fbpx

საკვერცხის კიბო

pharmamar stock ovarian cancer

საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბო – საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კარცინომას სიხშირით პირველი ადგილი უკავია. საკვერცხის კიბომ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად კლიმაქსისწინა და კლიმაქსურ პერიოდში ვითარდება.

განასხვავებენ საკვერცხის კიბოს პირველად, მეორეულ და მეტასტაზურ ფორმებს.
საკვერცხის პირველადი კიბო, წესისამებრ, ორმხრივია. წარმონაქმნი ხორკლიანი და მკვრივია, იშვიათად აღწევს დიდ ზომას.

სტრუქტურა ჯირკვლოვანი აქვს, თუმცა შეიმჩნევა მკვრივი ეპითელური კერებიც. საკვერცხის პირველადი კიბო ყველაზე ხშირად 30 წლამდე ასაკში გვხვდება.

საკვერცხის მეორეული კიბო უმეტესად საკვერცხის კისტის საფუძველზე წარმოიქმნება. ეს კეთილთვისებიანი კისტოზური სიმსივნეები სხვადასხვა ზომისაა და სავსეა ან გამჭვირვალე სითხით, ან ლორწოთი, ან საგოზავისმაგვარი ნივთიერებით. ყველაზე ხშირად ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის სეროზული კისტომები – პაპილომური წანაზარდები. ეს წანაზარდები გარეგნულად ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს და ნაწილობრივ ავსებს კისტის ღრუს. სეროზული კიბო უმეტესად 40-60 წლის ქალებს შორის გვხვდება, მუცინოზური კი 60 წელს გადაცილებულებს შორის.

საკვერცხის მეტასტაზური კარცინომა შესაძლოა განვითარდეს კიბოთი დაზიანებული ნებისმიერი ორგანოდან, თუმცა ყველაზე ხშირად კუჭის კარცინომიდან იღებს სათავეს.

სიმსივნური უჯრედები საკვერცხეებში აღწევენ სისხლის ნაკადის მეშვეობით ან ლიმფური გზით. საკვერცხის მეტასტაზურ კიბოს სწრაფი ზრდა და ავთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს.

უმეტესად ორივე საკვერცხე ზიანდება. სიმსივნე მალევე გადადის მცირე მენჯის ღრუში და მრავალრიცხოვან ხორკლოვან სიმსივნურ კვანძს წარმოქმნის.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საკვერცხის სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. https://mmt.ge/doctor/davith-qharsimashvili/

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

საკვერცხის კიბო – ავთვისებიანი სიმსივნის განსაკუთრებული ფორმაა ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომა. ცისტადენომა გარეგნულადაც და გავრცელებითაც ძალიან ჰგავს კიბოს, მაგრამ შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ეს სიმსივნეც შედგება მრავალრიცხოვანი პაპილარული წანაზარდების მქონე კისტოზური წარმონაქმნისგან, რომლებიც საკვერცხეებში ჩაიზრდება. იგი ვრცელდება მუცლის ფარის სეროზულ საფარზე. ცალკეული მეტასტაზური კვანძების სახით აზიანებს ბადექონსა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს და იწვევს ასციტს.

საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის მეტად იშვიათ ფორმას წარმოადგენს გრანულოზურუჯრედული კიბო. ასევე ადენობლასტომა, ბრენერის ავთვისებიანი სიმსივნე, სტრომული სიმსივნე, დისჰერმინომა ტერატოკარცინომა და სხვა.

მიმდინარეობა და სიმპტომები.

საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე უმეტესად ადრეულ სტადიაშივე ვლინდება. მცირე ზომის მოძრავი სიმსივნის შემთხვევაში ავადმყოფი არაფერს უჩივის.

მენსტრუალური ციკლი ორივე საკვერცხის დაზიანების შემთხვევაშიც კი არ ირღვევა და დაავადებას შემთხვევით აღმოაჩენენ.

როცა სიმსივნე დიდ ზომას აღწევს და მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას იწყებს, მუცლის ქვედა ნაწილში ჩნდება სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება. ასევე ვითარდება შეკრულობა, ჭირს შარდის გამოყოფა, თავს იჩენს ტკივილი. სიმსივნური წარმონაქმნის მენჯის ვენებზე ზეწოლის შემთხვევაში ფეხები შუპდება, ვითარდება თრომბოზი.

საკვერცხეების კარცინომის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა მისი ფეხზე შემოგრეხა, რომელიც იწვევს მწვავე მუცლის სურათს. (მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ – კოლაფსი). თუ სიმსივნე კისტოზური ბუნებისაა, მისი შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში, რაც კისტის დაჩირქების შემთხვევაში იწვევს პერიტონიტს. ფსევდომუცინოზური კისტის გაგლეჯას შესაძლოა მოჰყვეს მრავალი ლორწოიანი კისტის წარმოქმნა. ეს კისტები მთელ მუცლის ღრუს აზიანებენ, ხოლო ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომის გახევა იწვევს პროცესის დისემინაციას მთელ მუცლის ფარზე.

ავთვისებიან ეპითელურ სიმსივნეს ორი სახის სასქესო ჰორმონის გამოყოფა შეუძლია. ერთი მათგანი გრანულურუჯრედოვანი სიმსივნეა, რომელიც იწვევს ფემინიზაციას. (გოგონებში – ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მენოპაუზის ასაკშის ქალებში – სისხლდენის განახლებას). მეორე სახის სიმსივნეა ადენობლასტომა. ის პირველისგან განსხვავებით, იწვევს ქალებში მუსკულატურის განვითარებას.

იწვევს: წვერის ზრდას, ფიგურის შეცვლას, სარძევე ჯირკვლების შეჭმუხვნას, მენსტრუაციის შეწყვეტას. ამ ჰორმონულად აქტიური სიმსივნეების ამოკვეთის შემდეგ ქალს ადრინდელი გარეგნობა უბრუნდება.

მეტასტაზირება. საკვერცხეების კარცინომა მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუში, ზოგჯერ – მუცლის ღრუს გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებში.

შესაძლოა, განვითარდეს მეტასტაზური ასციტი და პლევრიტი. შედარებით იშვიათად მეტასტაზები ჩნდება ღვიძლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში.

საკვერცხეების კიბოს რეციდივი ხშირად ლოკალიზდება მცირე მენჯის ღრუს მიდამოში. მუცლის გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში მეტასტაზების განვითარება ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგაც კია შესაძლებელი.

საკვერცხის კიბო – დიაგნოსტიკა.

საკვერცხეების კიბოს ადრეულ სტადიაში ამოცნობა ძნელია. ოპერაციის დროსაც კი მისი ავთვისებიანობის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

უნდა ითქვას, რომ საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების 20% ავთვისებიან ელემენტებს შეიცავს. გასინჯვის დროს საკვერცხის კარცინომაზე ეჭვის მიტანის საბაბს იძლევა შემდეგი ნიშნები: სიმსივნის მკვრივი კონსისტენცია, ხორკლიანი, კვანძოვანი ზედაპირი, ორმხრივი დაზიანება, სწრაფი ზრდა, მცირე მენჯის ღრუსში მეტასტაზური კვანძების არსებობა, ასციტი.

გასინჯვის მონაცემებს ადასტურებს ულტრაბგერითი ტომოგრაფია. დაავადების შედარებით გვიანდელ სტადიაში ინფორმაციულია ლაპაროსკოპია, მორფოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასალის ბიოფსია და ექსუდატის ციტოლოგიური გამოკვლევა.

დიაგნოზის დასადგენად და პროცესის დინამიკაში დაკვირვების მიზნით კარგია სიმსივნის მარკერის ესტროგენებისა და ანდროგენების განსაზღვრა.

ვინაიდან საკვერცხეების კიბოს შესაძლოა მეტასტაზური ბუნება ჰქონდეს, სხვა ორგანოს პირველადი კიბოს გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს პაციენტის სრული გამოკვლევა. (პირველ რიგში – კუჭის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა და სარძევე ჯირკვლების სრულფასოვანი შემოწმება).

მკურნალობა – საკვერცხეების კიბოს მკურნალობა ქირურგიულია. დაავადების ლოკალიზებული ფორმების შემთხვევაში საშვილოსნოსა და მის დანამატებს ამოკვეთენ და ატარებენ ბადექონის რეზექციას. ქირურგიული ჩარევის დროს საკვერცხის სიმსივნის ხასიათის განსაზღვრა ყოველთვის ვერ ხერხდება. ოპერაციის მსვლელობის პარალელურად რეკომენდებულია სასწრაფო ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ქირურგს ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრაში დაეხმარება.

დაავადების დისემინირებული ფორმის შემთხვევაში მიმართავენ პალიატიურ ოპერაციას, რომლის მიზანიც ქიმიოთერაპიის წინ სიმსივნის მოცულობის შემცირებაა.

შედეგიანია საკვერცხის გავრცობილი კარცინომის მკურნალობა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. ქიმიოთერაპია, რომელიც საკვერცხის ლოკალიზებული კიბოს დროს მკურნალობის შედეგებს აუმჯობესებს, გავრცობილი სიმსივნეების შემთხვევაში მკურნალობის წამყვან მეთოდს წარმოადგენს. ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციის წინა პერიოდში. თუ ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის ფონზე დაავადების კლინიკური გამოვლინება შეწყდა, ტარდება ლაპაროსკოპიული კვლევა. სრული რემისიის მიღწევისა და ქიმიოთერაპიის თორმეტთვიანი კურსის შემდეგ დაისმის მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.

სიმსივნის ზოგიერთი ფორმის დროს ქიმიოთრეპიასთან ერთად მიმართავენ სხივურ თერაპიას, რომლის ეფექტიანობაც სიმსივნური წარმონაქმნის რადიომგრძნობელობაზეა დამოკიდებული.

საკვერცხის კიბო – პროფილაქტიკა.

საკვერცხეების კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია რეგულარული გინეკოლოგიური პროფილაქტიკური გასინჯვით. გასინჯვის შედეგები ულტრაბგერითმა ტომოგრაფიამ უნდა დაადასტუროს. საკვერცხის სიმსივნე, თუნდაც კეთილთვისებიანს ჰგავდეს, უნდა ამოიკვეთოს.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საკვერცხის სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. https://mmt.ge/doctor/davith-qharsimashvili/

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:
თეგები:
  • საკვერცხის კიბო
ვიზიტის დაჯავშნა

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • ანონიმური :

    გამარჯობა პაპ ტესტში თუ გამოჩნდება საკვერცხეზე თუა სიმსივნე?

    • mmthospital :

      მოგესალმებით,დიახ გამოჩნდება,შაბათს ჩაეწერეთ 10აგვისტოს და აქციისფარგლებში მიიღებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას ,უფასო გასინჯვას და ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე .წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

  • მედეა :

    მაქვს მე-3 სტადიის საკვერცხეების სიმსივნე,2015 წელს გამიკეთდა პირველად ოპერაცია (ამოღებული მაქვს საშვილოსნო
    და საკვერცხეები), შემდეგ გამიკეთდა ქიმია ,მიუხედავად ამისა გაჩნდა ახალი სიმსივნის კერები ,ისევ გამიკეთეს ოპერაცია , ერთიწლის მერე ისევ გაჩნდა ახალი კერები, გამიკეთდა ქიმია ყველა მეტასტაზი გაქრა, ისევ ერთ წელიწადში გაჩნდა ახალი კვანძები. ახლა რას მირჩევთ რა უნდა გავიკეთო?

    • mmthospital :

      ქალბატონო მედეა, შაბათს 3აგვისტოს აქციის ფარგლებში ჩაეწერეთ და გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას მიიღებთ, წამოიღეთ ტქვენი კვლევები ნახავს ექიმიდა დაგაკვალიანებთ ,გვყავს მაღალკვალიფიციური ონკო გინეკოლოგი . წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

  • სალომე 86 :

    მოგესალმებით, ხანდახან უფრო სიცივის დროს მტკივა მარჯვენა ქვედა მუცლის მხარე, მოვლითი ტკივილებია, რამე საშიშია? კარგი ხანია მაწუხებს, წლების უკან გამიცივდა მარჯვენა საკვერცხე და ვესინჯებოდი ხოლმე, არაფერი იყო ,მაგრამ ახლა 3 წელია არ ვყოფილვარ და ძალიან ვნერვიულობ, დიდი მადლობა.

    • mmthospital :

      ქალბატონო სალომე შაბათობით ემ ემ ტე ჰოსპიტალში არის აქცია, კონტროლის მიზნით ჩაეწერეთ და მიიღებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

  • ანონიმური :

    ukacravad magram sakvercxeebze maqvs zlieriqavili rames mirchevt

    • mmthospital :

      მოგესალმებით, სათესლე ჯირკვალზე გაქვთ ქავილი? მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით 032 2234023

  • ანონიმური :

    Gamarjobat. Agmomachnda sakvercxeebze polikistoxi. 20mde polekuluri chanarti. Sashvilosno zomierad amiomiozuri. Ras mirchevt vis mivmarto da ras nishnaavd

    • mmthospital :

      მოგესალმებით, შაბათს 27ივლისს ჩაეწერეთ აქციის ფარგლებში, მიიღბთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას, ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე, წამოიღეთ ტქვენი კვლევის პასუხებირაც გაქვთ, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი დაგეხმარებით ან დაგვიკავშირდით 032 2234023

  • Tako :

    Gamarjoba.sruliad shemtxvevit gavikete vaginaluri eqoskopia ar mqonda aranairi chivilebi.agmomachnda cista sworkunturwbiani 38 mm iani chatvales rom dzalian sagangashoa da gamishves analizze CA-125 sakvercxis simsivnis..var dzalian sheshinebuli pasuxi xval zeg iqneba magram zogadad rom mitxrat ramxela shansi maqvs rom es yvelaperi cudad damtavrdeba 🙁 dzalian vnerviulob

    • mmthospital :

      ქალბატონო თაკო, წინასწარ ნუ განაწყობთ თავს უარყოფითად, დაველოდოთ პასუხს მობრძანდით ემ ემ ტე ჰოსპიტალში , გვყავს მარალკვალიფიციური ონკო გინეკოლოგი ,მოიტანეთ თქვენი კვლევის პასუხები ან გადმოგვიგზავნეთ აქ, ან ჩვენი ფეისბუქგვერდზე მესენჯერში.მოგვწერეთ ტქვენი საკონტაქტო ნომერი დაგეხმარებით დაგაკვალიანებთ. ემ ემ ტე ჰოსპიტალის საკონტაქტო ნომერია 032 2234023

  • მანი :

    მადლობა გამოხმაურებისთვის თუ დამიკავშირდებით ძალიან გამიხარდება 5931214 29 პირადად აგიხსნიდით მდგომარეობას

  • მანი :

    გამარჯობა.გავიკეთე ვაგინალური ექოსკოპია..საკვეცხეში მაქვს კისტა დააკლოებით 38მმ სასწაფოდ გამიშვეზ CA-124 საკვერცხის სიმსივნის ონკომარკერის გასაკეთებლად. პასუხი ჯერ არ მიმიღია..ვარ ძალიან შეშინებული.არ მაქვს ჩივილები

    • mmthospital :

      ქალბატონო მანი, მობრძანდით კვლევის პასუხს ,რომ აიღებთ და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ გამოცდილი პროფესიონალი გინეკოლოგი ან გადმოგვიგზავნეთ და დაგეხმრებით 032 2234023 მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

  • makrine :

    gamarjobat.var 48 wlis.cikli ar maqvs dargveuli. 2 ivnis davamtavre cikli erti kviris shemdeg mqonda sisxliani gamonadeni umnishvnelo raodenobit 2 3 dge. 5dgis shemdeg isev mqovda.ramdenime dge shemisherda exla umnishvnelod magra mainc aginishneba aris tu ara sagangasho.madlobt.

    • mmthospital :

      ქალბატონო მაკრინე, აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი, 29ივნისს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე, აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

  • ანონიმური :

    გამარჯობათ, მკლავში მაქვს იმპლანტი ციკლი სულ არეული მაქვს თან თავიდან მუქი ყავისფერით მეწყება მენსტრუაცია და კოლტებიც მაქვს. გინეკოლოგმა მითხრა საშიში არ არისო და თქვენ რას მეტყვით?

    • mmthospital :

      მოგესალმებით, მობრძანდით თუ რამე კვლევა გაქვთ წამოიღეთ თან, 25მაისს ჩაეწერეთ, აქციის ფარგლებში მიიღებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას ,ასევე ისარგებლებთ ფასდაკლებით კვლევებზე, აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

  • სოფო :

    მოგესალმებით ორი კვირა გადამიცდა მენსტრუაცია.ამ ხნის განმავლობაში რეგულარუდა ვიკეთებ ტესტს და არის უარყოფითი.ამასთან მაქვს ტკივილები მუცელსა და წელის არეში .რამდენად შესაძლებელია ტესტი ცდებოდეს და თუ არა ორსულობა რა იწვევს ასეთ დარღვევას.გმადლობთ

    • mmthospital :

      ქალბატონო სოფო, მინიმუმ ექოსკოპიური კვლევა მაინც უნდა ჩაიტაროთ,ჩაეწერეთ 18მაისს და აქციის ფარგლებში მიირებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას ,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე. აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

  • სოფი :

    ოქტომბერში გავიკეთე პაპ ტესტი და კალპოსკოპია არ აღმოჩნდა არანაირი სიმსივნის წინა ნიშნები.კიდევ რამდენ ხანში უნდა გავიკეთო გამოკვლევა და არის თუ არა შესაძლებელი ამ თვეების განმავლობაში მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების

    • mmthospital :

      ქალბატონო სოფი, თქვენმა მკურნალმა გინეკოლოგმა ჩატარებული კვლევების საფუძველზე, უნდა დაგიგეგმოთ შემდეგი კვლევა.

  • ანონიმური :

    საკვერცხის კიბოს შემთხვევაში ტკივილის შეგრძნება თუ გადადის მენჯზე.ფეხზე და ციკლის დროს თუ გამოიყოფა კოლტები?

    • mmthospital :

      ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ არ არის სავალდებულო საკვერცხის კიბო იყოს, მობრძანდით გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე და დაგეხმარებით, ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2234023 სამუშაო საათებში

  • ანონიმური :

    gamarjobat, teritoriulad sad aris tqveni klinika, ra jdeba vaginaluri exoskopia da dazgveva romeli moqmedebs

    • mmthospital :

      მოგესალმებით, ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი არის არდის და ალფას პროვაიდერი. ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას ქ.#5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა, მეცხრე სართული. ყოველ შაბათს, აქციის ფარგლებში გინეკოლოგთან ვიზიტი არის უფასო, გამოკვლევებზე 20%იანი ფასდაკლება. ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23, ან დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/MMTHospital/.

  • Nino :

    Damidginda dermoiduli kista. Ramdenad sashishia aseti kistis arseboba da ra saxis operaciit xdeba misi amokveta?

    • mmthospital :

      ქალბატონო ნინო, შგიძლიათ შაბათს ჩაეწეროთ აქციის ფარგლებში და მიიღოთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია, ასევე ფასდაკლება ანალიზებზე. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 2 23 40 23

  • ირინე :

    მაწუხებს მარცხენა მხარე საკვერცხის როგორც ვფიქრობ, მისმოპირდაპირე მხარეს წელი და გადადის თეძოში და ჩაყვება მთლიან ფეხს

    • mmthospital :

      მოგესალმებით ირინე,აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს,ყველა ჩივილი რაც თქვენ გაწუხებთ მიმანიშნებელია გინეკოლოგიურ პრობლემების.შეგიძლიათ შაბათს 16მარტს აქციის ფარგლებში ჩაეწეროთ და მიიღოთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია ,ასევე ისარგებლებთ 20%იანი ფასდაკლებით კვლევებზე.სასურველია წინასწარ ჩაწერა 2234023

  • Omar :

    Gamarjobat var 35 clis mamakaci maqvs prasrat vimkurnale sxvadasxva klinikebshi magram shedegi araa da ras mirchevdut

    • mmthospital :

      ბატონო ომარ, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს მეილზე info@mmt.ge an dagvikavSirdiT 2 23 40 23ზე

  • Tea :

    Gamarjobat ra girs sakvercxeebis ultrabgeriti tomografia.

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო თეა, ჩვენს კლინიკაში არ კეთდება საკვერცხის ულტრაბგერითი ტომოგრაფია.

  • ლალი :

    გამარჯობა.ვარ ქუთაისიდან.19 წლის გოგონას გავუკეთდა საკვერცხის კისტის ოპერაცია.კვლევით დადგინდა ცისტადენომა.დამატებითი კვლევამორფოჰისტოლოგიური თბილისში გაგზავნეს.მაინტერესებს ვის მივმართოთ თქვენს კლინიკაში

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო ლალი, გააჩნია ვინ გაგზავნა და თქვენს ექიმს კითხეთ ვის უნდა მიმართოთ. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.