კითხვის ავტორი: ნინა

12/08/2018

შეკითხვა:

გამარჯობათ. ორი კვირის წინ ვსვავდი ანტიბიოტიკებს. ამ პერიოდში შევნიშნე მარცხენა სარძევე ჯირკვალის დაბლა ნაწილში მოძრავი ჯირკვალი. შეხებისას ძალიან მტკიოდა და მქონდა დისკომფორტი. ვიყავი ოჯახის ექიმთან და მითხრა სავარაუდოდ ინფექცია არისო. (მაქვს მამოლოგთან დანიშნული ვიზიტი და სანამ მივალ იქნებ ზოგადად მითხრათ რა შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე ჯირკვალი გაქრა არ მაქვს მაგრამ მაქვს დისკომფორტი. პერიოდულად მკერდის თავთან კანი იქმნება.ხან ნორმალურად არის. ძალიან მეშინია.თუ მიპასუხებთ რა შეიძლება იყოს. მადლობა!

პასუხი:

მოგესალმებით, რადგან ოჯახის ექიმმა ჩათვალა რომ ინფექციაა, შესაძლოა იყო ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ჩვენ ამას ზეპირად ვერ გადავწყვეტთ. თუ ქრონიკულად გაქვთ ხოლმე მკერდის არეში ჩივილები (გაუგებარია, რას გულისხმობთ ტერმინში – კანი იქმნება), მამოლოგიური გამოკვლევა იქნება საჭირო: მამოლოგის კონსულტაცია, შესაძლოა – მამოგრაფიაც. დისტანციურად სხვას ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რადგან “ჯირკვალი” გაქრა, საშიში არაფერი უნდა იყოს.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

მსგავსი კითხვები
კითხვის ავტორი: მარინა
სრულად
კითხვის ავტორი: გიორგი
სრულად
კითხვის ავტორი: teona
სრულად