ტეგები: , , ,

ეს წერილი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქმნება ქართული მედიცინის საამაყო დღევანდელობა

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ საქართველოს ონკოუროლოგთა საზოგადოება მსოფლიო კონრესისთვის ემზადება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს ჩატარდება. კონგრესის ჩატარების ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტია.

კონგრესის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გურამ ქარაზანაშვილი მადლობის წერილით მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს. ეს წერილი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქმნება ქართული მედიცინის საამაყო დღევანდელობა, როგორი რუდუნებით ქმნიან მას დიდი მეცნიერები, რათა მომდევნო თაობებს გაუხსნან გზა დიდი მომავლისაკენ:

 

გამარჯობა, ბატონო გიორგი!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად წარმოადგენს უპირობო ლიდერს ქართულ და არა მარტო ქართულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში. სწორედაც ამიტომ ტარდება წელს, უნივერსიტეტის კედლებში, თქვენი უდიდესი მხარდაჭერით, უმაღლესი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო კონგრესი ონკოლოგიის და კერძოდ, ონკოლოგიური უროლოგიის დარგში. წლევანდელი კონგრესი იქნება ჭეშმარიტად უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიება არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი კავკასიის რეგიონისთვის.

მოგეხსენებათ, რომ კიბოს სიხშირე მატულობს ყოველწლიურად. უროლოგიური კიბოს, კერძოდ პროსტატის, შარდის ბუშტის და თირკმლის მკურნალობის ტაქტიკა დაჩქარებულად იცვლება უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. კერძოდ, ფართოდ ინერგება მულტიმოდალური მკურნალობის სტრატეგია და ტაქტიკა. ათობით ათასი სამეცნიერო ნაშრომი ეძღვნება ამ საკითხს ყოველწლიურად. შესაბამისად, დგება აუცილებლობა, რომ კლინიკური ექსპერტების მიერ ჩატარდეს ამ სიახლეების სწორი ანალიზი; რომ სამედიცინო პრაქტიკაში დაინერგოს სწორედ ის მეთოდები, რომელიც ყველაზე ეფექტურად და საიმედოდ უზრუნვეჰყოფს ზემოაღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლას. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მულტიდისციპლინური სამეცნიერო ფორუმების ორგანიზებით, სადაც სხვადასხვა დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები შეაჯამებენ არსებულ სამეცნიერო ინოვაციებს, მოხდება აზრთა გაცვლა, და დისკუსიები. ეს, უზრუნველჰყოფს სამეცნიერო-პრაქტიკულ და კლინიკურ პროგრესს, სპეციალისტთა ცოდნის, გამოცდილების ზრდას, პროგრესული იდეების დანერგვას და მრავალ სხვა სიკეთეს.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, წლევანდელი კონგრესის მიზანია, საქართველოში ჩატარდეს უმაღლესი რანგის საერთაშორისო, მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო/სამეცნიერო და კლინიკური ფორუმი უროლოგიურ კიბოზე, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მსოფლიოს და რეგიონის წამყვანი მეცნიერები და ექიმები: უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები, პათოლოგ-ანატომები და სხვ. ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროგაერთიანებიდან, ჩვენი რეგიონიდან და რათქმაუნდა საქართველოდან.

მულტიდისციპლინური საერთაშორისო მასშტაბის კონგრესი უროლოგიური კიბოზე, პირველად 2014, შემდეგ კი 2016 წელს ჩავატარეთ შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით; 2017 წელს კონგრესი ჩატარდა საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის (სოუა) ეგიდით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.

 

2018 წლის 26-27 ოქტომბერს დაგეგმილი გვაქვს უპრეცედენტო მასშტაბის და წარმომადგენლობითი კონგრესის ჩატრება. ამ შეხვედრას მხარს უჭერს აშშ-ს, ევროპის და რეგიონის წამყვანი ქვეყნების პროფესიონალური გაერთიანებები და მათი ხელმძღვანელები, ესენია:

  • უროლოგიური ონკოლოგიის საზოგადოება (აშშ), 
  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია,
  • მსოფლიო უროლოგიური ონკოლოგიის ფედერაცია,
  • ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოება, რუსეთის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია,
  • უკრაინის ონკოლოგიური უროლოგის ასოციაცია,
  • აზერბაიჯანის უროლოგთა ასოციაცია,
  • სომხეთის უროლოგთა ასოციაცია,
  • უზბეკეთის ონკოლოგიის ასოციაცია.

კონგრესში სპიკერების და დელეგატების სახით მოწვეული არიან მსოფლიოსა და რეგიონის წამყვანი ონკოუროლოგები, კლინიკური და სხივური ონკოლოგები მსოფლიოს 15 ქვეყნიდან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, შვედეთი, ავსტრია, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო (კონგრესის პროგრამა თან ერთვის)

უზრუნველყოფილი იქნება ქართველი ონკოლოგების, უროლოგების, რადიოლოგების პათოლოგანატომების, რეზიდენტების და სტუდენტების, ფართო და დაუბრკოლებელი დასწრება კონგრესზე. ქართველ მონაწილეთათვის გარანტირებული იქნება უახლეს ინფორმაციაზე დაუბრკოლებელი წვდომა. ამ მიზნის მისაღწევად კონგრესზე დასწრება იქნება აბსოლუტურად უფასო ქართველ მონაწილეთათვის (ანალოგიური რანგის დასავლური სამეცნიერო ფორუმში მონაწილობის ხარჯები აჭარბებს კაცზე რამოდენიმე ათას ლარს); მოხდება კონგრესის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება მედია საშუალებებითა და ინტერნეტით; კონგრესი უზრუნველყოფილი იქნება მაღალხარისხიანი სინქრონული თარგმანით; საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ვებ-გვერდის დახმარებით დაინტერესებულ მედიკოსებს ექნებათ თავისუფალი წვდომა კონგრესის მასალებზე.

  

ღონისძიების განხორციელების შედეგად თბილისის სახელმწიფო უმნივერსიტეტი კიდევ ერთხელ მისცემს დიდ ბიძგს ქართული განათლებისა და მეცნიერების პროგესს და წარმატებას; დაჩქარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცედნტრის ცნობადობის ზრდა.

ამგვარი უპრეცედენტო მაშტაბის და წარმომადგენლობითობის ონკოლოგიური სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფორუმი ჭეშმარიტად დაამშვენებს  თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტის კედლებს, მითუმეტეს, რომ ეს უკვე ტრადიციადაც კი იქცა, რისთვისაც გამოვთქვამთ უდიდეს მადლიერებას. უდიდესი იმედი გვაქვს თქვენი და თქვენი ადმინისტრაციის მხარდაჭერისა ზემოაღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში.

 უაღრესი პატივისცემით,

გურამ ქარაზანაშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტ-უროლოგი

საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: