MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი em-em-te

რა იწვევს საშვილოსნოს მიომას?

10/02/2025
რუბრიკა em-em-te, გინეკოლოგიური ცენტრი
mioma

mioma

Share on FacebookShare on Twitter

რა იწვევს საშვილოსნოს მიომას? – საშვილოსნოს მიომის განვითარება უხშირესად ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებს უკავშირდება – ძირითადად ესტროგენების კონცენტრაციის მომატებას.

ეს უკანასკნელი რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდა ქალბატონებთან შეინიშნება.

ესტროგენების ბუნებრივი შემცირების ფონზე მენოპაუზის შემდეგ, საშვილოსნოს მიომა შესაძლოა თავისთავად, ყოველგვარი თერაპიის გარეშე გაქრეს.

განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს:
• გენეტიკური წინასწარგანწყობა;
• ჰორმონული ძვრები;
• ადენომიოზი;
• სასქესო ოგანოთა ანთებითი დაავადებები;
• ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მათ შორის შაქრიანი დიაბეტი);
• ქრონიკული სისტემური დაავადებები;
• ჭარბი წონა და უმოძრაობა;
• ქრონიკული სტრესული მდგომარეობა;
• საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივების გამოყენება,

რა იწვევს საშვილოსნოს მიომას? – მიომა შეიძლება განვითარდეს აბორტების ან ანორგაზმიის (სქეოსობრივი დაუკმაყოფილებლობის) შედეგად.

საშვილოსნოს მიომა – ძირითადი სიმპტომები

50% შემთხვევაში საშვილოსნოს მიომა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთი მიმდინარეობა ძირითადად მცირე ზომის ერთეულოვან ან მრავლობით კუნთშიდა და სუბსეროზულ მიომებს ახასიათებთ.

დიდი ზომის მიომები ყოველთვის ავლენს თავს. ტიპიურ სიმპტომს წარმოადგენს მენორაგია (ჭარბი მენსტრუაცია), მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება. მენორაგიები ძირითადად ლორწქვეშა მიომებს ახასიათებთ.

მიომის ზრდის კვალად მენსტრუაცია სულ უფრო ჭარბი და ხანგრძლივი ხდება, რაც ხშირად ანემიის განვითარებასაც იწვევს. მუცლის ქვედა არის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება უფრო მეტად სუბსეროზულ და კუნთშიდა მიომებს ახასიათებთ.

ტკივილი უხშირესად მენსტრუაციის დროს აღმოცენდება და შეტევითი ხასიათისაა. შეიძლება მჭრელი ხასიათისაც კი იყოს, – მიომატოზური კვანძის ფეხზე შემოგრეხვის შემთხვევაში (შედარებით იშვიათი გართულებაა). საშვილოსნოს მიომის იშვიათი სიმპტომებიდან აღსანიშნავია უნაყოფობა და მეზობელი ორგანოების ფუნქციური დარღვევები.

საშვილოსნოს მიომა – როგორ მკურნალობენ 

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია კვანძების ზომასა და რაოდენობაზე. გამოხატულ სიმპტომებსა და მათ ინტენსივობაზე. მცირე ზომის, უსიმპტომოდ მიმდინარე კვანძების შემთხვევაში ლოდინისა და დინამიკაში დაკვირვების ტაქტიკას მიმართავენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი კლიმაქსის პერიოდს უახლოვდება.

ქირურგიული მკურნალობა

წინათ საშვილოსნოს მიომის მკურნალობის ერთადერთ მეთოდს ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) წარმოადგენდა. ბოლო პერიოდში თანამედროვე, ნაკლებტრავმული და მაღალეფექტური მეთოდების დანერგვის გამო ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება.

ენდოსკოპიური მეთოდი

მიომატოზურ კვანძებს ენდოსკოპიური ჩარევითაც მკურნალობენ. (კვეთენ) სუბსეროზულ კვანძებს – ლაპარასკოპიით, ხოლო ლორწქვეშა კვანძების მოკვეთას ჰისტეროსკოპიით მიმართავენ.

