(2020 წლის 15, 16 და 17 იანვარს 10 დან 18 სთ მდე. მისამართი ლუბლიანას ქ. 5 მე-9 სართული)
ძვირფასო კოლეგებო,
პროსტატის მიკრო-ექოსკოპია ანუ მიკრო-ულტრაბგერითი კვლევა წარმოადგენს უახლეს ულტრათანამედრივე ტექნოლოგიას, რომლემაც რევოლუციური გადატრიალება მოახდინა პროსტატის კიბოს და პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკაში.
მიკრო-ექოსკოპია 300% ით აუმჯობესებს პროსტატის ვიზუალიზაციას ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით.
მიკრო-ექოსკოპიით შეგვიძლია განვახორციელოთ უზუსტესი, დამიზნებითი პროსტატის ბიოფსია, რაც დღემდე არ ხორციელდებოდა, არც საქართველოში და არც ჩვენს რეგიონში.
მიკრო-ექოსკოპიის დიაგნოსტიკური სიზუსტე პროსტატის კიბოს გამოვლენის თვალსაზრისით აღემატება მაგნიტური რეზონანსის სიზუსტეს.
მოკრო-ექოსკოპიის გამოყენებით შესაძლებელია მიკროსკოპულ დონეზე დავათვალიეროთ პროსტატა და გამოვავლინოთ მისი ნებისმიერი დაავადება.
გაცნობებთ, რომ MMT HOSPITAL -მა განახორციელა უპრეცენდენტო ინვესტიცია და შემოიტანა უახლესი, 2019 წლის ტექნოლოგია მაღალი რეზოლუციის მიკრო-ექოსკოპიის აპარატი- EV-SYS2HR-220, https://www.exactimaging.com/
საქართველოსა და რეგიონში პირველად!!! 2020 წლის 15, 16 და 17 იანვარს, მიკრო-ექოსკოპიის უცხოელი ექსპერტები, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, პროფესორი ანდრო (ბაჩა) ძნელაძე და პროფესორი მალხაზ მიზანდარი, MMT HOSPITAL – ში განახორციელებენ პროსტატის მიკრო-ექოსკოპიურ კვლევებს და პროსტატის დამიზნებით ბიოფსიებს მიკრო-ექოსკოპიის გამოყენებით.
დაინტერესების შემთხვევაში MMT HOSPITAL გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ამ აქციაში. კერძოდ კი თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ჩაწეროთ საკუთარი პაციენტები პროსტატის ექოსკოპიაზე ან ბიოფსიაზე და მონაწილეობა მიიღოთ დიაგნოსტიკის განხორციელებაში მიკრო-ექოსკოპიის აპარატის საშუალებით.
პაციენტების ჩასაწერად, გთხოვთ მოგვწეროთ ან სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 223 40 23
MMT HOSPITAL-ი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და იმედს იტოვებს, რომ ჩვენ ერთად მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქართული მედიცინის განვითარებაში
ai es ukve ragacas nishnavs
რა ჯდება გამოკვლევა აქციის გარეშე გთხოვთ გამაგებიოთ მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით, აქციიის გარეშე მიკროექოსკოპით კვლევა 300ლარია.დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 22234023
რამდენად ხელმისაწდომია პაციენტაბისთვის ეს გამოკვლევა შევძლებთ ყველა გადახდას ?
ბატონო ალექს, კონკრეტულად რომელი კვლევა გაინტერესებთ დაგვიკავშირდით და მოგაწვდით ინფორმაციას. 032 2234023