უახლესი მოდელის შვეიცარული შტორცის (Storz Medical Duolith SD1 T-TOP) აპარატი MMT ჰოსპიტალში" > დარტყმით-ტალღოვანი თერაპიით მკურნალობა უკვე საქართველოშიცაა შესაძლებელი • MMT ჰოსპიტალი - უროლოგიური და გინეკოლოგიური ჰაბი

დარტყმით-ტალღოვანი თერაპიით მკურნალობა უკვე საქართველოშიცაა შესაძლებელი

უახლესი მოდელის შვეიცარული შტორცის (Storz Medical Duolith SD1 T-TOP) აპარატი MMT ჰოსპიტალში

რა არის დარტყმით-ტალღოვანი თერაპია და როგორია მისი ეფექტები?

დარტყმით-ტალღოვანი თერაპია თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალეფექტური სამკურნალო-სარეაბილიტაციო მეთოდია. ორგანიზმის ქსოვილებზე ზემოქმედების ნატიფი მექანიზმის კუთხით, მას სადღეისოდ ანალოგი არ ჰყავს.

დარტყმით-ტალღოვანი თერაპია ფართოდ გამოიყენება მედიცინის ისეთ დარგებში როგორებიცაა: ტრავმატოლოგია, ორთოპედია, ფიზიოთერაპია, სპორტული მედიცინა, ანდროლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ესთეტიკური მედიცინა, დერმატოლოგია.

ამ ტიპის თერაპიის მთავარი ეფექტებია: ტკივილის სწრაფად კუპირება, მოძრაობის აღდგენა, ანთების ჩაცხრობა, ჭრილობების შეხორცება, ნეოანგიოგენეზის (ახალი სისხლძარღვების განვითარების) სტიმულაცია, სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის გაძლიერება, ფიბროზული უბნებისა და კალცინატების გაწოვა, ქსოვილთა რეგენერაცია.

დარტყმით-ტალღოვანი თერაპია არაინვაზიურია, არ საჭიროებს ანესთეზიას . ეს არის მკურნალობისა და რეაბილიტაციის იდეალური მეთოდი დაავადებათა როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ სტადიებზე.

ეფექტურად მკურნალობს: იმპოტენციას, პროსტატიტს, პეირონის დაავადებას, მენჯის ტკივილს, სახსრების ტკივილს, ნებისმიერი სახის ნევრალგიურ ტკივილს.

Storz Medical Duolith SD1 T-TOP – აპარატი უკვე MMT ჰოსპიტალის საკუთრებაა! 032 2 23 40 23

როგორია დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის მოქმედების მექანიზმი?

 დარტყმითი ტალღა პრაქტიკულად აკუსტიკური ტალღაა, გარკვეული ამპლიტუდის დაბალსიხშირული იმპულსი, რომელსაც დაავადებულ ქსოვილებამდე მაღალი ენერგია მიაქვს. აღნიშნული ენერგია აცხრობს ანთებას, აქრობს ტკივილს, ასტიმულირებს ახალი სისხლძარღვების განვითარებას, ქსოვილთა შეხორცებისა და რეგენერაციის პროცესს.

მაღალენერგეტიკული აკუსტიკური ტალღები ღრმად ვრცელდება ქსოვილებში და ავლენს სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ეფექტს, აჩქარებს ანთებადი და დაზიანებული უბნების რეაბილიტაციას, უჯრედთა აღდგენასა და განახლებას.

დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის მოქმედების ბიოლოგიური მექანიზმი კავიტაციის პრონციპს ეფუძნება – ანთებად ქსოვილებში უჯრედული მემბრანების განვლადობა იცვლება.

მართალია აკუსტიკური ტალღა ჩვეულებრივ, ადვილად აღწევს ჯანმრთელი უჯრედების ელასტიკურ მემბრანაშიც, მაგრამ მათზე გავლენას არ ახდენს, მაშინ როცა, ანთებად, დაზიანებულ ელემენტებთან იმპულსის შეჯახებისას აღმოცენდება კავიტაცია (მყისიერი გაწელვა-დაჭიმვა, შემდგომი დახურვით) რაც საბოლოო ჯამში დაზიანებული უბნების რღვევას, დაშლას უზრუნველყოფს, თანმდევი გააქტიურებული ბიოქიმიური პროცესების დახმარებით კი მათი ახალი უჯრედებით ჩანაცვლება ხდება.