ემბოლიზაცია

არსებობს საშვლოსნოს მიომის ემბოლიზაციის მეთოდით მკურნალობა. ამ დროს ხდება საშვილოსნოს არტერიათა დახშობა – ემბოლიზაცია. მიომატოზურ კვანძს სისხლის მიმოქცევა, კვება უწყდება და ის დროთა განმავლობაში გაიწოვება.

აღნიშნული პროცედურის დროს ბარძაყის არტერიიდან საშვილოსნოს არტერიაში შეიყვანება კათეტერი. მოძიებულ, ე.წ. სამიზნე არტერიაში შეჰყავთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვის დახშობას- ემბოლიზაციას იწვევს.

ამ ტიპის ჩარევა ნაკლებინვაზიურ მეთოდად მიიჩნევა, ნარკოზსა და პაციენტის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

საშვილოსნოს მიომა – ფუზ-აბლაცია

ფუზ-აბლაცია საშვილოსნოს მიომების მკურნალობის ნაკლებინვაზიური და ორგანოშემნახველი მეთოდია, რომლის დროსაც მიომატოზური კვანძის კოაგულაცია – თერმულად დაზიანება, იგივე დესტრუქცია, მაღალინტენსიური, ფოკუსირებული ულტრაბგერითი იმპულსებით ხდება. საყურადღებოა, რომ ფუზ-აბლაცია ძირითადად გამოიყენება ფიბრომიომების სამკურნალოდ (ეს უკანასკნელი მიომების 70 %-ს შეადგენს), რადგან ფოკუსირებული ულტრაბგერითი იმპულსების მთავარ სამიზნეს მიომატოზურ კვანძში არსებული შემაერთებელი ქსოვილი წარმოადგენს. სწორედ შემაერთებელ ქსოვილში აკუმულირდება თერმული ნეკროზისათვის საჭირო ენერგია და ტემპერატურა.

მიომატოზურ კვანძებს მათი ლოკალიზაციისა და ჩვენების მიხედვით ღია წესით (მუცელკვეთით) მიმდინარე ოპერაციული ჩარევებითაც აცილებენ, ჰისტერექტომიას ანუ საშვილოსნოს მთლიანად ამოკვეთას კი მაშინ მიმართავენ, როდესაც სხვა ნაკლებრადიკალური მეთოდების გამოყენება შეუძლებელია.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდსა და ჩარევის ტაქტიკას პაციენტის მდგომარეობისა და არსებული კვანძების თავისებურებათა მიხედვით ექიმი-სპეციალისტი განსაზღვრავს.

“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” გთავაზობთ საშვილოსნოს მიომის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

 

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

საკვერცხის ტკივილი – გამომწვევი მიზეზები

შემდეგი სტატია

რატომ ენდობიან გურამ ქარაზანაშვილის ხელებს პაციენტები

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

რა განაპირობებს ქალებში შარდის შეუკავებლობას?
გინეკოლოგიური ცენტრი

რა განაპირობებს ქალებში შარდის შეუკავებლობას?

როგორ შეიძლება გადაიჭრას ქალებში შარდის შეუკავებლობის პრობლემა?
გინეკოლოგიური ცენტრი

როგორ შეიძლება გადაიჭრას ქალებში შარდის შეუკავებლობის პრობლემა?

რამდენად ხშირია ქალებში შარდის შეუკავებლობა?
გინეკოლოგიური ცენტრი

რამდენად ხშირია ქალებში შარდის შეუკავებლობა?

გამოხმაურება 42

  1. Xaruna says:
    5 წელი წინ

    Gamarjobat makvs mioma sashvilisnos gare kedelze romelic awveba shardisbushts da mik.nis giskimforts zalian aris32-35mms

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა, დაგვიკავშირდით 032 2234023 და დაგეხმარებით ან მოგვწერეთ ტქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  2. თიკო says:
    5 წელი წინ

    გამარჯობათ ვარ 43 წლის ვიყავი ორსულად და მომეშალა. მაისის თვეში. იმის შემდეგ მქონდა ჩვეულებრივ ციკლი. სექტემბერის თვიდან შემიჩერდა უკვე სამი თვეა. ვიყავი ექიმთან გავიკეთე ეხო აღმოაჩნდა მიომები პატარა მოცულობის ვიმკურნალე ექიმის დანიშნულებით. ციკლი ისევ არამომდის. ანუ თქვენი აზრით ეს უკვე კლიმაქსია

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით, შესაძლებელია კლიმაქსის საწყისი პერიოდი გქონდეთ, აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია, დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  3. Cico says:
    5 წელი წინ

    Gamarjobat.tqventan konsultacia ra girs? Da sad mde areobt teriroriulad?

