გურამ ქარაზანაშვილის
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი

ხარისხის კონტროლი

MMT ჰოსპიტალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტიზაციის განმსაზღვრელი ორგანიზაციის ISO-ს ხარისხის სერთიფიკატის მფლობელია

MMT ჰოსპიტალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტიზაციის განმსაზღვრელი ორგანიზაციის ISO-ს  9001-2015 ხარისხის სერტიფიკატის   მფლობელია.

ISO (International Organization for Standardization)  9001-2015 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას, რომელიც განსაზღვრულია ,  როგორც საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც თავის მხრივ ასევე განსაზღვრავს მოთხოვნებს ხარისხის მართვის სისტემის  შესახებ.

რას ნიშნავს და რა სარგებელს გულისხმობს  ISO-ს  9001-2015 ხარისხის სერტიფიკატის   ფლობა  ჩვენი  პაციენტებისთვის?!

  • პაციენტებს გარანტირებულად შეუძლიათ მიიღონ ევროპული დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება
  • კლინიკის უპირველესი ამოცანაა პაციენტთა კმაყოფილების ზრდა
  • ადასტურებს კლინიკის სანდოობის მაღალ დონეს და ეხმარება მას, მუდმივად შეესაბამებოდეს პაციენტების  მოთხოვნებსა და მოლოდინს, აგრეთვე, ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს.
  • ყველა პროცესი , როგორც სამედიცინო, ასევე მენეჯმენტის თვალსაზრისით, სტანდარტიზებული და საერთაშორისო ნორმების შესაბამისია
  • ყველა პროცედურა, რომელიც ხორციელდება კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტების, გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისია

 

MMT ჰოსპიტალში, ISO 9001-2015-ის ხარისხის მართვის სტანდარტების შესაბამისად, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბის ბაზარზე ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური სპეციალიზირებული ცენტრები : პროსტატის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი’’, ,,მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი’’,,,კენჭის დაშლის ცენტრი’’, ,,ქალთა უროლოგიის ცენტრი’’, ,,ბავშვთა უროლოგიის ცენტრი’’ ონკოლოგიური უროლოგიის ცენტრი. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ასევე, გინეკოლოგიური, ქირურგიული და  ონკოლოგიური სამსახურები; დიაგნოსტიკური ცენტრი, სადაც უმაღლეს დონეზე ხორციელდება ყველა სახის  რადიოლოგიური კვლევა და, რა თქმა უნდა, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია. გარდა, წამყვანი უროლოგების კონსულტაციებისა, MMT ჰოსპიტალში შესაძლებელია კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის,  ქირურგისა და სხვ. მაღალკვალიფიციურ  სპეციალისტთა კონსულტაციების მიღება.

MMT ჰოსპტალი-ლიდერი უროლოგიური კლინიკა თქვენს სამსახურში !

iso-ს სერთიფიკატი