fbpx

ტეგები: ,

ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის დაავადება

 ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილებაა და მას ყოველთვის არ ახლავს თან ჯირკვლის ფუნქციონირების პროცესის დარღვევა.

არსებობს ფარისებრი ჯირკვლის (ჩიყვის) ჰორმონალური ცვლილების ორი სახეობა. ერთ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი გაძლიერებულად მუშაობს – მას ტოქსიურ ჩიყვს უწოდებენ, ხოლო მეორე შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შემცირებულია, ანუ ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას – მედიკოსები მას ჰიპოთეოზს ანუ ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობას უწოდებენ.

ჩიყვი შეიძლება ჩამოყალიბდეს ჯირკვალში, რომელიც პათოლოგიურად აქტიურია, რომლის აქტივობა პათოლოგიურად დაქვეითებულია ან რომლის ფუნქცია სრულიად ნორმალურია, აქედან გამომდინარე, როდესაც ლაპარაკია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაზე, ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს როგორც სტრუქტურულ (ულტრასონოგრაფიულ), ასევე ფუნქციურ (ჰორმონულ) კვლევებს. შედეგების ერთიანობაში განხილვის გარეშე სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.

ჩიყვის აღმოჩენის შემდეგ უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი დაავადება, რისთვისაც საჭიროა პირველ რიგში ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა ჰორმონალური გამოკვლევების დახმარებით.

ჩიყვის მკურნალობის გზები

ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:

  • თერაპიული მკურნალობა
  • ქირურგიული ჩარევა – მიზანშეწონილია: თუ ჩიყვი კვანძოვანია, თუ კვანძის ზომა 1,5 სმ-ს აღემატება (ამ ზომის კვანძი მედიკამენტურ მკურნალობას ნაკლებად ექვემდებარება), თუ ჩიყვი დიფუზურად გადიდებულია, ან თირეოტოქსიკოზის კომპენსაცია მედიკამენტოზურად ვერ ხერხდება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ფარისებრი ჯირკვლის „ჩიყვის“ მკურნალობის თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას! დაგვიკავშირდით: 032 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

შეიძინე სამედიცინო სერვისები წინასწარ და მიიღე 50% მდე ფასდაკლება! Dismiss