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      ქალბატონო ციცო, შაბათს 30/11 არის აქცია უფასო კონსულტაცია ხელით გასინჯვაც უფასოა კვლევებზე 20%იანი ფასდაკლება წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  4. ანონიმური says:
    5 წელი წინ

    gamarjoba var ormocdaerti wlis shemimcirda menstruacia mqonda sami dge exla maqvs dgenaxevari xandaxan erti dge maqvs marto shesazlebelia rom miomastan gvqondes saqme

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით ,აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, დაგვიკავშიორდით 032 2234023 და დაგეხმარებით

      პასუხი
  5. ანონიმური says:
    5 წელი წინ

    MOGESALMEBIt ..meore da m esame dges maqvs harbi raodenobis menstruaca..dilit rom vdgebi loginidan sapirfareshomde zlivs vaswreb rom arhamomivides fexebze dagrovili sisxli da tan maqvs hvalvebi tkivilebi..es sheizleba miomis brali iyos?winaswar madlobas gixdit..

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით ,ჩაეწერეთ 30/11 აქციაზე და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ გინეკოლოგი , შესაძლოა სისხლდენა გქონდეტ, აუცილებლად დროულად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  6. ლიზა says:
    5 წელი წინ

    ფეხის ტკივილი თუ იცის,ან წელის

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით,დიახ იცის, შეგიძლიათ შაბათს 30/11 ჩაეწეროთ და გადაამოწმოთ აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას გაგიწევთ გინეკოლოგი.დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  7. ნია says:
    5 წელი წინ

    უკაცრავად შაბათს როგორც მივხვდი გინეკოლოგთან კონსულტაცია უფასოა და ვაგინალური რაღირს

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მოგესლმებით, შაბათის აქციის ფარგლებში კონსულტაცია უფასოა,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023

      პასუხი
  8. ანონიმური says:
    6 წელი წინ

    Mogesamebit me vcxovrob batumshi var 38 wlis maqvs mioma da minda mkurnaloba mainteresebs tu aris shesadzlebeli da aris tuara batumshi tqveni klinika

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით,ბათუმში არ გვაქვს ფილიალი,შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და ისარგებლოთ ჩენი მომსახურეობით, შაბათობით არის აქცია უფასო გინეკოლოგის კონსულტაცია და ფასდაკლება კვლევებზე .დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  9. ინა says:
    6 წელი წინ

    ჭარბი სისხლდენა არ მაქვს,მაგრამ მენსტრუაცია თვეში 2 მაქვს და დიდხანს მიგრძელდება,რა შეიძლება მჭირდეს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით ინა,აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, შაბათობით გვაქ აქცია უფასო კონსულტაცია გინეკოლოგის და ფასდაკლება კვლევებზე,წინასწარ აუცილებელია ჩაწერა 0322234023

      პასუხი
  10. Fati says:
    6 წელი წინ

    Sad shegvizlia migebaze chavecerot..tbilishi tu qutaishi?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      ქალბატონო ფატი ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2234023 ან დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  11. Fati says:
    6 წელი წინ

    Sadaa teritoriulad…tbilishi tu qutaishi?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      თბილისში,ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული 032 2234023

      პასუხი
  12. Eva says:
    6 წელი წინ

    Gamarjobat marjvena sakvercxeze xshirad maqvs kista am bolos damergva ciklic ukve meate dgea menstruacia maqvs cota da suniani tkivilic axlavs iqneb mirchiot rame radgan chemma mkurnalma eqimma mxolod reguloni daminishna

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით,შაბათობით არის აქცია, რომელიც ითვალისწინებს გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე,წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  13. ქრისტინა says:
    6 წელი წინ

    გამარჯობა. სრულად თუ ფინანსდება ეს ოპერაცია. წინასწარ რა გამოკვლევა ტარდება და რა ფასიანია

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით,საყოველთაო დაზღვევა აფინანსებს 60დან 70%ამდე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  14. თათია says:
    6 წელი წინ

    საკეისროს დროს ამომაჭრეს ორი მიომის კვანძი. დამრჩა ერთი როგორც ექიმა თქვა ეხოზე უნდა ვიკონტროლო ზომები. ცუდ ადგილას იყო და მისი ამოკვეთა ვერ მოხერხდაო. მიომის ზომა 16მ.მ. ია უკვე 4წელია და ისევ ეხოზე ვაკონტროლებ. საჭიროებს თუარა ამ ზომაზე მკურნალობაა. მე პირადად კარგად ვარ.

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      ქალბატონო თათია , ჩაეწერეთ შაბათს და აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას გაგიწევთ გინეკოლოგი,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  15. Mari says:
    6 წელი წინ

    Gamarjobat milebi roca gadaketilia sheidzleba daorsuleba

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      ქალბატონო მარი, არა რათქმაუნდა

      პასუხი
  16. ლიკა says:
    6 წელი წინ

    თუ შეიძლება დაწეროთ, კონკრეტულად რა კვლევები ტარდება აქციის ფარგლებში. მადლობა.

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      ქალბატონო ლიკა ყველა კვლევაზე შაბათობით არის 20%იანი ფასდაკლება ,ძალიან ბევრი კვლევაა ყველას ვერ ჩამოგითვლით. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  17. Lali says:
    6 წელი წინ

    Pirveli orsulobisas damidgines ro mqonda 36 sm mioma romelic 61 sm mde gaizarda mshobiarobis mere exo gadamiges da 56 sm mde shemcirda , meore orsulobis dros vegar pouloben exoze sheileboda tavisit gawoviliko? Ar mimkurnalia

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალემბით ქალბატონო ლალი, დიახ შესაძლებელია, შაბატს ჩაეწერეთ კონტროლზე, აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას გაგიწევთ უროლოგი ასევე ფასდაკლებით ისარგებელებთ კვლევებზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  18. qristina says:
    6 წელი წინ

    gamarjobat, me maqvs intramuruli mioma daaxloebit 6-7sm, 2 wlis win vimkurnale da mivige esmiad abebi, ris shemdegac mdgoma reoba sagrdznoblad gaumjobesda, tqven rogori saxis mkurnalobas mirchevt, jer kidev var reproduqciul asakshi da shvilebi ar myavs

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      ქალბატონო ქრისტინა, საბატს 14 სექტემბერს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას გაგიწევთ გინეკოლოგი,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე 032 2234023

      პასუხი
  19. მაია says:
    6 წელი წინ

    გამარჯობა.მაინტერესებს ვაგინალური ექოსკოპია და პაპ ტესტი რა ღირს შაბათს.

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      ქალბატონო მაია, კომპლექსური დიაგნოსტიკისფასდაკლების პაკეტს თუ შეიძენთ, რომელიც მოიცავს:გინეკოლოგის კონსულტაცია
      ვაგინალური ექოსკოპია
      PAP – ტესტი 144 ლარია.დეტალური ინფორმაციისტვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  20. Nino says:
    6 წელი წინ

    Gamarjobat.me maqvs mioma da .ainteresebs tu moqmedebs tqventan sayoveltao dazgveva

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით ქალბატონო ნინო, ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, შაბათობით არის აქცია უფასო კონსულტაცია გინეკოლოგის ,ასევე ისარგებლებთ ფასდაკლებით ყველა კვლევაზე, წინასწარ ცაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  21. nana. says:
    6 წელი წინ

    sad aris eg klinika teritoriulad.ra jdeba ekimis konsultacia

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      ქალბატონო ნანა, შაბათს არის აქცია, გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია, ხელით გასინჯვაც უფასოა,,ასევე 20%იანი ფასდაკლება კვლევებზე., წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

უროლოგიური კვლევები
სიახლეები

უროლოგიური კვლევები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში
სიახლეები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC