MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი სამედიცინო აპარატურა

დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის უპირატესობები

Advantages of shockwave therapy

20/05/2025
რუბრიკა სამედიცინო აპარატურა, სიახლეები, უროლოგიური ჰაბი
იმპოტენციის მკურნალობა
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე: Русский & English

უახლესი მოდელის შვეიცარული შტორცის (Storz Medical Duolith SD1 T-TOP) აპარატი “ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში”

რა არის დარტყმით-ტალღოვანი თერაპია და როგორია მისი ეფექტები?

დარტყმით-ტალღოვანი თერაპია თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალეფექტური სამკურნალო-სარეაბილიტაციო მეთოდია. ორგანიზმის ქსოვილებზე ზემოქმედების ნატიფი მექანიზმის კუთხით, მას სადღეისოდ ანალოგი არ ჰყავს.

დარტყმით-ტალღოვანი თერაპია ფართოდ გამოიყენება მედიცინის ისეთ დარგებში როგორებიცაა: ტრავმატოლოგია, ორთოპედია, ფიზიოთერაპია, სპორტული მედიცინა, ანდროლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ესთეტიკური მედიცინა, დერმატოლოგია.

ამ ტიპის თერაპიის მთავარი ეფექტებია: ტკივილის სწრაფად კუპირება, მოძრაობის აღდგენა, ანთების ჩაცხრობა, ჭრილობების შეხორცება, ნეოანგიოგენეზის (ახალი სისხლძარღვების განვითარების) სტიმულაცია, სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის გაძლიერება, ფიბროზული უბნებისა და კალცინატების გაწოვა, ქსოვილთა რეგენერაცია.

დარტყმით-ტალღოვანი თერაპია არაინვაზიურია, არ საჭიროებს ანესთეზიას . ეს არის მკურნალობისა და რეაბილიტაციის იდეალური მეთოდი დაავადებათა როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ სტადიებზე.

ეფექტურად მკურნალობს: იმპოტენციას, პროსტატიტს, პეირონის დაავადებას, მენჯის ტკივილს, სახსრების ტკივილს, ნებისმიერი სახის ნევრალგიურ ტკივილს.
Storz Medical Duolith SD1 T-TOP – აპარატი უკვე “ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში”

როგორია დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის მოქმედების მექანიზმი?

 დარტყმითი ტალღა პრაქტიკულად აკუსტიკური ტალღაა, გარკვეული ამპლიტუდის დაბალსიხშირული იმპულსი, რომელსაც დაავადებულ ქსოვილებამდე მაღალი ენერგია მიაქვს. აღნიშნული ენერგია აცხრობს ანთებას, აქრობს ტკივილს, ასტიმულირებს ახალი სისხლძარღვების განვითარებას, ქსოვილთა შეხორცებისა და რეგენერაციის პროცესს.

მაღალენერგეტიკული აკუსტიკური ტალღები ღრმად ვრცელდება ქსოვილებში და ავლენს სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ეფექტს, აჩქარებს ანთებადი და დაზიანებული უბნების რეაბილიტაციას, უჯრედთა აღდგენასა და განახლებას.

დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის მოქმედების ბიოლოგიური მექანიზმი კავიტაციის პრონციპს ეფუძნება – ანთებად ქსოვილებში უჯრედული მემბრანების განვლადობა იცვლება.

მართალია აკუსტიკური ტალღა ჩვეულებრივ, ადვილად აღწევს ჯანმრთელი უჯრედების ელასტიკურ მემბრანაშიც, მაგრამ მათზე გავლენას არ ახდენს, მაშინ როცა, ანთებად, დაზიანებულ ელემენტებთან იმპულსის შეჯახებისას აღმოცენდება კავიტაცია (მყისიერი გაწელვა-დაჭიმვა, შემდგომი დახურვით) რაც საბოლოო ჯამში დაზიანებული უბნების რღვევას, დაშლას უზრუნველყოფს, თანმდევი გააქტიურებული ბიოქიმიური პროცესების დახმარებით კი მათი ახალი უჯრედებით ჩანაცვლება ხდება.

დარტყმით-ტალღოვან თერაპიას ერთდროულად რამდენიმე ეფექტი აქვს:
  • ხელს უწყობს ახალი სისხლძარღვების განვითარებას

დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესისათვის, გაძლიერებული სისხლის მიმოქცევა უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. აკუსტიკური ტალღების გავლენით მნიშვნელოვნად იზრდება ქსოვილთა ზრდისა და აღდგენის ისეთი ინდიკატორების დონე, როგორებიცაა:

BMP _ ძვლოვანი მორფოგენეტიკური ცილა;

ENOS _ აზოტის ჟანგის ენდოთელური სინთაზა;

VEGF _ სისხლძარღვოვანი ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორი;

PCNA _ პროლიფერირებადი უჯრედების ბირთვული ანტიგენი;

ამ ინდიკატორების გავლენით სტიმულირდება ახალი არტერიოლების წარმოქმნა და ზრდა. ახალგანვითარებული სისხლძარღვები კი აუმჯობესებს ქსოვილთა პერფუზიას, მათი ჟანგბადით გაჯერებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს როგორც ჭრილობების შეხორცებას, ასევე დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.

  • აცხრობს ქრონიკულ ანთებას

ანთებითი პროცესის ჩაცხრობაში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს ღრუბლისებრი უჯრედები, რომლებიც ეხმარება ქემოკინებისა და ციტოკინების გამომუშავებას. სწორედ ამ ღრუბლისებრი უჯრედების აქტივობა იზრდება აკუსტიკური ტალღების ზემოქმედებით. შედეგად ცხრება ანთება, ქრება ტკივილი და სწრაფად რეგენერირდება ქსოვილები.

  • ახდენს ტკივილის მედიატორის (P ნივთიერების) დისპერსიას

P ნივთიერება არის ის ნეირომედიატორი, რომელიც ტკივილის შესახებ ინფორმაციას C ბოჭკოებით გადასცემს. სწორედ ეს ნეიროპეპტიდი ასოცირდება მუდმივ, ინტენსიურ და ქრონიკულ ტკივილთან, სწორედ ის ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ტკივილის შესახებ რეტრანსლაციას. P ნივთიერების კონცენტრაციის დაქვეითებისას მცირდება აფერენტული ბოჭკოების სტიმულაცია, შედეგად იკლებს და ქრება ტკივილი. გარდა ამისა, P ნივთიერების ისევე როგორც ჰისტამინისა და სხვა მეტაბოლიტების შემცირება, აფერხებს ანთებითი შეშუპების ჩამოყალიბებას, რაც ასევე ტკივილის შესუსტების საფუძველია. აკუსტიკური ტალღების გავლენით მნიშვნელოვნად მცირდება P ნივთიერების კონცენტრაცია.

  • ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას

ძვალსახსროვანი და მყესოვანი სტრუქტურების შეხორცება-აღდგენისათვის აუცილებელი პირობაა, კოლაგენის სათანადო ინტენსივობით გამომუშავება. დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის გავლენით ძლიერდება პროკოლაგენის სინთეზი (წარმოქმნა), ჩქარდება ახალი კოლაგენური ბოჭკოების განვითარება, რაც შესაბამისი სტრუქტურების სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

  • აზიანებს კალციფიცირებულ ფიბრობლასტებს

მყესების ტრავმასა და მიკროდაზიანებას ყველაზე ხშირად კალცინოზი იწვევს. აკუსტიკური ტალღები ეფექტურად აზიანებს კალციფიცირებულ ფიბრობლასტებს, რომლებიც შემდგომ ორგანიზმის ლიმფური სისტემით გამოიდევნება.

უზრუნველყოფს ტრიგერული წერტილების დეაქტივაციას

კისრის, ზურგის, მხრებისა თუ კიდურების ტკივილის ძირითადი საფუძველი ტრიგერული წერტილებია. ეს წერტილები სარკომერებით მტკიცედ შეკრული კუნთოვანი ბოჭკოების კვანძებიდან წარმოიქმნება.

აღნიშნული სარკომერები ისე მტკიცედ იკუმშება და ეკვრის ერთმანეთს, რომ მათში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. შედეგად წარმოიქმნება პათოლოგიური ნაერთები, რომლებიც უფრო მეტად აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და ამის საპასუხოდ კუნთოვანი ბოჭკოების კიდევ უფრო ძლიერ შკუმშვას იწვევს.

ასეთ ციკლს მეტაბოლურ კრიზისს უწოდებენ. დარტყმით-ტალღოვანი თერაპია აჩერებს ამ მეტაბოლურ კრიზისს მიოფილამენტებში და ტკივილის გამშვები უბნებიც აღმოიფხვრება.

ცოტა რამ შტორცის აპარატზე

დარტყმით-ტალღოვანი თერაპიისათვის განკუთვნილი Duolith SD1 T-TOP აპარატი შქმნილია კომპანია Storz Medical-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ლიდერ კომპანიას ადამიანის ორგანიზმზე ინფრააკუსტიკური სპექტრის ტალღების ზემოქმედების, კვლევისა და შესწავლის კუთხით.

აპარატის მიერ დარტყმითი იმპულსების გენერირება-ფოკუსირებისა და ქსოვილებზე ზემოქმედების ეფექტები 30-წლიანი პრაქტიკითაა შემოწმებული და არაერთი მეცნიერული კვლევითაა დადასტურებული.

შტორცის აპარატს, როგორც ყველაზე სრულყოფილ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას, აკუსტიკური ტალღების ქსოვილებში გავრცელებისა და შესაბამისად, თერაპიული ზემოქმედების სიღრმის ვარირების, ასევე ფართოენერგეტიკული დიაპაზონის თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგება-შერჩევის უნიკალური შესაძლებლობა აქვს, რაც განსაზღვრავს კიდეც მის მაღალეფექტურობას.

გენერირებული ენერგიის ფართო არეალში ფოკუსირებისა და მიზანმიმართული ზემოქმედების წყალობით, აკუსტიკურ ტალღებს შეუძლიათ მაქსიმალური სიზუსტით მიაღწიონ ორგანიზმის დაზიანებულ, ანთებად უბნებს და ეფექტურად იმოქმედონ მათზე.

საყურადღებოა, რომ დარტყმით-ტალღოვან თერაპიას გვერდითი მოვლენები არ აქვს.

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
 

 

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

თირკმლის კენჭების დაშლა

შემდეგი სტატია

ულტრათანამედროვე ტექნოლოგია, მიკრო-ექოსკოპია (ულტრაბგერა) უკვე საქართველოშია!

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

გამოხმაურება 35

  1. ნინელი says:
    3 დღის წინ

    თუ მკურნალობთ გონართროზს, მეორე მესამე სტადიაზე.

    პასუხი
    • MMT Hospital says:
      2 დღის წინ

      მოგესალმებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 0322234023.

      პასუხი
  2. ია says:
    6 თვის წინ

    რა ღირს ერექციული დისფუნქციის კურსი და ექიმთან კონსულტაცია?

    პასუხი
    • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      6 თვის წინ

      მოგესალმებით ქალბატონო ია, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგწვერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023

      პასუხი
  3. მანანა says:
    12 თვის წინ

    სალამი, ეგრეთ წოდებული პოდაგრის შემთხვევაში ეფექტურია ამ აპარატითკ მკურნალობა?
    მადლობა წინასწარ.

    პასუხი
    • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      12 თვის წინ

      მოგესალმებით, დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023

      პასუხი
  4. გიორგი says:
    2 წელი წინ

    გამარჯობა,მაქვს მხრის იმპიჯმენტის სინდრომი, მხარში მაქვს ჩაკირული უბნები . ხელის მოძრარბა შეზღუდული მაქვს და ამას ერთვის ტკივილებიც.თუ არის შესაძლებელი განკურნება დარტყმივი ტალღური თერაპიით

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი წინ

      გამარჯობა გიორგი. დიახ, რა თქმა უნდა შესაძლებელია დარტყმითი ტალღური თერაპიით მკურნალობა. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ჩვენი ოპერატორი ჩაგწერთ ექიმთან – 0322 23 40 23

      პასუხი
  5. დათო says:
    3 წელი წინ

    რამდენ ხანს შენარჩუნება ახალი წარმოქმნილი სისხლ ძარღვები ასოზე

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 წელი წინ

      მკურნალობის ეფექტი შესაძლოა წლები გაგრძელდეს, გასათვალისწინებელია რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ

      პასუხი
  6. ანონიმური says:
    3 წელი წინ

    თერაპიის მკურნალობის შემდეგ ახალი წარმოქ.მნილი სისხლ ძარღვები რამდენ ხანს შენარჩუნდება

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 წელი წინ

      მკურნალობის ეფექტი შესაძლოა წლები გაგრძელდეს, გასათვალისწინებელია რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ

      პასუხი
  7. მაკა says:
    3 წელი წინ

    გამარჯობატ..მაქვს ქუსლზე დეზი.და თქვენთან თუ ინკურნება და რამდენი სიანსი დაჭირდება.. და თანხა რა დაჯდება…მადლობთ

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 წელი წინ

      ამ პრობლემების უმტკივნეულოდ მოგვარება დარტყმით-ტალღოვანი თერაპიით არის შესაძლებელი. დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23

      პასუხი
  8. მედე says:
    3 წელი წინ

    მაქვს კისრის მალის თიაქარი რამაც გამოიწვია მტევნის და თითების პარეზი ეს მეთოდი მომცემს შედეგს?

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 წელი წინ

      მოგესალმებით, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, დაგვირეკეთ 595 233023 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე

      პასუხი
  9. ელგუჯა says:
    3 წელი წინ

    2020 წლის დეკემბერში მმტ პოსპიტალში გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია-რადიკალური პროსტატექტომია და დაკარგული მაქვს ერექცია…მაინტერესებს მმტ ჰოსპიტალში დანერგილი ინოვაციური აპარატით ჩემს შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი შოკ ტალღების ეს მეთოდი:
    შოკტალღების მოქმედების შედეგად, წარმოიქმნება სასქესო ასოს ახალი სისხლძარღვოვანი სისტემა, სწორედ მისი განვითარება იწვევს ერექციას.

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 წელი წინ

      გამარჯობა, დაგვიკავშირდით 595233023, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას

      პასუხი
    • ელგუჯა says:
      2 წელი წინ

      ჩემს მონაწერზე-ელგუჯა,ვუთითებ ელფოსტის მისამართს:elgugia@mail.ru

      პასუხი
  10. თენგიზ says:
    3 წელი წინ

    გამარჯობათ რა ღირს თქვენთან უროლოგის კონსულტაცია?

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 წელი წინ

      მოგესალმებით, 70ლ ღირს უროლოგთან კონსულტაცია

      პასუხი
  11. ტარიელი says:
    3 წელი წინ

    რა ჯდება თერაპიის კურსი

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 წელი წინ

      მოგესალმებით. ფასები და მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურია ჩივილებისა და დიაგნოზის შესაბამისად. პირველ რიგში უროლოგთან კოსნულტაციაა საჭირო რათა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  12. ჯემალ ჯიჯავაძე says:
    4 წელი წინ

    თუ შეგიძლიათ მითხრათ პროსტატის გამო გახშირებული შარდვის პრობლემების აღმოფხვრას რამდენი სეანსი დაჭირდება და მომსახურეობის ღირებულება რა თანხას შეადგენს? გარდა ამისა არდის სადაზღვევო კომპანიის პაკეტით თუ ემსახურებით პაციენტებს? ან საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში თუ ემსახურებით. და ბოლოს თქვენი კლინიკის ბათუმის ფილიალში თუ ღებულობთ ავადმყოფებს მსგავსი მანპულაციის შასატარებლად?
    პატივისცემით: ჯემალ ჯიჯავაძე, 75 წლის.

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      4 წელი წინ

      მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322 23 40 23

      პასუხი
  13. ანონიმური says:
    5 წელი წინ

    გამარჯობა, მაინტერესებს რა ღირს შოკურ დარტყმითი თერაპიის ერთი კურსი. ამასთანვე მაინტერესებს ერთი კურსი რამდენ ხანს გრძელდება და რამდენ დარტყმას მოიცავს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით, ეს გახლავთ ექიმის ნომერი დაუკავშირდით და დეტალურად აგიხსნით 598301190 გიორგი

      პასუხი
  14. მაია says:
    5 წელი წინ

    შარდის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ პოტენციის აღდგენა თუ შესაძლებელია ამ აპარატით

    პასუხი
  15. თენგიზი says:
    5 წელი წინ

    მოგესალმებით! იშემიური ინსულტის შედეგად პარალიზებული კიდურების მკურნალობა ხომ არ არის შესძლებელი თქვენთან? მადლობა წინასწარ.

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      არა ბატონო თენგიზ, ამ აპარატის მკურნალობის მეთოდი დაფუძნებულია სისხლძარღვების ახალი ჯგუფების წარმოქმნის სტიმულიაციაზე, შესაბამისად ინსულტი, ინფარქტი და ონკოლოგიური დაავადებები, მკურნალობის ამ მეთოდის უკჩვენება გახლავთ

      პასუხი
  16. მაია says:
    5 წელი წინ

    გამარჯობა!ტერფის თაღთან განმივითარდა დეზი, რომელმაც დააზიანა მყესი და რბილი ქსოვილები და იწვევს საშინელ ტკივილებს. რამდენად ეფექტურია დარტყმით-ტალღოვანი ჩარევა ? დეზის დაშლა შესაძლებელია?

    პასუხი
  17. ანონიმური says:
    5 წელი წინ

    მაქვს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერფლაზია, გამოკვლევები ჩავიტარე როგორც ммт ჰოსპუტალში ისე სხვაგან შეიძლება თუ არა ამ აპარატით მკურნალობა

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      ჰიპერპლაზიას ამ აპარატით არ მკურნალობენ, არამედ ჩვენ გიმკურნალებთ ბიპოლარული ტურის აპარატით, რაც ოქროს სტანდარტი გახლავთ თქვენი დაავადების მკურნალობისთვის. მობრძანდით და გაესაუბრეთ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს

      პასუხი
    • ანონიმური says:
      4 წელი წინ

      მაქვს დიაბეტი და ფსორიაზი რამდენად ეფექტური იქნება დარტყმითი ტალღოვანი თერაპიით მკურნალობა ერექვიულ დისფუნქციაზე

      პასუხი
      • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
        4 წელი წინ

        მოგესალმებით. ეფექტურად გამოიყენება დარტყმოთ-ტალღოვანი თერაპია. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

        პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

კონფერენცია “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”
სიახლეები

მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

უროლოგიური კვლევები
სიახლეები

უროლოგიური კვლევები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში
სიახლეები

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC