fbpx

ტეგები: ,

მასტიტი – სარძევე ჯირკვლის ანთება

მასტიტი – სარძევე ჯირკვლის ანთებაა, რომელიც ხშირად ქალებს მშობიარობის შემდეგ ემართებათ. სარძევე ჯირკვლის ანთება, თავს იჩენს მშობიარობიდან ორ კვირაში.

მასტიტის წარმოქმნის მიზეზები – მასტიტის მთავარი მიზეზია სარძევე ჯირკვალში რძის შეგუბება, მისი არასრული დაცლა, ძუძუთი კვების  პროცესში ხშირად წარმოიქმნება  ნახეთქები და მცირე ზომის ჭრილობები, რაც არის ინფექციის შეჭრის ადგილი, ასეთ პირობებში მოხვედრილი მიკრობები ლიმფური და სარძევე სადინარებით ჯირკვალში აღწევენ და იქ ანთებით პროცესს იწვევენ.  

მასტიტის სიმპტომები

  • მკერდზე წითელი და შეშუპებული ადგილი, რომელიც შეიძლება იყოს მტკივნეული შეხებისას
  • გამაგრებული ადგილი მკერდზე
  • მწველი ტკივილი მკერდში, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს ან ვლინდებოდეს მხოლოდ ძუძუთი კვების დროს
  • გამონადენი ძუძუს თავიდან, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი ან შეიცავდეს სისხლის ნიშნებს.

მასტიტის გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები, როგორიცაა: ლიმფადენიტი, ფლეგმონა, სეფსისი, სარძევე ჯირკვლების განგრენა. პაციენტისთვის ყველაზე საშიში ფორმებია განგრენოზული და ფლეგმონოზური, რასაც იწვევს გამწვავებული მასტიტი.

მასტიტის წარმოქმნის რისკ – ფაქტორი – ყველაზე ხშირად მასტიტით ავადდებიან მეძუძური დედები, რომლებიც არ იცავენ ძუძუთი კვების წესებს, არ იცავენ თავს გადაციებისგან. ქალს, რომელსაც მასტიტი ერთხელ უკვე ჰქონდა, მომავალში ამ დაავადების ხელმეორედ განვითარების დიდი შანსი აქვს.

მასტიტის გამწვავების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს!

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ გამწვავებული მასტიტის მკურნალობას ეფექტური მეთოდებით! დაგვიკავშირდით: 032 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

შეიძინე სამედიცინო სერვისები წინასწარ და მიიღე 50% მდე ფასდაკლება! Dismiss