fbpx
ცისტიტი

ტეგები: ,

შარდის ბუშტის ანთება-ცისტიტი

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება, ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ამ დაავადებისადმი მიდრეკილება,  უფრო ხშირად გააჩნიათ ქალებს, რადგან ქალის შარდსადინარი უფრო მოკლე და განიერია.  მამაკაცებში ცისტიტი ვითარდება  ზრდასრულ ასაკში, როდესაც აღინიშნება შარდის შეკავება პროსტატიტის ან პროსტატის ადენომის ფონზე.

ცისტიტის მიმდინარეობა მწვავე ან ქრონიკული ხასიათისაა. მწვავე ცისტიტი ხშირად უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებს, საშარდე გზების რაიმე გამოხატული პათოლოგიების გარეშე. ქრონიკულად ითვლება ცისტიტი, რომელიც წელიწადში სულ მცირე 2-3-ჯერ გამოვლინდება. ცისტიტს ძირითადად ახასიათებს გახშირებული და მტკივნეული შარდვა, დაუსრულებელი მოშარდვის შეგრძნება, დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში. მწვავე ცისტიტისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე და სისხლი შარდში.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროლოგიური დაავადების მორეციდივე ცისტიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით

ცისტიტის გამომწვევი მიზეზები

  • ინფექციები (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები);
  • ორგანიზმის გადაციება;
  • ხშირი შეკრულობა;
  • ანთებით დაავადებების გადატანა;
  • ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
  • ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესების არსებობა

ცისტიტის სიმპტომები:

  • ტკივილი და წვა შარდვის დროს
  • ხშირი მოთხოვნა შარდვაზე;
  • მძაფრი სუნით შარდი
  • შარდის ფერის შეცვლა;
  • სისხლიანი შარდი;
  • ტკივილი წელის არეში;
  • ტემპერატურის მომატება

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ცისტიტს?

 ცისტიტის დროს თირკმელში ინფექცია შეიძლება მოხვდეს ჰემატოგენური გზით, რაც პიელონეფრიტის არსებითი წყარო და ცისტიტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა. ეს არის თირკმელების არასპეციფიკური ინფექციური დაავადება, მიმდინარეობს თირკმლის ქსოვილების, მენჯისა და ფიალების დაზიანებით. პიელონეფრიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, პირველადი და მეორეული, მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე. ყველაზე ხშირად პიელონეფრიტის გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკი, სტაფილოკოკოკი, სტრეპტოკოკი. ინფექცია თირკმელში, მენჯსა და მის ფიალებში აღწევს ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით, ქვედა საშარდე გზებიდან შარდსაწვეთის კედლით, მისი სანათურით – შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის არსებობისას. პიელონეფრიტის განვითარებისთვის საჭიროა წინასწარი ფაქტორების არსებობა, რომლებიც, თავის მხრივ, ზოგად და ადგილობრივ ფაქტორებად.

მწვავე და ქრონიკულ პიელონეფრიტი

მწვავე პიელონეფრიტი იწყება მაღალი ტემპერატურით, შემცივნებით, ძლიერი ოფლიანობით, წელის არეში ტკივილით; დაზიანებული თირკმლის მხარეს შეინიშნება მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა, მკვეთრი მტკივნეულობა ნეკნ-ხერხემლის კუთხეში, საერთო სისუსტე, წყურვილი, დიზურია, შემდეგ ამას ერთვის თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, რაც სწრაფად მზარდ ინტოქსიკაციაზე მიუთითებს. ორმხრივი მწვავე პიელონეფრიტის დროს ხშირად ვლინდება თირკმელების უკმარისობის ნიშნები. ქრონიკული პიელონეფრიტი შეიძლება იყოს პირველად-ქრონიკულიც, ანუ მიმდინარეობდეს მწვავე მოვლენების გარეშე.  ქრონიკული პიელონეფრიტისთვის დამახასიათებელია ყრუ, მუდმივი ტკივილი დაზიანებული თირკმლის მხარეს.  ასეთ დროს შარდის ნალექში ჭარბობს ლეიკოციტები.

გამოკვლევით დადგინდა, რომ მეტი რაოდენობით წყლის სმა მორეციდივე ცისტიტისგან იცავს პრემენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებს.
ექიმებს ეძლევათ რეკომენდაცია, ურჩიონ მორეციდივე ცისტიტის მქონე ჯანმრთელ ქალებს, მიიღონ მეტი რაოდენობით სითხე. ეს განსაკუთრებით იმ ქალებს ეხებათ, ვინც ყოველდღიურად 1,5 ლიტრზე ნაკლებ სითხეს იღებს. სითხის მოხმარების გაზრდა არის ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების სტრატეგიის უსაფრთხო და იაფი ალტერნატივა.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროლოგიური დაავადების მორეციდივე ცისტიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

შეიძინე სამედიცინო სერვისები წინასწარ და მიიღე 50% მდე ფასდაკლება! Dismiss