმედება ხდება.
პროცედურა სრულიად უმტკივნეულო, არაინვაზიური, უსაფრთხო და რაც მთავარია, მაღალეფექტურია, რადგან ქსოვილებში ფოკუსირებული ტალღები ასტიმულირებს ახალი არტერიოლების წარმოქმნას (ნეოანგიოგენეზს), აუმჯობესებს ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლმომარაგებას და ქსოვილთა ოქსიგენაციას (ჟანგბადით მომარგებას), თავის მხრივ, მიკროცირკულაციის გაუმჯობესება აწესრიგებს ასოს ქსოვილთა ტროფიკას, ააქტივებს ერექციის წარმოქმნის სისხლძარღვოვანი მედიატორების გამომუშავებას, აჩქარებს ქსოვილთა გაჯანსაღების პროცესს, ხელს უწყობს უჯრედთა რეგენერაციას და უზრუნველყოფს ერექციის განვითარებას.
დარტყმით-ტალღოვან თერაპიას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. პროცედურა ადვილად გადასატანია ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის. ერექციული ფუნქციის გაუმჯობესება პირველივე პროცედურის შემდეგ შეინიშნება, რაც დიდ ფსიქომასტიმულირებელ გავლენას ახდენს პაციენტებზე.
 არ საჭიროებს წამალს
 არ საჭიროებს წამალს აღადგენს დაზიანებულ სისხლძარღვებს
 აღადგენს დაზიანებულ სისხლძარღვებს უმტკივნეულოა
 უმტკივნეულოა არაინვაზიურია
 არაინვაზიურია პროცედურა გრძელდება მხოლოდ 20 წუთი
 პროცედურა გრძელდება მხოლოდ 20 წუთი უკუჩვენებების გარეშეა
 უკუჩვენებების გარეშეა კლინიკის დატოვება შეგიძლიათ პროცედურის დასრულებისთანავე
 კლინიკის დატოვება შეგიძლიათ პროცედურის დასრულებისთანავეერექციული დისფუნქცია – პრევენცია
იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ერექციული დისფუნქცია მამაკაცებმა უნდა დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანსაღი დიეტით, რეგულარული ვარჯიშით, არ მოწევით და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვით. ასევე მნიშვნელოვანია ქრონიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა ან მაღალი ქოლესტერინი. სტრესისა და შფოთვის მართვა, საკმარისი ძილი, წონის კონტროლი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ერექციული დისფუნქცია. გარდა ამისა, რეგულარულi შემოწმება ჯანდაცვის პროვაიდერთან დაგეხმარებათ ერექციული დისფუნქციის პოტენციური რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებაში და მოგცემთ ადრეული ჩარევის საშუალებას.
 
			