დარტყმით-ტალღოვან თერაპიას ერთდროულად რამდენიმე ეფექტი აქვს:

  • ხელს უწყობს ახალი სისხლძარღვების განვითარებას

დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესისათვის, გაძლიერებული სისხლის მიმოქცევა უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. აკუსტიკური ტალღების გავლენით მნიშვნელოვნად იზრდება ქსოვილთა ზრდისა და აღდგენის ისეთი ინდიკატორების დონე, როგორებიცაა:

 BMP _ ძვლოვანი მორფოგენეტიკური ცილა;

eNOS _ აზოტის ჟანგის ენდოთელური სინთაზა;

 VEGF _ სისხლძარღვოვანი ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორი;

PCNA _ პროლიფერირებადი უჯრედების ბირთვული ანტიგენი;

ამ ინდიკატორების გავლენით სტიმულირდება ახალი არტერიოლების წარმოქმნა და ზრდა. ახალგანვითარებული სისხლძარღვები კი აუმჯობესებს ქსოვილთა პერფუზიას, მათი ჟანგბადით გაჯერებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს როგორც ჭრილობების შეხორცებას, ასევე დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.

  • აცხრობს ქრონიკულ ანთებას

ანთებითი პროცესის ჩაცხრობაში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს ღრუბლისებრი უჯრედები, რომლებიც ეხმარება ქემოკინებისა და ციტოკინების გამომუშავებას. სწორედ ამ ღრუბლისებრი უჯრედების აქტივობა იზრდება აკუსტიკური ტალღების ზემოქმედებით. შედეგად ცხრება ანთება, ქრება ტკივილი და სწრაფად რეგენერირდება ქსოვილები.

  • ახდენს ტკივილის მედიატორის (P ნივთიერების) დისპერსიას

P ნივთიერება არის ის ნეირომედიატორი, რომელიც ტკივილის შესახებ ინფორმაციას C ბოჭკოებით გადასცემს. სწორედ ეს ნეიროპეპტიდი ასოცირდება მუდმივ, ინტენსიურ და ქრონიკულ ტკივილთან, სწორედ ის ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ტკივილის შესახებ რეტრანსლაციას. P ნივთიერების კონცენტრაციის დაქვეითებისას მცირდება აფერენტული ბოჭკოების სტიმულაცია, შედეგად იკლებს და ქრება ტკივილი. გარდა ამისა, P ნივთიერების ისევე როგორც ჰისტამინისა და სხვა მეტაბოლიტების შემცირება, აფერხებს ანთებითი შეშუპების ჩამოყალიბებას, რაც ასევე ტკივილის შესუსტების საფუძველია. აკუსტიკური ტალღების გავლენით მნიშვნელოვნად მცირდება P ნივთიერების კონცენტრაცია.

  • ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას

ძვალსახსროვანი და მყესოვანი სტრუქტურების შეხორცება-აღდგენისათვის აუცილებელი პირობაა, კოლაგენის სათანადო ინტენსივობით გამომუშავება. დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის გავლენით ძლიერდება პროკოლაგენის სინთეზი (წარმოქმნა), ჩქარდება ახალი კოლაგენური ბოჭკოების განვითარება, რაც შესაბამისი სტრუქტურების სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

  • აზიანებს კალციფიცირებულ ფიბრობლასტებს

მყესების ტრავმასა და მიკროდაზიანებას ყველაზე ხშირად კალცინოზი იწვევს. აკუსტიკური ტალღები ეფექტურად აზიანებს კალციფიცირებულ ფიბრობლასტებს, რომლებიც შემდგომ ორგანიზმის ლიმფური სისტემით გამოიდევნება.

უზრუნველყოფს ტრიგერული წერტილების დეაქტივაციას

კისრის, ზურგის, მხრებისა თუ კიდურების ტკივილის ძირითადი საფუძველი ტრიგერული წერტილებია. ეს წერტილები სარკომერებით მტკიცედ შეკრული კუნთოვანი ბოჭკოების კვანძებიდან წარმოიქმნება.

აღნიშნული სარკომერები ისე მტკიცედ იკუმშება და ეკვრის ერთმანეთს, რომ მათში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. შედეგად წარმოიქმნება პათოლოგიური ნაერთები, რომლებიც უფრო მეტად აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და ამის საპასუხოდ კუნთოვანი ბოჭკოების კიდევ უფრო ძლიერ შკუმშვას იწვევს.

ასეთ ციკლს მეტაბოლურ კრიზისს უწოდებენ. დარტყმით-ტალღოვანი თერაპია აჩერებს ამ მეტაბოლურ კრიზისს მიოფილამენტებში და ტკივილის გამშვები უბნებიც აღმოიფხვრება.

ცოტა რამ შტორცის აპარატზე

დარტყმით-ტალღოვანი თერაპიისათვის განკუთვნილი Duolith SD1 T-TOP აპარატი შქმნილია კომპანია Storz Medical-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ლიდერ კომპანიას ადამიანის ორგანიზმზე ინფრააკუსტიკური სპექტრის ტალღების ზემოქმედების, კვლევისა და შესწავლის კუთხით.

აპარატის მიერ დარტყმითი იმპულსების გენერირება-ფოკუსირებისა და ქსოვილებზე ზემოქმედების ეფექტები 30-წლიანი პრაქტიკითაა შემოწმებული და არაერთი მეცნიერული კვლევითაა დადასტურებული.

შტორცის აპარატს, როგორც ყველაზე სრულყოფილ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას, აკუსტიკური ტალღების ქსოვილებში გავრცელებისა და შესაბამისად, თერაპიული ზემოქმედების სიღრმის ვარირების, ასევე ფართოენერგეტიკული დიაპაზონის თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგება-შერჩევის უნიკალური შესაძლებლობა აქვს, რაც განსაზღვრავს კიდეც მის მაღალეფექტურობას.

გენერირებული ენერგიის ფართო არეალში ფოკუსირებისა და მიზანმიმართული ზემოქმედების წყალობით, აკუსტიკურ ტალღებს შეუძლიათ მაქსიმალური სიზუსტით მიაღწიონ ორგანიზმის დაზიანებულ, ანთებად უბნებს და ეფექტურად იმოქმედონ მათზე.

საყურადღებოა, რომ დარტყმით-ტალღოვან თერაპიას გვერდითი მოვლენები არ აქვს.

Storz Medical Duolith SD1 T-TOP – აპარატი უკვე MMT ჰოსპიტალის საკუთრებაა! 032 2 23 40 23

 ასე რომ, პაციენტებს უკვე საქართველოშიც შეუძლიათ დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის წარმატებით ჩატარება.

გაზიარება:
ვიზიტის დაჯავშნა

ჩაეწერე ექიმთან ვიზიტზე


Notice: Undefined variable: req in /var/www/mmt.ge/wp-content/themes/MMT/single.php on line 242

Notice: Undefined variable: commenter in /var/www/mmt.ge/wp-content/themes/MMT/single.php on line 243

Notice: Undefined variable: aria_req in /var/www/mmt.ge/wp-content/themes/MMT/single.php on line 244
დატოვეთ კომენტარი:

  • მაია :

    შარდის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ პოტენციის აღდგენა თუ შესაძლებელია ამ აპარატით

  • თენგიზი :

    მოგესალმებით! იშემიური ინსულტის შედეგად პარალიზებული კიდურების მკურნალობა ხომ არ არის შესძლებელი თქვენთან? მადლობა წინასწარ.

    • mmthospital :

      არა ბატონო თენგიზ, ამ აპარატის მკურნალობის მეთოდი დაფუძნებულია სისხლძარღვების ახალი ჯგუფების წარმოქმნის სტიმულიაციაზე, შესაბამისად ინსულტი, ინფარქტი და ონკოლოგიური დაავადებები, მკურნალობის ამ მეთოდის უკჩვენება გახლავთ

  • მაია :

    გამარჯობა!ტერფის თაღთან განმივითარდა დეზი, რომელმაც დააზიანა მყესი და რბილი ქსოვილები და იწვევს საშინელ ტკივილებს. რამდენად ეფექტურია დარტყმით-ტალღოვანი ჩარევა ? დეზის დაშლა შესაძლებელია?

  • ანონიმური :

    მაქვს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერფლაზია, გამოკვლევები ჩავიტარე როგორც ммт ჰოსპუტალში ისე სხვაგან შეიძლება თუ არა ამ აპარატით მკურნალობა

    • mmthospital :

      ჰიპერპლაზიას ამ აპარატით არ მკურნალობენ, არამედ ჩვენ გიმკურნალებთ ბიპოლარული ტურის აპარატით, რაც ოქროს სტანდარტი გახლავთ თქვენი დაავადების მკურნალობისთვის. მობრძანდით და გაესაუბრეთ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს