კითხვის ავტორი: Qeti

19/09/2018

შეკითხვა:

Gamarjoba.maqvs autoimunuri tireoditi.hipotireozi.gulis exoze umnishvnelo prolapsi chanda.imis merr vimkirnale hipotireozze da da wesirgshi maqvs hormonebi.gaqreboda imis merre es prolapsi tu sul rcheba ?

პასუხი:

კითხვას პასუხობს MMT ჰოსპიტლის კარდიოლოგი 

ეკა ღვინჯილია
მოგესალმებით, ქეთი,
ზოგადად მსუბუქი ხარისხის პროლაფსი უნდა განვიხილოთ როგორც იზოლირებული ნაკლებად  საშიში პათოლოგია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დინამიკაში კონტროლი, გეგმიური ექოკარდიოგრაფიული კვლევა და პროლაფსის ხარისხის შეფასება კარდიოლოგის მიერ.თავის მხრივ ჰიპოთირეოზის და ზოგადად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს ხშირია გართულებები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ . ამიტომ აუცილებელია ჰორმონული სპექტრის გეგმიური კონტროლი, ასევე ამ დროს ხშირია დისლიპიდემია, რაც ასევე ერთერთი რისკ ფაქტორია გულის იშემიური დაავადების განვითარების, რომლის დიაგნოსტირება ხდება ფიზიკური დატვირთვის ტესტის საშუალებით.
გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: