fbpx

ტეგები: ,

კენჭი თირკმელში

კენჭი თირკმელში – თირკმელში წარმოქმინილი კრისტალები, დროთა განმავლობაში შესაძლოა დაგროვდეს და მყარი, ქვის მსგავსი მასა წარმოიქმნას, ე.წ კენჭი. სხვა ფაქტორებთან ერთად თირკმელში კენჭის წარმოქმნას ხელს უწყობს სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, გარკვეული  ტიპის მედიკამენტები, სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც შარდში იწვევს სპეციალური ნივთიერებების მომატებას.

მას შედეგ, რაც თირკმელში კენჭი წარმოიქმნება, თქვენი სხეული მის ორგანიზმიდან განდევნას შარდის სახით ცდილობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად კენჭი საშარდე სისტემის გზებს გაივლის (თირკმლები, თირკმლის მილები და შარდის ბუშტი).

ჩვეულებრივ სიმპტომები მაშინ ვითარდება, როცა თირკმლის კენჭი:

  • თირკმელში იჭედება
  • შარდსაწვეთში გავლას იწყებს (მილი, რომელიც თირკმელს შარდის ბუშტთან აკავშირებს)-შარდსაწვეთი ვიწრო მილია, ამიტომ თირკმლის კენჭი მასში გავლისას ტკივილს იწვევს
  • იწვევს ინფექციას.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კენჭის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

თირკმელში კენჭის გაჩენის მიზეზი

თირკმელში კენჭის გაჩენის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი დღემდე ვერ დაადგინეს. თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
  • ინფექცია
  • თირკმლებისა და საშარდე გზების ფუნქციის დარღვევები

თირკმელში კენჭები წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში არსებული ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად – ამინომჟავებისაგან. მისი მიზეზია ასევე არასწორი კვება და ინფექციები… როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ერთ-ერთ რისკფაქტორად ითვლება წყლის მცირე რაოდენობით მიღება და შარდის მარილებით გაჯერება. გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრეობითია.

MMT ჰოსპიტალში კენჭების დასაშლელად  ახალი თაობის ენდოსკოპებს ვიყენებთ. პროცედურა ტარდება რენტგენ-საოპერაციოში. რენტგენის აპარატი საჭიროა ენდოსკოპის ორგანიზმში გადაადგილების კონტროლისათვის. მისი დასხივების დოზა არის მინიმალური, ხოლო ვიზუალიზაცია – საუკეთესო.  ლაზერი  კენჭებს ფხვნილად აქცევს, რომელიც  შემდეგ თავისით გამოიდევნება საშარდე გზებიდან.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კენჭის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • Lela :

    Ra simptomebi axasiatebs litotrofsiit kenchis dashlis shemgeg adamians?

    • mmthospital :

      ქალბატონო ლელა, შეიძლება ქონდეს დროებითი ტკივილიები სანამ ორგანიზმიდნ დაშლილი კენჭები გამოიდევნება.

შეიძინე სამედიცინო სერვისები წინასწარ და მიიღე 50% მდე ფასდაკლება! Dismiss