fbpx

ტეგები: ,

მასტოპათია

მასტოპათია – ქალებში ერთ-ერთი  ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც ჰორმონალური დარღვევის შედეგია.

ტიპების მიხედვით გამოიყოფა:

  • კვანძოვანი მასტოპათია
  • დიფუზური მასტოპათია

ქალის ორგანიზმი, ყოველთვიურად  განიცდის ჰორმონალურ ცვლილებებს, რაც შესაბამისად, იწვევს ციკლურ ცვლილებებს სარძევე ჯირკვალშიც. მასტოპათიით დაავადებულ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება, ენდემური ჩიყვი, კვანძები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება- ფარული ან გამოხატული ჰიპოთირეოზი.

გარკვეული მიზეზით, ფარისებური და სასქესო ჯირკვლების ჰორმონთა ბალანსის (წონასწორობის) დარღვევის დროს, ვითარდება სასქესო ჰორმონის – ესტროგენების სიჭარბე, რაზეც სარძევე ჯირკვალი  მასტოპათიით პასუხობს. ჰორმონალური დისბალანსის მიზეზი კი შეიძლება იყოს, ორგანიზმში ნებისმიერ დონეზე განვითარებული დარღვევა.

მასტოპათიის გამომწვევ მიზეზად, შეიძლება ჩაითვალოს გინეკოლოგიური დაავადებები: მცირე მენჯის ღრუს და უფრო ხშირად დანამატების ანთება, აგრეთვე სასქესო ორგანოების ისეთი დაავადებები, როგორიცაა ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ფიბრომიომა, საკვერცხეების პოლიკისტოზი.

მასტოპათია – დაავადებას ახასიათებს:

  • სარძევე ჯირკვლების გამაგრება (წვის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში)
  • გამაგრებული ადგილების ტკივილი
  • მკერდის თავიდან თეთრი ფერის გამონადენი

მასტოპათიის ადრეული გამოვლენა ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაავადებას აქვს პროგრესირებადი ხასიათი. განსაკუთრებით საყურადღებოა კვანძოვანი მასტოპათია, ვინაიდან ის ძუძუს კიბოს განვითარების წინა საფეხურად ითვლება.

მასტოპათიის დიაგნოზის დასადგენად, საჭიროა მიმართოთ მამოლოგს  და დროულად ჩაიტაროთ კომპლექსური დიაგნოსტიკა.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

შეიძინე სამედიცინო სერვისები წინასწარ და მიიღე 50% მდე ფასდაკლება! Dismiss